22:56:17

ფირნიშები
პარასკევი, 26 თებერვალი 2010
ყვარელში დოდო ჭიჭინაძის საიუბილეო საღამო გაიმართება
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 17:49

28 თებერვალს, 15:00 საათზე, ყვარელში, კულტურის სახლში დოდო ჭიჭინაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

ვრცლად

2 მარტისთვის დაგეგმილი მასწავლებელთა გაფიცვა მაისისთვის გადაიდო
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 17:14

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმელიძემ და საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა 2 მარტს დაგეგმილ მასწავლებელთა გაფიცვასთან დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. 2 მარტისთვის დაგეგმილი აქცია დროებით გადაიდო და გამაფრთხილებელი აქცია 11 მაისს გაიმართება.

ვრცლად

არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვრის ექსპორტი განახლდება
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 16:48

უახლოეს მომავალში არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვრის ექსპორტი განახლდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა „ბიზნეს კურიერში“ განაცხადა.

ვრცლად

მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ახმეტა 110“-ის რეაბილიტაცია დასრულდა
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 16:32

კახეთში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ახმეტა 110“-ს რეაბილიტაცია დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვესადგურის სრული რეაბილიტაციის შედეგად, „ხადორჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგოსისტემას უპრობლემოდ მიეწოდება და კახეთის ენერგომომარაგება უფრო საიმედო გახდება.

ვრცლად

მთავრობა თელავში 14 მაღალსართულიან კორპუსში ლიფტებს აღადგენს
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 16:27

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ქალაქში, 14 მაღალსართულიან კორპუსში ლიფტები აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 100 000 ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია.

ვრცლად

ნოღაიდელის პარტია ახმეტის უშიშროების თანამშრომლებს პარტიის აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 15:06

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახმეტის უშიშროების თანამშრომლებს პარტიის აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ როსტიაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

ქარიშხალმა საგარეჯოს 10 000 ლარის ზარალი მიაყენა
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 14:21

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის საერთო რაოდენობამ 10 000 ლარი  შეადგენა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ემზარ კუჭუაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

ენერგეტიკის მინისტრი კახეთის ენერგოკომპანიის მიერ აბონენტებისთვის დამატებითი თანხების მასობრივად დარიცხვით დაინტერესდა
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 13:58

ხვალ, 27 თებერვალს, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური თელავში ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ვრცლად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბახუტოვის საქმეს მძიმე შემთხვევად აფასებს
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 12:28

ალექსი ბახუტოვის საქმე გავლენიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში ბახუტოვის საქმე მძიმე შემთხვევად არის შეფასებული.

ვრცლად

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 12:03

მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ვრცლად

კახეთში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 11:08

კახეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკა - ამბულატორიული გაერთიანებების მონაცემებით, 2010 წელს კახეთში დაიბეტით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა.

ვრცლად

ყვარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 10:36

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ყვარლის რაიონში მდინარე ბურსისა და მდინარე ალაზნის შესართავთან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

ცრუ მაკონტროლებლები კახეთში მოვაჭრეებს აშანტაჟებენ
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 10:00

თვითმარქვია მაკონტროლებლები კახეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში მდებარე სასურსათო მაღაზიების მეპატრონეებს აშანტაჟებენ. როგორც მეწარმეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, უცნობი პირები მათ ეკონომიკურ დანაშაულთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის ორგანიზაციის წარმომადგენლებად ეცნობიან და სურსათთან ერთად ფინანსური დოკუმენტების შემოწმებას ითხოვენ.

ვრცლად

საქართველოში უპრეცენდენტო პროექტი ამოქმედდება
პარასკევი, 26 თებერვალი 2010 09:47

1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ იწყება. პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. პროგრამა საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 27 28