21:55:26

ფირნიშები
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5599 ლარი გახდა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 17:11

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.5599 ლარია გახდება.

ვრცლად

სიღნაღის თეატრში სპექტაკლი „ღმერთო რისთვის“ გაიმართება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 17:07

6 დეკემბერს, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი სიღნაღის თეატრში სპექტაკლის „ღმერთო, რისთვის?“ ჩვენებას გამართავს. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობების - „მზიანი ღამე“, „ღმერთო, რისთვის?“, „ნუ გეშინია დედა“ მიხედვით, რეჟისორმა ნუგზარ გაჩავამ დადგა.

ვრცლად

თელავის თეატრს ბიძინა ივანიშვილმა ავტობუსი აჩუქა [Photos]
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:53

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრს საჩუქრად „HYUNDAI“-ს მარკის ავტობუსი გადასცა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა უთხრა, თეატრს 20 წელი ტრანსპორტი არ ჰყავდა. მისივე თქმით, 28 ადგილიან ავტობუსს დასის გასტროლებისთვის გამოიყენებენ.

ვრცლად

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უფროსკლასელების ფინანსურ განათლებას დააფინანსებს
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:39

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ეროვნულმა ბანკმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფინანსური განათლების შესახებ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყეს. პროექტი „მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ“ თბილისისა და რეგიონების უფროსკლასელებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ.

ვრცლად

ბოსტნეულისა და ბაღჩეული ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 8.7% გაძვირდა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:31

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2 პროცენტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ვრცლად

არაბული ქვეყნები საქართველოდან ქართული ცხვრის, თაფლის და მშრალი ხილის ექსპორტის გაზრდით დაინტერესდნენ
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:19

საქართველოში კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის, მათ შორის, კატარის სახელმწიფო კომპანიის „HASSAD FOOD“ წარმომადგენლები იმყოფებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოდან ცხვრის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ცხვრის ხორცის, წყლის, მშრალი ხილისა და თაფლის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.

ვრცლად

ამერიკელმა ქორეოგრაფმა შშმ პირებისთვის საცეკვაო სავარძელი გამოიგონა [Video]
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 16:01

სამხრეთ ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის ქორეოგრაფმა მერი ლინ მორისმა, რომლის მამაც შშმ პირია, გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ასეთი ადამიანებისთვის საცეკვაოდ საგანგებო მოძრავი სავარძელი შექმნა.

ვრცლად

წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 15:53

შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი.

ვრცლად

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თურქეთის საზღვართან სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 15:43

ძლიერი თოვის, ლიპყინულის და შეზღუდული ხილვადობის გამო თურქეთის საზღვართან ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

ვრცლად

„ახალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური გუნდის გადაყენებისკენ მოუწოდებს
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 15:07

„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური გუნდის გადაყენებისკენ მოუწოდებს. პლატფორმის ლიდერების განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარტია წინააღმდეგობის მოძრაობას შექმნის და მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

ვრცლად

„ადიდასმა“ ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 14:58

სპორტული ნაწარმის გიგანტმა კომპანია „ადიდასმა“ ახალი სპორტული ფეხსაცმლის სერიული გაყიდვები დააანონსა. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი სახელად - UltraBOOST Uncaged Parley ოკეანეში ნაპოვნი პლასტმასის ნარჩენებისგან არის დამზადებული.

ვრცლად

ინსტრუქცია - როგორ მოხდება უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გალარება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 14:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გალარების ერთჯერადი სოციალური პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ერთჯერადი სოციალური პროგრამაა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უძრავი ქონების უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით აღებული აქვთ სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე.

ვრცლად

მაღაზიებში გაყინული ჩაქაფული, ხაში და ჩაშუშული გაიყიდება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 14:24

კომპანია „კულა“ მომავალი წლიდან ბაზარზე ახალი პროდუქციის - გაყინული ჩაქაფულის, ხაშის, ჩაშუშულის, ტოლმისა და თევზის კონსერვის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის დემფუძნებლის ვანო გოგლიძის თქმით, პროდუქტი მზა საკვების სახით 2017 წლის იანვრიდან თითქმის ყველა დიდ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება.

ვრცლად

„ჰიუსტონთან“ მარცხისას ზაზა ფაჩულიამ ორი არასპორტული ჯარიმა მიიღო
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 13:58

ზაზა ფაჩულიას გუნდი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ შინ „ჰიუსტონ როკეტსთან“ 127:132 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მესამე პერიოდში ჯეიმს ჰარდენს სათამაშო ეპიზოდში იდაყვი მიარტყა, მსაჯებმა ფაჩულიას ეს საქციელი განზრახ ქმედებად ჩაუთვალეს და ორი არასპორტული ჯარიმა მისცეს, რის გამოც მან პარკეტი დროზე ადრე დატოვა.

ვრცლად

50-ლარიანი კუპიურების ოსკარზეა წარდგენილი
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 13:39

ქართული 50-ლარიანი 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსზეა წარდგენილი. კონკურსი ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) გამოაცხადა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31