12:57:02

ფირნიშები
Share |

ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ სოფელ მანავში 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა

ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ სოფელ მანავში 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირასაქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისა და ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის მამა - ნუგზარ ბადაშვილი სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული, მისი ხელფასი კი ყოველწლიურად ორმაგდება. ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წლის განმავლობაში საგარეჯოს სოფელ მანავში 227 467 მ2 სასოფლო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

გიორგი ბადაშვილს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2014-2015 წლებში ეკავა, 2015 წლის 2 დეკემბრიდან კი იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსია.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ - ნუგზარ ბადაშვილმა მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში, - საკუთრების უფლებით შეიძინა საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე 14 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომლებიც წინა წლებში შეძენილ კიდევ 14 მიწის ნაკვეთთან გააერთიანა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. მიწის ნაკვეთების ფართობი საერთო ჯამში 227 467 მ2-ს, ანუ დაახლოებით 23 ჰექტარს შეადგენს, მასზე ვენახი და ხეხილია გაშენებული. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებით, სოფელ მანავში ამ სახის მიწის ნაკვეთების საშუალო საბაზრო ღირებულება 1 ჰექტარზე 8 000-დან 10 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. 

გიორგი ბადაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ ბადაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ყურძენი, ხილი) რეალიზაციით 2013 წელს 39 400 ლარის, 2014 წელს - 57 500 ლარის, ხოლო 2015 წელს - 83 700 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი ნუგზარ ბადაშვილის სამსახურებრივი საქმიანობითაც დაინტერესდა. გამოირკვა, რომ 2012 წლიდან იგი სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული, სადაც მისი საშუალო შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად ორმაგდებოდა და 4 წლის განმავლობაში თითქმის 7-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2012 წელს ნუგზარ ბადაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში იურისტად მუშაობდა, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 8 223 ლარი იყო, თუმცა 2013 წელს გასამრჯელოს ოდენობა იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე 2,5-ჯერ გაიზარდა და 20 580 ლარი შეადგინა.

2014 წლიდან ნუგზარ ბადაშვილი სხვა სახელმწიფო საწარმოს - სს „საქართველოს რკინიგზის“ კონტროლისა და აუდიტის განყოფილებაში დანიშნეს, სადაც იმავე წელს შრომის ანაზღაურების სახით 39 196 ლარი მიიღო, ხოლო 2015 წელს - 56 202 ლარი.



ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 30.05.17
17:00-18:00
Clear skyfrom east22°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast22°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom southeast24°C0.7m/s
1.2mm
ხუთშაბათი 01.06.17 12:00-18:00
Rain showersNNW21°C1.5m/s
1.9mm
პარასკევი 02.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest17°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30