15:39:08

Share |

ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა [R]

ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა [R]ფინკა ბანკმა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნები 28 მარტს, 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

ფინკა ბანკის მიერ მომზადებული „ჩვენი კლასის წიგნი“ ბავშვებს ფინანსური განათლების ელემენტებს აცნობს და მათ ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. წიგნი შარშან გამოიცა, წელს კი მოხდა მისი სრული ადაპტაცია და დისკრიფცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის, წიგნის სასარგებლო რჩევები და სახალისო დავალებები ბავშვებმა გაახმოვანეს.

„ეს არის ფინკა ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ამავე დროს, ძალიან სასარგებლო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი. აღსანიშნავია, რომ შშმპ პირების ინტეგრაცია და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბავშვებს დავეხმაროთ ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მივცეთ საბაზისო ცოდნა ფინანსური განათლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს არის მათთვის სრულიად ახალი ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ასეთი სახით სკოლაში არ ასწავლიან“,- აღნიშნა ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ესებუამ.

№202 საჯარო სკოლის დირექტორის ხათუნა ჯალაღონიას თქმით, მსგავსი პროექტები ეხმარება ბავშვებს მიიღონ მეტი ინფორმაცია და მოახდინონ სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

„დიდ მადლობას ვუხდით ფინკა ბანკს ამ ინიციატივისთვის, დარწმუნებული ვარ ბავშვებს ეს აუდიოწიგნი ძალიან გამოადგებათ“, - აღნიშნა ხათუნა ჯალაღონიამ.

აუდიოწიგნის სოციალურ საწარმო „ჰერაში“ ჩაიწერა, სადაც შშმპ პირები არიან დასაქმებულები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა რამდენიმე ასეული წიგნი, რომლებიც გაიგზავნება საქართველოს რეგიონების ყველა ბიბლიოთეკაში, რომლებითაც შშმპ ბავშები სარგებლობენ, აუდიოწიგნი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში.



ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31