09:00:37

ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010
თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრა მოქალაქეს 21 წლიდან ასაკის შეუძლია
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:25

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრად გახდომა 21 წლიდან ასაკის მოქალაქეს შეუძლია. სავალდებულოა, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.

ვრცლად

კახეთში ღატაკის სტატუსი 19 569 ოჯახს აქვს
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:24

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, კახეთში ღატაკის სტატუსი 19 569 ოჯახს აქვს. საარსებო შემწეობით რეგიონში სულ 49 931 მოქალაქე სარგებლობს.

ვრცლად

ექსპერტი: 2010 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:23

ექსპერტი პაატა კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთავრობის მიდგომას აპროტესტებს. ექსპერტის თქმით, 2010 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის თანხები გათვალისწინებული არ არის.

ვრცლად

კახეთში შიდსით დაავადებული 91 ადამიანია რეგისტრირებული
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:22

კახეთის რეგიონში შიდსით დაავადებული 91 ადამიანია რეგისტრირებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

ვრცლად

ვეტერინარიის სამსახური გურჯაანში ქათმის ჭირის გავრცელებას უარყოფს
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:21

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური გურჯაანის რაიონში ქათმის ჭირის გავრცელებას უარყოფს.

ვრცლად

ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდები 4 პროექტს განახორციელებენ
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:20

ახალგაზრდებში ახალი სამოქალაქო ინიციატივების დანერგვისა და მათი გააქტიურების მიზნით, ახმეტის ახალგაზრდულმა ბანკმა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების 4 პროექტი დააფინანსა. პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვრცლად

ნოღაიდელის პარტია სოფელ კაკაბეთის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ითხოვს
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:19

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაცია ადგილობრივი ხელისუფლებისგან სოფელ კაკაბეთის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

ვრცლად

ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:16

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:16

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვრცლად

ნოღაიდელის პარტია გურჯაანის ხელისუფლებას აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:15

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის და კუდ-ის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებს პარტიის აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს.

ვრცლად

ლაგოდეხში გაზსადენის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:14

ლაგოდეხში გაზსადენის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად სოფელ კაბალის გაზიფიცირება მიმდინარეობს.

ვრცლად

თელაველმა მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის მიზნით აქცია გამართეს
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:13

თელავის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ლიტერატული სპექტაკლი „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ წარადგინეს.

ვრცლად

26 წლის გია კაკაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:12

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები 26 წლის გია კაკაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, გარდაცვლილის ცხედარს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ექსპერტიზის პასუხი პროკურატურას ამ დრომდე არ გადასცემია.

ვრცლად

გურჯაანში ყველაწმინდის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:12

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ყველაწმინდის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ვრცლად

გურჯაანი - აფენი - ლაგოდეხის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2010 14:10

გურჯაანი - აფენი - ლაგოდეხის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. პროექტი 5 ხიდის შეკეთებასაც ითვალისწინებს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28