21:39:47

სამშაბათი, 21 მარტი 2017
უზენაესმა სასამართლომ ყაჩაღობაში მსჯავრდებული პირი გაამართლა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 18:24

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2017 წლის 20 მარტის განაჩენით, ყაჩაღობაში მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვრცლად

22 მარტს ახმეტის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 18:16

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 22 მარტს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების, ასევე ქალაქ ახმეტის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

22-24 მარტს საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 17:49

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტემპერატურის დაცემამ შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის კვირტების და ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.

ვრცლად

„როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი ციხეში მოკლული იპოვეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 17:46

კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმირ ევდოკიმოვი რუსეთის საპატიმროში მკვდარი იპოვეს. მას სხეულზე ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. 55 წლის ევდოკიმოვი დეკემბერში თაღლითობაში ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს და წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს.

ვრცლად

უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ - ჯეჯელავა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 17:20

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სტუდენტმა გარკვეულ დონეზე უნდა ისწავლოს, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ადგილი შეინარჩუნოს.

ვრცლად

ახმეტის საკრებულომ თუშების პეტიცია დააკმაყოფილა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:50

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პეტიცია, რომელიც თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენებას ითვალისწინებს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყოფა.

ვრცლად

აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილია - პრეზიდენტი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივ, აზერბაიჯენელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. „მინდა მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს ერთიან სამშობლოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.

ვრცლად

7 მაისს კახეთში გასამართ „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:43

მსოფლიო რბენა - მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ვრცლად

სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:39

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

ვრცლად

მოლდოვაში ყოფილი პარლამენტარი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:01

მოლდოვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ყოფილი პარლამენტარი, იურიე ბოლბოჩიანუ დააპატიმრეს. მოლდოვას პარლამენტის წევრი (2005-2009 წლებში) ბინაში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დააკავეს.

ვრცლად

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 15:57

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან.

ვრცლად

ივრის ნაპირზე ანტიკური ხანის ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Video]
სამშაბათი, 21 მარტი 2017 15:10

კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ ანტიკური ხანის ნაქალაქარს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 17 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31