10:08:28

Share |

ალავერდელი მიტროპოლიტი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს

ალავერდელი მიტროპოლირი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვსალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მთავრობას მიმართავს და საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს. „ალავერდის მონასტერი დაფუძნდა ალაზნის ჭალის გაუვალ ტყეებში. დღეს, ეს გარემო იქ აღარ არის. 60-იანი წლების ფოტო არსებობს, ჯერ კიდევ ჭალის დიდი ფრაგმენტები იყო შემორჩენილი, იქ დღეს სახნავებია მთლიანად. გაიძირკვა ტყე, ჭალა შემცირდა და ამან უარყოფითი პროცესები გააჩინა. ჭალის ტყე განძია, მას დაცვა სჭირდება, ოღონდ, ჩვენ ამისთვის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი არ გვყოფნის. უნდა დავიწყოთ მსჯელობა საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნაზე“, – ამ ინიციატივით მიტროპოლიტი გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გამოვიდა.

„თან, თუ ევროპულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, არ ყოფილა ევროპის არცერთი ქვეყანა, სადაც სიახლე, ინოვაცია არ დაწყებულიყო ეკლესიის მხრიდან“,- აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ალავერდის ტაძართან მდებარე ჭალის გარდა, საეკლესიო დაცული ტერიტორიები შესაძლოა შუამთის ტყეშიც შეიქმნას.

„ასევე ჩვენ ეპარქიას ეკუთვნის შუამთის ტყე, სადაც მცირე ფრაგმენტია, მაგრამ კულტურულად მდიდარი. არის ტყე, რომლის კულტურული მემკვიდრეობის ქვედა ზღვარი მე-5 საუკუნეა და დღესაც მონასტერი მოქმედებს. ეს არის ტყე, სადაც გარკვეული ძალისხმევის შემდეგ შეიძლება ირმის პოპულაციის აღდგენაც“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, 2016 წელს, ალაზნის ჭალაში 65 ათასი ძირი ხე უკანონოდ მოჭრეს.

„მასშტაბზე რომ დაფიქრდეთ, რაზეა ლაპარაკი, ჭალაში, ერთ–ერთ სამონადირეო მეურნეობაში 65 ათასი ძირი ხის უკანონო მოჭრა. სამწუხარო ის არის, რომ პროცესი ვერ გაჩერდა.

აღსანიშნავია, რომ  2016 წელს, პირველი ხარისხის საშეშე მერქანი კახეთმა მოითხოვა 2 350 კუბი, მეორე ხარისხის 235 ათასი მეტრკუბი. ეს არის უზარმაზარი მოცულობა, მაგრამ პირველი ხარისხიდან ათვისებული იქნა 265 მეტრკუბი და მეორე ხარისხის ანუ საშეშე მერქანი ათვისებული იქნა 100 ათასი მეტრკუბი. როდესაც კახეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რომელიმე მოქალაქე იღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, მან ის გამოიყენოს კახეთში, ნუ მიაქვს თბილისში. როგორც წესი, თბილისში და დიდ ქალაქებში მიდიოდა ეს რესურსი და მიდიოდა შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ. ჩვენ ტყეს ეს არ შეუძლია. თუ ასე გავაგრძელებთ ჩვენ მალე ტყე არ გვექნება“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და რეგიონში გარემოსცდაცვით საკითხებზე თელავში გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრას მეწარმეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
14:00-18:00
Clear skyfrom west-northwest9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky8°C3.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31