23:20:38

ფირნიშები
მარტი 2017

პარასკევი 31 მარტი 2017

„თუშური ჩითები“ – 80 წლის ნინო აშაძის ბიზნესი ზემო ალვანში [Photos]
პარასკევი, 31 მარტი 2017 18:08

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები 80 წლის ნინო აშაძე თუშურ ჩითებს ქსოვს. ჩითების ძირებს ხეზე ამუშავებს, შემდეგ კი თუშური ცხვრის მატყლისგან დამზადებული ძაფით ქსოვს. ჩითების ფასი ზომისა და სიჭრელის მიხედვით, 15-დან 45 ლარამდე მერყეობს. ნინო აშაძის მოქსოვილი თუშური ჩითები მაღაზიაში „სამოსელი პირველი“ იყიდება. ასევე პროდუქციას დაინტერესებულ პირებზე შეკვეთებით ყიდის.

ვრცლად

სოფელ ხაშმში მცხოვრები ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა
პარასკევი, 31 მარტი 2017 16:27

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა. ომის ვეტერანს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირქტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად

მექსიკელმა ფოტოგრაფმა 50 000-დოლარიანი „აუდის“ რეკლამის გადაღებაში 40 დოლარი დახარჯა [Video - Photos]
პარასკევი, 31 მარტი 2017 15:59

ცნობილ მექსიკელ ფოტოგრაფს, ფელიქს ერნანდეს როდრიგესს, რომელიც ოპტიკური ილუზიისა და ცოცხალი ფიგურების მონტაჟით მიღებული ნამუშევრებითაა ცნობილი, კომპანია „აუდიმ“ სარეკლამო ფოტოების გადაღება უკვე მეორედ დაუკვეთა, შედეგად კი კვლავ შთამბეჭდავი ნამუშევრები მიიღო.

ვრცლად

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეიქსბუქის“ გვერდი გატეხეს
პარასკევი, 31 მარტი 2017 15:57

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა.

ვრცლად

ახალი კანონის მიხედვით, ჩეჩნეთში მოსწავლეებს სკოლაში ჰიჯაბის ტარების უფლება ექნებათ
პარასკევი, 31 მარტი 2017 15:32

ჩეჩნეთის პარლამენტმა განათლების შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს აღმსარებლობის შესაბამისად, სკოლებში ტრადიციული რელიგიური სამოსის და ნივთების ტარების უფლება ექნებათ.

ვრცლად

აგროდაზღვევის პროგრამა ამოქმედდა
პარასკევი, 31 მარტი 2017 14:42

მთავრობამ აგროდაზღვევის პროექტი დაამტკიცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე 50%. ახალი პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ვრცლად

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა
პარასკევი, 31 მარტი 2017 14:11

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

ვრცლად

სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი დაიწყო
პარასკევი, 31 მარტი 2017 13:53

საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს. იმისათვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, მოიპოვოს კვალიფიციური სანერგის სტატუსი.

ვრცლად

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა
პარასკევი, 31 მარტი 2017 13:50

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო გურჯაანში „კამაზის“ მარკის ავტომობილი 4 წლის ბიჭს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ის „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაშვი გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვრცლად

2016 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საქსტატი
პარასკევი, 31 მარტი 2017 13:07

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი მოიმატა. 2016 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 56 569 ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 4,5 %-ით ნაკლებია. ახალშობილთა შორის 28 887 ბიჭი და 27 682 გოგოა.

ვრცლად

ორ თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 1 277 დაშავდა
პარასკევი, 31 მარტი 2017 12:29

2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი. მათ შორის 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.

ვრცლად

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება
პარასკევი, 31 მარტი 2017 12:05

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 18:00 საათზე სრულდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge). 

ვრცლად

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:59

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. 26 წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

ვრცლად

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:43

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4 წლით პატიმრობა შეეფარდა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ვრცლად

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:19

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს თბილისში გამართავს. ეროვნული გუნდი 6-11 აპრილს ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის სამ მეტოქე გუნდთან იბრძოლებს.

ვრცლად

გვერდი 1 / 42

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
03:00-06:00
RainNNW17°C3.0m/s
1.6mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 17 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31