11:40:43

ფირნიშები
Share |

სასჯელაღსრულების სამინისტრო „ვლადიმერ ბედუკაძის სააგენტოს“ „თბილისი 24“–ს აფინანსებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო „ვლადიმერ ბედუკაძის სააგენტოს“ „თბილისი 24“–ს აფინანსებსმედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი ანგარიში „მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2016“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ.

წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2016 წელს კონტრაქტორთა შორის ღიად პრორუსული გამოცემა „თბილისი 24“ აღმოჩნდა, რომელიც პრორუსულ პარტია „ცენტრისტებთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა.

ღიად პრორუსულ მედია საშუალებასთან, რომელიც დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2016 წელს 3 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი, ხოლო 2017 წელს 3387 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

2016 წლის კონტრაქტს ხელი სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანმა, ხოლო 2017 წელს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა მოაწერეს.

საინფორმაციო სააგენტო შპს „თბილისი 24“ საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად „თბილისი 24“-ის დირექტორია, პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. ორივე მათგანი „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის“ გამგეობის წევრია. „ცენტრისტების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ბედუკაძე პარტიის თავჯდომარის მოადგილეა.

ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრების ავტორია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საარჩევნო სიით მონაწილეობდა. საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში „ცენტრისტების“ მიერ განთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნა.

16 აგვისტოს „ცენტრისტებს“ ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ არის იურიდიული ძალის მქონე. ცესკოს მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ბედუკაძე „საქართველოს კომუნისტური პარტია- სტალინელების (ივანე წიკლაური)“ პარტიული სიით მონაწილეობდა, ამავე სიაში იყო ცენტრისტების მეორე წევრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილიც.

2016 წლის 12 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი 24“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. საავტორიზაციო პირობების თანახმად, „თბილისი 24“-მა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ქართულ ენაზე უნდა იმაუწყებლოს. იგი ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
16:00-18:00
Heavy rainfrom east-southeast20°C1.1m/s
2.4mm
18:00-00:00
Rainfrom south-southeast16°C0.8m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30