10:13:32

სამშაბათი, 23 თებერვალი 2010
პროფკავშირი: სკოლის დირექტორები პედაგოგებს აშინებენ
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 17:31

პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი კახეთში სკოლის დირექტორების მხრიდან პედაგოგებზე ზეწოლას აპროტესტებს. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ნელი ჯანელიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, გაფიცვის შემთხვევაში დირექტორები მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ვრცლად

ზეგ გურჯაანში საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 14:32

25 თებერვალს, გურჯაანში, კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყება.

ვრცლად

ბოტულიზმით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 14:21

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები მამედოვების ოჯახის წევრთაგან 4 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მემაედოვების ოჯახის 8 წევრი პომიდვრის კონსერვით 12 თერბერვალს მოიწამლა.

ვრცლად

თვითმმართველობის ასოციაციამ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე დააჯილდოვა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 14:09

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წვერავა სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

ვრცლად

სიღნაღის გამგებლის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ბოქოლიშვილი დაინიშნა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 12:59

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბოქოლიშვილი დაინიშნა.

ვრცლად

საფრანგეთის საელჩომ პანკისის ხეობაში და უდაბნოს ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 11:52

საქართველოში საფრანგეთის საელჩომ პანკისის ხეობასა და საქართველოს სამხრეთ - აღმოსავლეთით უდაბნოს ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ განუცხადა.

ვრცლად

ყვარელში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 10:21

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ის განაცხადის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

ვრცლად

პირველი მარტიდან „მოამბე“ ეთნიკური უმცირესობების ენაზე ახალი ფორმატით გავა ეთერში
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 10:01

პირველი მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ ეთნიკური უმცირესობების ენაზე ეთერში ყოველდღე გავა და მისი ტრანსლირება, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული არხების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, - იუწყება ვებპორტალი media.ge.

ვრცლად

ტელეკომპანიების „პირველი არხის“ და „იმედის“ ეთერი კახეთში შეფერხებით ვრცელდება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2010 09:41

ტელეკომპანიების „პირველი არხის“ და „იმედის“ ეთერი კახეთში შეფერხებით ვრცელდება. ტელეკომპანია „იმედის“ ჩვენება პერიოდულად წყდება, ხოლო „პირველი არხის“ მაუწყებლობა კახეთის რიგ რაიონებში საერთოდ გათიშულია.

ვრცლად

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
14:00-18:00
Clear skyfrom west-northwest9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky8°C3.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28