23:38:49

ფირნიშები
Share |

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზითახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა. ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ.

ახმეტის გამგეობამ თუშეთში მცხოვრები პირების, ასევე 16 წლამდე ასაკის უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სასურსათო პაკეტების შესყიდვის მიზნით ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა.

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ პირთან - დიმიტრი გურაბანიძესთან 2 742 ლარზე გაფორმდა, ხოლო გამგეობამ პროდუქტები 2016 წლის 28 დეკემბერს შეიძინა.

აღნიშნული თანხით თითოეულ ბენეფიციარზე უნდა მომხდარიყო შემდეგი სახეობისა და ოდენობის პროდუქტების შეძენა: 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა.

პროდუქტები თუშეთში 2017 წლის 21 თებერვალს ვერტმფრენის საშუალებით გადაიტანეს. ფრენისთვის შპს „ავიაკომპანია თუშეთს“ 25 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუხადეს.

25 ადამიანისთვის დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან 20-ჯერ მეტი თანხა - 25 500 ლარი დაიხარჯა.

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პროდუქტების გადაცემის „მიზეზით“ ვერტმფრენით იმოგზაურეს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა. ამ „მისიაში“ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილე გიორგი აბელაშვილიც მონაწილეობდნენ. მათ თან ახლდნენ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი.

იმავე ვერტმფრენში იმყოფებოდნენ „თუშეთის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებიც რატი კოჭლამაზაშვილი და ზურაბ ბაბულაიძე – როგორც მათ განმარტეს თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის ტექნიკური საკითხების დაზუსტების და სამუშაოების დაჩქარების მიზნით.

თუშეთში სტუმრად ჩასულმა ჩინოვნიკებმა გულუხვად მოილხინეს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.
 

„მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ: ლელა ნაყეური, ია ქირიკაშვილი და პაატა კარხილაური. ვიდეომასალაში ჩანს, რომ პაატა კარხილაური მღერის და სტუმრებს ართობს.

კითხვაზე, რა სტატუსით აღმოჩნდით თუშეთში გასაფრენ მგზავრებს შორის, ია ქირიკაშვილმა აღნიშნა: „თქვენ რატომ უნდა დამკითხოთ? არ ვარ ვალდებული! ყველამ თავის საქმეს მიხედოს“.

„ვიყავი ზამთრის თუშეთის მოსანახულებლად. ხომ არაფერი დავაშავე და მე არ ვიცი?“ – გვითხრა ლელა ნაყეურმა.

„მე ვარ ბარში და მთაში ადრე გაზაფხულზე ავდივარ ხოლმე. თან თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი ვარ. 22 თებერვალს ამანათები და ბარგი გადავუტანეთ ხალხს. ომალოში, შენაქოში, კვავლოსა და ჯვარბოსელში დავფრინდით. ჩვენ წავიღეთ აქედან, სახლიდან ღვინო, ისა, ისა და... იქ ხომ კომუნიკაცია არ არის ჯვარბოსელში, ორი ადამიანია და იქ რომ დავსხედით, გაუხარდათ ჩვენი მისვლა და პური შევჭამეთ. ზეზვა ელიზბარიძის სასტუმროში ვიყავით. კურდღლები დაგვიკლა. მე ვიმღერე, ლელამ და იამაც იმღერეს ორი თუ სამი სიმღერა“, – უთხრა „მთის ამბებს“ პაატა კარხილაურმა.

„ია ქირიკაშვილი და ლელა ნაყეური რა სტატუსით იმყოფებოდნენ არვიცი. მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს ნამდვილად. იყვნენ, მაგრამ მე მაგათ არ ვიცნობ. ურთიერთობა არ მაქვს. არვიცი რა უნდოდათ. მაგაზე გამგებელი გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ახმეტის გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა.

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

„დღეს ქეიფი არავის უკვირს. თუ ასარჩევად მექნება საქმე, ვიცი უკეთესი დროსტარებისთვის სად უნდა წავიდე. იქ, შუადღისას, მზის გულზეც კი ყინვაა, საქონლის ექსკრემენტებში უნდა იარო და ვერც მარცხნივ გადაუხვევ და ვერც მარჯვნივ. ადამიანური ურთიერთობები პირველ რიგში ადგილობრივებს სჭირდებათ. ბევრ სოფელთან მისასვლელი გზაც კი არ არის და იქ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთანაც კი არ აქვთ კომუნიკაცია. სოფელ ჯვარბოსელში, სადაც ჩვენ საბოლოოდ გავჩერდით, არც სამანქანე გზაა და არც ტელეფონი იჭერს. შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ვერ გაიგონ, ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარი“, – აცხადებს ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული.

წასვლის წინ გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ ამ ღონისძიებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ვიცოდი, რომ თქვენ ამ ამბავს გააშუქებდით და ასეთ სტატიას დაწერდით. ეს საკითხი მართლაც მისახედია. არ უნდა ჩანდეს ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება გარკვეული თანხა და ამ თანხის მხოლოდ 10%-ის ღირებულების პროდუქტი მიდის ხალხის დასახმარებლად. ეს თანხა სხვანაირად უნდა განაწილდეს და ფრენა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს. ეს საკითხი ისევ ადგილობრივებთან ერთად უნდა გავიაროთ. ბიუჯეტი მიღებული იყო, ტენდერი ჩატარებული იყო და ფრენა დანიშნული. ჩვენ წავიდოდით თუ არ წავიდოდით, რეისი მაინც შესრულდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვედროდით და პრობლემების იდენტიფიცირება მოგვეხდინა. მინდა, რომ ამ საკითხზე  უახლოეს მომავალში დისკუსიაც გავხსნათ“, – აღნიშნავს სამხარაული.  

ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობისათვის სულ მიწოდებულ იქნა 7500 ლარის ღირებულების პროდუქტები, რომელთა ტრანსპორტირებისთვის 100 099 ლარი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა.




ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25
27 28