03:36:47

„შეიწყალა, მაგრამ არ ჩამოვა. სხვა რაღაცას მოუდებენ შარს“ – შალვა ადეიშვილი

„არ ჩამოვა, არა. ესენი ეხლა სხვა რაღაცას მოუდებენ შარად“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ყოფილი მოადგილის დავით ადეიშვილის მამამ შალვა ადეიშვილმა. ძებნაში მყოფი დავით ადეიშვილი, რომელსაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა.

music 1

ვრცლად

 

„რაც კვეზერელი მინისტრად დანიშნეს, სულ იმას გაიძახის, ვაზი აჩეხეთო და ახლა გვაიძულებენ“

რა პრობლემები აქვთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ ინგილოებს და რატომ არ მიეწოდება სოფელს სარწყავი წყალი? კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი მცხოვრები ესაუბრა.

music

 

„პატიმრები ვერ იბანენ, ვერ იპარსავენ წვერს, ვერ იჭრიან ფრჩხილებს, არ აქვთ სავარცხელი“

ამ დროისთვის კახეთის იზოლატორებში 32 პატიმარი რჩება, რომლებიც 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არიან დაკავებულები. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, პატიმრები ვერ იცავენ პირად ჰიგიენას.

music

 

კოტე სტალინსკი - „ITV“-ს ერთ ოპერატორს ყბა აქვს გადატეხილი, მეორეს ტვინის შერყევა აქვს

26 მაისს, თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას ჟურნალისტი კოტე სტალინსკიც დაშავდა. მას რეზინის ტყვიები მუცლის და ფეხის არეში მოხვდა. სტალინსკი ამბობს, რომ ინტერნეტ ტელევიზია „ITV“-ს ოპერატორს ვანო აბრამიშვილს ყბა აქვს გადატეხილი. მისივე თქმით, დაშავდა ამავე ტელევიზიის მეორე ოპერატორიც, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს.

music

 

ინტერვიუ ადვოკატ მარეხ მგალობლიშვილთან

„სახალხო კრების“ აჭარელი მხარდამჭერი მურმან დუმბაძე, რომელიც 26 მაისს, აქციის დაშლის დროს დააკავეს, თელავის იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულის ადვოკატი მარეხ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ დუმბაძე სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მურმან დუმბაძეს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 30 დღით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოპოზიციონერი არც დაკავების და არც მისი ცემის ფაქტებს არ ასაჩივრებს.

music

 

ჟურნალისტები აქციის შესახებ

26 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში წინა ღამით მიტინგის დაშლის თვითმხილველი ჟურნალისტები თაზო კუპრეშვილი „ნეტგაზეთიდან“ და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დავით ჩაგანავა იყვნენ. ისინი მომხდარის დეტალებს ყვებოდნენ.

music

 

ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის დათო კობახიძის კომენტარი თელავის ბავშვთა სახლიდან მოზარდების წასვლის შესახებ

თელავის ბავშვთა სახლიდან დაკარგული ბავშვები იპოვეს. ერთ-ერთი მოზარდი ბავშვთა სახლში უკვე დააბრუნეს, მეორე კი, როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელმა დათო კობახიძემ განაცხადა, გორში, დედის ოჯახში იმყოფება.

music

 

როგორ ცხოვრობს მოსახლეობა საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში

კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი მადონა ბატიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში იმყოფებოდა, საიდანაც რეპორტაჟი მოამზადა.

music

 

პენსიონერები პენსიის გარეშე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ძალისხმევით რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში კუთვნილი პენსია ვერ მიიღო. მათს ანგარიშზე დარიცხული თანხა შემოსავლების სამსახურმა ავტომატურად ჩამოჭრა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად დარეგისტრირებული პენსიონერები ამგვარ მდგომარეობაში სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გამო ჩაცვივდნენ. ასევე დავალიანების გამო შემწეობას ვერ იღებს ასობით სოციალურად დაუცველი ოჯახი. როგორ დარჩნენ პენსიონერები პენსიის გარეშე?

რადიო „თავისუფლება“

music

 

ფიროსმანის მიერ მოხატული კარი სადაო გახდა

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრებ ვანო ქვრივიშვილის ოჯახს ფიროსმანის მიერ მოხატული კარი წაართვეს.

music

 

13 წლის გოგონა - სოციალური უსამართლობის მსხვერპლი

13 წლის ფიქრია ძამიაშვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა პედიატრიული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მესამე დღეა ბავშვი უგონოდ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. გოგონას დედა ნინო ძამიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ძალიან უჭირს და ბავშვისთვის წამლის ყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც ფიქრიას კრუნჩხვები დაემართა. სიღატაკის მიუხედავად ძამიაშვილები სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ და არც სამედიცინო დაზღვევის პოლისი აქვთ. ნინო ძამიაშვილის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია მას თანხის გადახდას სთხოვს, რომელიც არ აქვს და იძულებულია გოგონა აპარატიდან გამორთოს.

music

 

კახეთში გლეხები მიწას ვერ ამუშავებენ

სიღნაღის და დედოფლისწყაროს სოფლებში მცხოვრები გლეხები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ სოფლებისთვის გადაცემულ ტრაქტორებს ვერ მოიხმარენ. მადონა ბატიაშვილის რეპორტაჟი

კახეთში გლეხები მიწას ვერ ამუშავებენ

 

რიგები ბანკთან და ვაუჩერის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

სასურსათო ვაუჩერის გასანაღდებლად კახეთში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებთან დილის 6 საათიდან რიგები დგას. მოსახლეობას რიგში დგომა რამდენიმე დღე უწევს. ზოგიერთი სოფლის მაცხოვრებლებს კი სასურსათო ვაუჩერი ამ დრომდე არ მიუღიათ. მადონა ბატიაშვილის რეპორტაჟი

music

 

ნანა თამაზაშვილი - წნორის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით

მაია სიფრაშვილი და მისი შვილები წნორის ბავშვთა საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმის განცხადებით, ავად მხოლოდ დედა და ერთი ბავშვი იყვნენ და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ნანა თამაზაშვილი - წნორის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით

 

რაიონებში გრიპის ვირუსით დაინფიცირებულებისთვის სამედიცინო მომსახურება ფასიანია

მუნიციპალიტეტებში გრიპის ვირუსით დაინფიცირებულებისთვის სამედიცინო მომსახურება ფასიანია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რაიონულ პოლიკლინიკებში განუცხადეს, მომსახურება უფასო მხოლოდ თბილისშია, რასაც ქალაქ თბილისის მერია აფინანსებს. გურჯაანის პოლიკლინიკის დირექტორის სოფიო ქუმსიაშვილის კომენტარი.

music   

 

რატომ გაუშვეს მოსწავლე საპატრიარქოს სკოლიდან

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 13 წლის მოზარდი სკოლაში აღარ დადის. მშობლების თქმით, „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლიდან“ ის იმ მიზეზით გაუშვეს, რომ გონებაშეზღუდულია. რატომ გაუშვეს მოსწავლე საპატრიარქოს სკოლიდან, მოუსმინეთ ბავშვის დედას, მეუფე სერგის და „წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლის“ სასწავლო ნაწილის გამგეს ლანი ბეჟანიშვილს.

music

 

 

აღმოჩენა დედოფლისწყაროში - არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური 3 ათასი წლის ნაქალაქარზე

არქეოლოგებმა დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან, 3 000 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით ადგილის შესწავლა უკვე დაიწყეს. გათხრები კი 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება

music

 

განსახლების სამმართველოს უფროსი სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ აპირებს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას, რომლითაც ომბუდსმენი ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები ეკომიგრანტის, მუხამედ გოგიტიძის ოჯახის სათანადო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განსახლების სამმართველოს უფროსმა გიორგი მაზმიშვილმა განუცხადა.

music

 

ყარაღაჯის მოსახლეობა სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნას ითხოვს

სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯის მოსახლეობა სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნას ითხოვს. მადონა ბატიაშვილის რეპორტაჟი ყარაღაჯიდან.

music

 

ახმეტის გამგებელი პანკისის ხეობაში უნებართვოდ მშენებარე მეჩეთზე

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, ცენტრალური ავტომაგისტრალის პირას, მეჩეთი უნებართვოდ შენდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

music

 

გვერდი 1 / 2

ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
08:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north14°C2.9m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Heavy rainfrom northeast18°C2.1m/s
5.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30