21:52:29

ფირნიშები
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016
გამოკითხვა – რა გაიგეთ მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმის შესახებ [Video]
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 19:02

რა გაიგეს მოქალაქეებმა მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმის შესახებ?  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამ საკითხზე ყვარელში მოქალაქეები გამოკითხა. რესპოდენტთა უმრავლესობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმის შესახებ არაფერი იცის.

ვრცლად

თელავის გამგეობა ნაგვის ურნებისა და მანქანების შესაძენად 203 000 ევროს სესხულობს [Video]
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 18:59

თელავის  გამგეობა 203 000 ევროს სესხად აღებას აპირებს. თანხა მუნიციპალიტეტის სოფლებში ნარჩენების შესაგროვებელი ურნებისა და გასატანი ავტომობილების შეძენას უნდა მოხმარდეს. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებენ. მათი თქმით, გამგეობა სესხს არ უნდა იღებდეს მაშინ, როცა ბიუჯეტში ორ მილიონამდე ლარი გაუხარჯავი აქვს.

ვრცლად

ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ფერმერთა სათათბირო შეიქმნება
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 18:03

ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, ფერმერთა ასოციაციის საბჭომ ფერმერთა სათათბირო ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ვრცლად

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის პირველი ჩვენება ვატიკანში საგანგებოდ გაიმართა [Video – Photos]
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 17:48

გამოჩენილი ოსკაროსანი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ახალი ისტორიულ-რელიგიური ფილმის, „დუმილის“ (Silence) საგანგებო კინოჩვენება ვატიკანში 400 მღვდელმსახურისთვის საგანგებოდ გაიმართა. 74 წლის ამერიკელი რეჟისორი კინოჩვენებამდე რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდა.

ვრცლად

ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 17:25

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამოსცა.

ვრცლად

აზერბაიჯანელმა ხელოვანმა ყურანის ოქროთი და აბრეშუმით გადაწერას 3 წელი მოანდომა [Photos]
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 17:00

აზერბაიჯანელმა მხატვარმა თიუნზალე მემედზადემ ყურანის ხელით გადაწერას სამი წელი მოანდომა, რადგან საამისოდ მან აბრეშუმის ნაჭრები და ოქრო გამოიყენა.

ვრცლად

შიდსის მკურნალობის დაფინანსება 2018 წლიდან მთლიანად სახელმწიფოზე გადავა - მინისტრის მოადგილე
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 16:53

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 2016 წელს - 663 შემთხევა გამოვლინდა, ხოლო შარშან - 717. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, 2018 წლიდან შიდსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.

ვრცლად

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კამპანია - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყება
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 16:40

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალ კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

ვრცლად

მამა სერაფიმეს გალობა არამეულად სოფელ ვაზისუბანში [Video]
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 16:20

მცხეთის რაიონის სოფელ ქანდას ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა აღავლინა. წარმოშობით ასურელმა მამა სერაფიმემ მრევლთან ერთად, არამეულ ენაზე იგალობა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია - ტურიზმის ადმინისტრაცია
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 16:11

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტია.

ვრცლად

დევნილ ახალგაზრდებსა და საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს შორის „მინი ფეხბურთის ფესტივალი“ გაიმართება
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 15:36

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის  მხარდაჭერით 2-4 დეკემბერს თბილისში, ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე „მინი ფეხბურთის ფესტივალი“ ჩატარდება.  გუნდები 11-14 წლის დევნილი ახალგაზრდებითა და მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებითაა დაკომპლექტებული.

ვრცლად

ველოდებით ლარის გაუფასურების შეჩერებას - ეროვნული ბანკი
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 15:34

ველოდებით ლარის გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათვე ინფორმაციით,  სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით არ არის გამოწვეული.

ვრცლად

საჭადრაკო ტურნირი ჩეხეთში ქართველ სენიორ მოჭადრაკეთა გამარჯვებით დასრულდა
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 15:12

ქართველ სენიორ მოჭადრაკეთა ტრიუმფით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქი მარიანსკე ლაზნე მასპინძლობდა. ოთხ კატეგორიაში ქართველმა მოჭადრაკეებმა ოთხი მედალი აიღეს, აქედან ორი ოქრო და ამდენივე ბრინჯაო.

ვრცლად

რეგიონული განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 15:09

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი მატკავა,  ხოლო მოადგილეებად კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე დაინიშნენ. შესაბამისი ბრძანებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 28-29 ნოემბრის გამოსცა.

ვრცლად

დონალდ ტრამპი ბიზნესში საქმიანობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 14:37

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთლიანად იტყვის უარს ბიზნესში საქმიანობის გაგრძელებაზე, რათა ფოკუსირებული იყოს ქვეყნის მართვაზე.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31