08:54:03

Share |

კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში კახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ავტომანქანებით მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 992 932 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, სამსახურებრივი ავტომანქანებისთვის საწვავის შესაძენად დახარჯულია 1 506 929 ლარი, ხოლო ავტომანქანების შეკეთებისთვის - 486 003 ლარი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და აღმასრულებელი ორგანოების (გამგეობა, მერია) თანამდებობის პირების სამსახურებრივი ტრანსპორტით მომსახურებაზე გაწეულმა საბიუჯეტო ხარჯებმა საერთო ჯამში 1 992 932 ლარი შეადგინა. აქედან, 1 506 929 ლარი საწვავის შესაძენად დაიხარჯა, 486 003 ლარი კი სამსახურებრივი ავტომანქანების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შესაძენად. 

სამსახურებრივი ტრანსპორტით მომსახურებასა და შენახვაზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ოდენობა ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ლაგოდეხი - 366 888 ლარი (მათ შორის, საწვავზე - 290 101 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილებზე - 76 887 ლარი);

ყვარელი - 321 600 ლარი (მათ შორის, საწვავზე - 271 001 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილებზე - 50 599 ლარი);

გურჯაანი - 233 841 ლარი (მათ შორის, საწვავი - 129 218 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთება და სათადარიგო ნაწილები - 104 623 ლარი);

სიღნაღი - 220 567 ლარი (აქედან, საწვავზე - 166 490 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 54 077 ლარი);

საგარეჯო - 217 323 ლარი (აქედან, საწვავი - 195 975 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთება და სათადარიგო ნაწილები - 21 348 ლარი);

ახმეტა - 189 045 ლარი (მათ შორის, საწვავი - 144 019 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთება და სათადარიგო ნაწილები - 45 026 ლარი);

დედოფლისწყარო - 176 274 ლარი (აქედან, საწვავი - 125 774 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთება და სათადარიგო ნაწილები - 50 500 ლარი);

ქალაქი თელავი - 171 187 ლარი (აქედან, საწვავზე - 135 334 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილებზე - 35 853 ლარი);

თელავი (თემი) – 95 588 ლარი (აქედან, საწვავზე - 48 498 ლარი, სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილებზე - 47 090 ლარი).

კვლევის ჩატარების პროცესში საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირებსა და სხვა მაღალი რანგის მოხელეებს საწვავის ე.წ „ყოველთვიური ლიმიტები“ ენიშნებათ მხოლოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე.

კერძოდ, ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც:

- საწვავი ეძლევათ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანა;

- საწვავი ეძლევათ იმ თანამდებობის პირებსაც, რომლებსაც არც კერძო ავტომანქანა გააჩნიათ და ზოგ შემთხვევაში არა აქვთ მართვის უფლებაც კი;  

- საწვავის ლიმიტების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული კონკრეტული ლეგიტიმური  გარემოებები, რის გამოც ხშირად საწვავი გაიცემა იმ მოხელეებზეც, რომლებსაც არ უწევთ გადაადგილება სამსახურებრივი საჭიროების მიზნით;

- ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი ეძლევათ მოხელეებს, რომლებსაც სამსახურში სიარული სხვა დასახლებული პუნქტიდან უწევთ, ანუ მათი სამსახურში გამოცხადების ხარჯები ბიუჯეტიდან გადაიხდება.  

გარდა ამისა, თანამდებობის პირთა საწვავის ლიმიტები მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში განსაზღვრულია გამგებლის ბრძანებით, მაშინ როდესაც კანონით ან შესაბამისი საკრებულოს ნორმატიული აქტებით ამ საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ არ შედის გამგებლის უფლებამოსილებებში. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, გამგებელს შეუძლია მხოლოდ საკრებულოს მიერ კონკრეტულად მინიჭების შემთხვევაში.


ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
13:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast17°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31