07:04:26

ფირნიშები
კვირა, 24 იანვარი 2010
სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი რამაზანოვების ოჯახი დახმარებისათვის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
კვირა, 24 იანვარი 2010 16:43

ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები რამაზანოვების ოჯახი, რომელიც 1 ნოემბერს მოსული ძლიერი წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩა, დახმარებისათვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

ვრცლად

კახეთში მიწების დიდი ნაწილი დეგრადირებულია
კვირა, 24 იანვარი 2010 16:42

არასამთავრობო ორგანიზაცია REC Caucasus და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ კახეთის რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ საგანგაშო შედეგები აჩვენა. კახეთში მიწების დიდი ნაწილი დეგრადირებულია. სპეციალისტების შეფასებით, პრობლემის სიმწვავე სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

ვრცლად

არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად 80 000 ლარით ფინანსდება
კვირა, 24 იანვარი 2010 16:40

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო“ კახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად 80 000 ლარით ფინანსდება. თითოეული მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციას 10 000 ლარს ურიცხავს.

ვრცლად

საია-ს კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე
კვირა, 24 იანვარი 2010 16:39

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.

ვრცლად

56 წლიანი უწყლობის შემდეგ სოფელ გურჯაანის მოსახლეობამ სასმელი წყალი მიიღო
კვირა, 24 იანვარი 2010 16:38

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 56 წლიანი უწყლობის შემდეგ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდა.

ვრცლად

სურსათის უვნებლობის სამსახური "აღმოსავლეთ წყალს" ლაგოდეხში მდგომარეობის გამოსწორებას სთხოვს
კვირა, 24 იანვარი 2010 16:37

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური „აღმოსავლეთ წყალს“ ლაგოდეხში მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას სთხოვს.

ვრცლად

2010 წელს კონტროლის პალატა საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების მდგომარეობას შეისწავლის
კვირა, 24 იანვარი 2010 16:36

2010 წელს საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

გლეხებს წყლის დატაცებისთვის პასუხისმგებლობას 2010 წლის 15 ივლისიდან დააკისრებენ
კვირა, 24 იანვარი 2010 16:33

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, გლეხებს წყლის დატაცებისთვის პასუხისმგებლობას 2010 წლის 15 ივლისიდან დააკისრებენ, - იუწყება რადიო „კომერსანტი“.

ვრცლად

კონტროლის პალატა: „სამელიორაციო პროგრამისთვის“ გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად გაიხარჯა“
კვირა, 24 იანვარი 2010 16:30

საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სამელიორაციო პროგრამისთვის“ გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად გაიხარჯა.

ვრცლად

სურსათის მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა
კვირა, 24 იანვარი 2010 16:28

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 2009 წელს ჩატარებული სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ვრცლად

2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია მასშტაბურ ხასიათს მიღებს
კვირა, 24 იანვარი 2010 16:27

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, დასუფთავების აქციები რეგიონებში ეტაპობრივად განხორციელდება.

ვრცლად

დავალიანების გადახდის შემთხვევაში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 6 საათში უნდა აღუდგეთ
კვირა, 24 იანვარი 2010 16:25

დავალიანების გადახდის შემთხვევაში კახეთის ენერგოკომპანიამ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 6 სამუშაო საათში უნდა აღუდგინოს.

ვრცლად

გურჯაანის მაჟორიტარობას 2 კანდიდატი აპირებს
კვირა, 24 იანვარი 2010 16:24

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, გურჯაანში, გურამ ბერიკაშვილი და ბიძინა სონღულაშვილი აპირებენ მონაწილეობას.

ვრცლად

კახეთს სოფლის დახმარების პროგრამით 5 014 996 ლარი გამოეყო
კვირა, 24 იანვარი 2010 16:20

კახეთის რვა რაიონს სოფლის დახმარების პროგრამით 5 014 996 ლარი გამოეყო.

ვრცლად

ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებულები „კანარგო ჯორჯიას“ პარალიზებას აპირებენ
კვირა, 24 იანვარი 2010 16:19

საგარეჯოს რაიონის სოფლების ნინოწმინდისა და წყაროსთავის მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ნავთობკომპანია „კანარგო ჯორჯიას“ მუშაობის პარალიზებას აპირებს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
11:00-12:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30 31