11:59:17

ფირნიშები
Share |

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე14 ძროხა დურმიშხან გოჩიტაშვილს მოპარეს, 3 ბოჩოლა მზია მარტაშვილს, 1 ძროხა და 2 ინდაური დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, 2 ძროხა თამაზ პავლიაშვილს, 7 ცხენი ოთარ ოთარაშვილს, თითო–თითო ცხენი გიგა შაშიაშვილსა და ბესო გვიმლაძეს, 2 ცხენი ზაური თაღორაშვილს, 24 ღორი თენგიზ ასაბაშვილს, 200 ლიტრი არაყი ლევან დინგაშვილს - ქურდობის ყველა ეს ფაქტი ყვარლის ორ სოფელში მოხდა. პოლიციას არცერთი საქმე არ აქვს გამოძიებული.

16 მარტს მომპარეს 7 ძროხა. მანამდე, გასული წლის ნოემბერში კიდევ 7 სული. ყვარლის პოლიციას ორივე შემთხვევაზე მივმართეთ, მაგრამ ვერცერთი საქმე ვერ გამოიძიეს. პირველ ქურდობაზე ვიდეოთვალის ჩანაწერი ამოიღეს, სადაც ჩანს, რომ ერთი კაცი მიერეკება საქონელს ცენტრალურ გზაზე, - ამბობს ახალსოფელში მცხოვრები დურმიშხან გოჩიტაშვილი.

მთელმა სოფელმა იცოდა ჩვენ არ ვიცოდით. შემთხვევით გვითხრა წინა დაზარალებულმა, მანამდე სხვა ფერმაშიც მოხდა ქურდობა. მწყემსებად იყვნენ ცოლ-ქმარი, იმათაც მოპარეს ორი ძროხა ჩვენამდე ერთი თვით ადრე. იმან გვითხრა, რომ კამერა ყოფილა და ვიღაცა დაუფიქსირებია და ვიდეო ხომ არ ნახეო. შემდეგ ჩემი ქმარი წავიდა პოლიციაში და აჩვენეს ვიდეო. ერთადერთი კადრი ჩანს, სადაც ადამიანი ზურგით დგას. სოფელში ისიც გვითხრეს, იმ ვიდეოში ისიც ჩანდა, რომ გზაზე ჯერ პოლიციის მანქანამ გაიარა და მერე ქურდმა საქონელითო, პოლიცია მიაცილებდაო. მაგრამ, ვითომ ეს კადრები ამოჭრეს, ასე ამბობენ, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მზია გოჩიტაშვილმა.

იმავე სოფელში გასული წლის ბოლოს საქონელი და ფრინველი მოპარეს დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, თამაზ პავლიაშვილს და სხვებს. დაზარალებულებმა პოლიციას ქურდობის ყველაფაქტის შესახებ შეატყობინეს, მაგრამ არცერთი საქმე არ არის გამოძიებული.

ეხლა ნახევრად გვძინავს, ნახევრად გვღვიძავს, გავდივართ-გამოვდივართ და სულ ყურადღების ქვეშ ვართ, რომ კიდევ არ მოგვპარონ, - ამბობს მზია მარტაშვილი, რომელსაც გასულ წელს სახლიდან 3 ბოჩოლა მოპარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ყვარლის რაიონში საქონელს მასობრივად იპარავენ. დაზარალებულთა ნაწილი პოლიციას რეაგირებისთვის აღარც მიმართავს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


ამავე თემაზე:

ქურდობის ფაქტები ყვარელში

თავლა საძინებელ ოთახთან – როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში [Video]

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
16:00-18:00
Partly cloudyfrom southeast13°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 30 31