21:55:53

ფირნიშები
შაბათი, 03 დეკემბერი 2016
სამინისტრო - ე.წ. გიორგობის პრემია არცერთ საჯარო უწყებაში არ გაცემულა
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 18:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბერში საჯარო უწყებების თანამშრომლებზე არ გაცემულა ე.წ. გიორგობის პრემია, რითიც ბიუჯეტში 14 მილიონი ლარი დაიზოგა.

ვრცლად

შშმ პირებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა - ომბუდსმენი
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 17:55

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და კვლევითი მონაცემების შეგროვება, რაც აუცილებელია კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და უზრუნველყოფის საქმეში. ასევე, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა.

ვრცლად

2017 წლიდან ავტომანქანებზე ქონების გადასახადი დაწესდება
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 17:34

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომანქანებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201- ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ავტომობილის ასაკის მიხედვით არის დიფერენცირებული და 60-დან 500 ლარამდე განისაზღვრება. 

ვრცლად

სოფელ წინუბანში ახლადაშენებული ბაღის ეზო დაიტბორა [Video]
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 15:51

წვიმის გამო პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ახლადაშენებული საბავშო ბაღის ეზო დაიტბორა. როგორც სოფლის მაცხორებლებმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს უთხრეს, სანიაღვრე არხები გასაწმენდი იყო, რის გამოც დიდი რაოდენობით წყალი ვეღარ გაატარა. ადგილობრივების განმარტებით, ბაღის მშენებლობისთვის ტერიტორია არასწორად შეირჩა და ეს პრობლემა შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც იარსებებს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

ჟასმინის პლანტაციების განადგურების გამო Chanel N5-ის წარმოებას საფრთხე ემუქრება
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 14:34

ფრანგულმა სამოდელო კომპანია „შანელმა“ განაცხადა, რომ საფრანგეთის სამხრეთში დაგეგმილი ჩქაროსნული რკინიგზის გაყვანის პროექტი ჟასმინის პლანტაციებს გაანადგურებს, რაც პოპულარული სუნამოს, Chanel N5-ის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. 

ვრცლად

პრეზიდენტი შშმ პირების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 14:31

ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

ვრცლად

ლაგოდეხში ტყიდან გამოქცეული შვლის ნუკრი გადაარჩინეს [Photos]
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 14:04

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტყიდან გამოსული შველი ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩნდა. მათ შველი შეიფარეს და სიკვდილს გადაარჩინეს.

ვრცლად

2017 წლის „პირელის“ კალენდარში ჰოლივუდის ვარსკვლავები მოხვდნენ [Video - Photos]
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 13:49

გერმანელმა ფოტოგრაფმა პეტერ ლინდბერგმა კომპანია „პირელის“ პრესტიჟული კალენდარისთვის ჰოლივუდელი კინოვარსკვლავების ფოტოსესია გადაიღო. ყოველგვარი ხელოვნური ჩარევისა და მაკიაჟის გარეშე შექმნილ ფოტოებზე ნიკოლ კიდმანი, პენელოპე კრუსი, კეიტ უინსლეტი, ჰელენ მირენი და სხვა ცნობილი ქალი მსახიობები მოხვდნენ.

ვრცლად

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 13:10

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ვრცლად

იუნესკომ ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 12:59

იუნესკომ საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 55 ობიექტი შეიყვანა, მათ შორის მოხვდა ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი. საფრთხეში მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ასმილიონიანი ფონდი შეიქმნება. გადაწყვეტილება აბუ დაბიში იუნესკოს კონფერენციაზე მიიღეს.

ვრცლად

Forbes საქართველოს სამოგზაუროდ ყველაზე იაფ მიმართულებებს შორის ასახელებს
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 12:54

გამოცემამ Forbes 14 სამოგზაურო ექსპერტი გამოკითხა და 2017 წლის ყველაზე იაფი 30 მიმართულება გამოავლინა, - ფასის დათვლისას გამოცემამ დოლარის კურსი გაითვალისწინა. ორ კაცზე სადილი რესტორანში გამოცემას 30 დოლარად აქვს შეფასებული, სადაც ტრადიციულ კერძებთან ერთად ქართული ღვინოც შედის.

ვრცლად

მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი სამმაგდება, ჰიბრიდულებზე მცირდება
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 12:48

მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი სამმაგდება, ჰიბრიდულებზე კი კიდევ მცირდება. შესაბამის ცვლილებებს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომლის განხორციელებასაც მთავრობა მომავალი წლისთვის გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიუჯეტს აქვს მიმაგრებული.

ვრცლად

დღეს „ელ კლასიკო“ გაიმართება: „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 12:25

საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს ბარსელონას სარბიელ „კამპ ნოუსკენ“ იქნება მიმართული, სადაც 2016-2017 წლების სეზონის პირველი ე.წ. „ელ კლასიკო“ გაიმართება - კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში უპრინციპულეს მეტოქე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

ვრცლად

ისტორიული ძეგლების დაზიანების ფაქტებზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო პროკურატურას მიმართავს
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 12:05

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მესტიის რაიონში უძველეს ისტორიულ ძეგლებზე დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს. სააგენტოს ინფორმაციით, მულახის, ლატალის და ეცერის თემის უძველეს ძეგლებზე თვითნებური მიშენებები, გადაკეთებული არქიტექტურა და დაზიანებული ფრესკები უნებართვოა და მთლიანად არღვევს ძეგლის ავთენტურობას.

ვრცლად

უკრაინა რუს მსახიობს ტერორიზმში ადანაშაულებს
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 11:13

უკრაინამ ცნობილი რუსი მსახიობის, ივან ოხლობისტინის მიმართ ტერორიზმის ეჭვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის, ოლენა გიტლიანსკას მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მსახიობმა რუსეთის მიერ მხარდაჭრილი სეპარატისტებისგან ე.წ. „პასპორტი“ მიიღო, აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31