15:39:41

Share |

ისტორიაში პირველად ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორი გამოჩნდა

ისტორიაში პირველად ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორი გამოჩნდაისტორიაში პირველად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნიამორი გამოჩნდა. ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტომახემ გადაიღო. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რადგან რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. აქამდე საქართველოში ნიამორი მხოლოდ თუშეთსა და ხევსურეთში იყო დაფიქსირებული და სხვა დაცულ ტერიტორიებზე არასოდეს უნახავთ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ განუცხადა, საიდან მოხვდა ნიამორი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ამის დასაზუსტებლად კვლევა მიმდინარეობს.

„ნიამორი საქართველოში ძირითადად თუშეთსა და ხევსურეთში ბინადრობს და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ისტორიაში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ჩვენთვის უცნობია ამ ტერიტორიაზე ნიამორი საიდან აღმოჩნდა. ასევე ჯერ არ ვიცით, ნიამორი ლაგოდეხის ნაკრძალში საიდანმე გადმოვიდა თუ იქ ბინადრობს. ამის დასადგენად ფოტომახეების მეშვეობით ბიომრავალფეროვნების კვლევა მიმდინარეობს. ნიამორი წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია და შესაბამისად მისი გამრავლება საქართველოს ბიომრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თომა დეკანოიძემ.

ნიამორი შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარია. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მეტრამდე. ნიამორი ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი.

ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით ხორციელდება. ფოტომახეების დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ. დაცული ტერიტორიაზე პირველად იქნა გადაღებული არჩვები, მურა დათვი, გარეული ღორი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, შველი და სხვა.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30