09:01:08

პარასკევი, 19 თებერვალი 2010
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეთა მართვის პროგრამა ამოქმედდა
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 17:23

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეთა მართვის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამაში აღირიცხება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის ყველა საქმე და მათი სასამართლოში განხილვის მდგომარეობა.

ვრცლად

სააღდგომოდ პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 17:05

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია საქართველოს პრეზიდენტს, 2010 წლის 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმართა ნაწილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ვრცლად

კახეთში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების რიცხვი გაიზარდა
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 15:02

კახეთში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების რიცხვი გაიზარდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურიდან აცნობეს, 2009 წელს რეგიონში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების 106 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2008 წელთან შედარებით მეტია. სპეციალისტების თქმით, დაავადების ყველა შემთხვევა რეგისტრირებული არ არის.

ვრცლად

სიღნაღში გაიხსნა კონფერენცია თემაზე „ტურიზმი საქართველოში“
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 14:36

დღეს, სიღნაღში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ინიციატივით, გაიხსნა კონფერენცია თემაზე „ტურიზმი საქართველოში“.

ვრცლად

ცოდნისკარის მოსახლეობა საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვს
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 14:36

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის მოსახლეობა საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა დღეს, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, საბავშვო ბაღში წყალი ჩადის და შენობა ელემენტარულ პირობებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

ვრცლად

სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებებიდან აგენტები გაათავისუფლეს
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 14:21

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ სააგენტოს კახეთის განყოფილებებიდან 4 სოციალური აგენტი გაათავისუფლა, რამდენიმეს კი შენიშვნა და საყვედური გამოეცხადა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოში განუმარტეს, გადაწყვეტილება სოციალური აგენტების მიერ შესრულებული სამუშაოს გადამოწმების შედეგების მიხედვით მიიღეს.

ვრცლად

სალარო აპარატის უქონლობის გამო სიგარეტებით მოვაჭრეს 5538 ლარი ჯარიმა დააკისრეს
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 13:24

საკონტროლო - სალარო აპარატის უქონლობის გამო თელავის საგადასახადო ინსპექციამ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მცხოვრები ჟორა ჯებირაშვილი ორჯერ დააჯარიმა. მთლიანობაში ჯარიმის თანხამ 5538 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე ჯარიმის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც მას საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუყადაღეს.

ვრცლად

სოფელ ახაშენში საპროტესტო აქცია გაიმართა
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 12:03

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ თანხების გამოძალვაში ადანაშაულებენ.

ვრცლად

„სამშენებლო კომპანია „ნიუ - სითი“ სახელფასო დავალიანებას არ აღიარებს“
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:33

სიღნაღში  უხელფასოდ დარჩენილი  მუშების მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას რაიონის გამგებელი  ნოდარ კოჭლამაზაშვილი გამოეხმაურა. როგორც გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სულ 6 ათას ლარამდე  თანხაა გასაცემი, მაგრამ სამშენებლო კომპანია „ნიუ - სითი“ დავალიანებას არ აღიარებს.

ვრცლად

ია მამალაძე: „რეგიონებში თავისუფალი გაზეთების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:32

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, რეგიონებში თავისუფალი გაზეთების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვრცლად

გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტი პანკისის ხეობაში ლტოლვილ ბავშვთა უფლებების დაცვის არასაკმარისობაზე შეშფოთებას გამოხატავს
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:18

პანკისის  ხეობის სკოლებში ერთ-ერთ პრობლემად რჩება ლტოლვილი ბავშვების მიერ სწავლისთვის თავის დანებება. მიზეზი, ძირითადად, ნაადრევი დაოჯახება, შესაბამის ტანსაცმელთან და სხვა აუცილებელ სასწავლო ნივთებთან დაკავშირებული ხარჯებია. სწავლისათვის თავის დანებების ფაქტები განსაკუთრებით თვალშისაცემია 12–16 წლის ლტოლვილ გოგონებს შორის.

ვრცლად

განათლების სამინისტრომ გრიფის მინიჭების ახალი წესი შეიმუშავა
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:16

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოთა გრიფირების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სკოლა გრიფირებულ სახელმძღვანელოს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეცვლის.

ვრცლად

ყვარელსა და თელავში წაბლის ხეები იჩეხება
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:14

ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებში წაბლის ხეები იჩეხება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. სამასალე მორების უკანონო მოპოვების ფაქტები განსაკუთრებით სოფლებში ლაფანყურსა და ახალსოფელში გახშირდა.

ვრცლად

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზ მუჰაჯირებზე გადაღებული ფილმის პრეზენტაციას გამართავს
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:03

დღეს, 15:00 საათზე, თბილისში, კინოს სახლის მცირე დარბაზში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის „სინანულის სანაპირო“ პრეზენტაციას გამართავს.

ვრცლად

სიღნაღში გაიხსნება კონფერენცია თემაზე „ტურიზმი საქართველოში“
პარასკევი, 19 თებერვალი 2010 10:02

დღეს, სიღნაღში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ინიციატივით, გაიხსნება კონფერენცია თემაზე „ტურიზმი საქართველოში“.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 20 21
22 23 24 25 26 27 28