21:54:32

ფირნიშები
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016
სირიაში ორი რუსი სამხედრო ექიმი დაიღუპა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 17:33

სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე შეტაკებებისას მიღებული ჭრილობებით უკვე მეორე რუსი სამხედრო ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ცნობაზე დაყრდსობით ავრცელებს.

ვრცლად

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 17:30

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ვრცლად

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 17:03

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5744 ლარი გახდა.

ვრცლად

ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 16:58

ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია მთლიანად დააფინანსა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბარბარე მოლაშვილს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია რამოდენიმე დღეში ჩაუტარდება.

ვრცლად

თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ - სააკაშვილი
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 16:54

თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა Deutsche Welle-ს რუსულენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ვრცლად

ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალს კომიკოსი ჯიმი კიმელი გაუძღვება
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 12:59

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯიმი კიმელი ოსკარების დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალს გაუძღვება, რომელიც 2017 წლის 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება.

ვრცლად

რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი გაიზარდა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 12:52

ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს Gulf-ში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. 8 ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე G Force პრემიუმი 1.89 ლარი ღირდა, დღევანდელი მონაცემებით კი ფასი 1.94 ლარია.

ვრცლად

შვეიცარიის სპორტულმა სასამართლომ ზეპ ბლატერის აპელაცია არ დააკმაყოფილა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 11:35

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ძალაში დატოვა FIFA-ს სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად FIFA-ს ყოფილ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს 6 წლის განმავლობაში ფეხბურთში ყოველგვარი საქმიანობა აეკრძალა.

ვრცლად

5 კილოგრამი ოქროს ზოდების კონტრაბანდის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს [Video]
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 11:13

სამართალდამცავებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს ავტომობილში 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები აღმოაჩნდა.

ვრცლად

მეუფე იაკობი - ადამიანი რომელმაც საპატრიარქოდან ინფორმაცია გაიტანა, უკვე გაილახა [Video]
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 11:09

სოციალურ ქსელში ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის ქადაგება გავრცელდა, სადაც მრევლს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება. მისი განცხადებით, საპატრიარქოში კონკრეტული ჯგუფი პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს და ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოდან ინფორმაცია გაიტანა, საპატრიარქოშივე ცემეს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

იდლიბში ავიადარტყმების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:53

სირიის პროვინცია იდლიბში, რომელსაც შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს, ავიადარტყმების შედეგად სულ ცოტა 73 ადამიანი დაიღუპა. როგორც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგის ცენტრი იტყობინება, ქალაქ მაარათ ალ-ნუმანში 38 ადამიანი დაიღუპა, ალ ტამანაში - 6, ხოლო ქაფრ ნაბში - 26, მათგან სამი ბავშვია.

ვრცლად

საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:25

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. შესაბამისად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ130-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

შავ ზღვაში იშვიათი ჯიშის თევზი ატლანტიკური ზუთხი დაიჭირეს [Video]
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:12

შავ ზღვაში იშვიათი ჯიშის თევზი, ატლანტიკური ზუთხი (Acipenser sturio) დაიჭირეს. შესაბამის ვიდეოს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. მისი თქმით, ატლანტიკური ზუთხი 25 წელია მსოფლიოში არავის დაუჭერია.

ვრცლად

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელის შესაბამისად წარსადგენი დეკლარაციის ფორმა გამოქვეყნდა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:07

მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის შესაბამისად წარსადგენი ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი გამოქვეყნდა. ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა.

ვრცლად

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი გახდა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:04

უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 4 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შავკატ მირზიოევმა გაიმარჯვა, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი ერგო.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31