11:40:56

ფირნიშები
Share |

ახალი ღვინის ფესტივალი 13 მაისს გაიმართება

ახალი ღვინის ფესტივალი 13 მაისს გაიმართებაახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობა ღვინის დიდი კომპანიების გარდა, ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს შეუძლია. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 13 აპრილს სრულდება. ახალი ღვინის ფესტივალი 2017 თბილისში, მთაწმინდის პარკში, 13 მაისს გაიმართება და მასში წარმოდგენილი იქნება 2016 წლის მოსავლის ახალი ღვინოები. ოჯახური მარნებისთვის ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის შემდეგ, ფესტივალის მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, „ღვინის კლუბის“ სპეციალური ჟიური წარდგენილი ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც ფესტივალზე დაიშვება. შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2016 წლის მოსავლის ახალი ღვინო.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა. მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე. ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა მინიმუმ 20 ლიტრია. სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688; ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე. E-mail:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.

საქართველოს ღვინის კლუბი წელს უკვე მერვედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.

2016 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა 40 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
16:00-18:00
Heavy rainfrom east-southeast20°C1.1m/s
2.4mm
18:00-00:00
Rainfrom south-southeast16°C0.8m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30