08:02:48

ფირნიშები
Share |

„უხილავი ხარჯები“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში

„უხილავი ხარჯები“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიკახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და აღმასრულებელი ორგანოების - გამგეობა (მერია) შენახვისათვის ბიუჯეტიდან გაწეულმა „უხილავმა“ ხარჯებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში 3 421 136 ლარი შეადგინა. აქედან, 1 506 929 ლარი თანამდებობის პირების სამსახურებრივი მანქანებისთვის საწვავის შესაძენად, ხოლო 486 003 ლარი იმავე ავტომობილების რემონტისთვის დაიხარჯა.

საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას, დასაქმებული პირების შრომის ანაზრაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) გარდა, არაერთი სხვა ხარჯიც ესაჭიროება, რომელთა დიდი ნაწილი საზოგადოების ფართო წრისათვის თვალსაჩინო არ არის. საინფორმაციო ცენტრების ქსელი კახეთის რეგიონის გამგეობებისა და საკრებულოების შენახვისათვის გაწეული ხარჯების ე.წ. „უხილავი“ ნაწილით დაინტერესდა.

შესაბამისად, ამ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია თანამდებობის პირებისა თუ სხვა მოხელეების სამსახურებრივი კომფორტისა და „ოფისის შენახვის“ მიზნით ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების თაობაზე. კერძოდ, კვლევის საგანს წარმოადგენდა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე მონაკვეთში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის (მერიის) მიერ გაწეული შემდეგი სახის ხარჯები:

კომუნალური გადასახდელები (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, სატელეფონო მომსახურების საფასური);

კორპორატიული ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვა;

სამსახურეობრივი საჭიროებისათვის საწვავის (ბენზინი, დიზელი, აირი და სხვა) შეძენა;

სამსახურეობრივი ტრანსპორტის რემონტი და შეკეთება (სათადარიგო ნაწილების შეძენა, სარემონტო მომსახურების შესყიდვა და სხვა);

საკანცელარიო ნივთების შეძენა;

საოფისე საჭიროებისათვის სათბობი შეშის შეძენა.

კვლევის საგანს არ წარმოადგენდა სხვა სახის ხარჯების გამოვლენა, როგორიცაა, მაგალითად, მივლინებები, საკვები პროდუქტების შეძენა, ე.წ. „სარესტორნე მომსახურება“ და ა.შ., რაც პერიოდულად ხდება ხოლმე არასამთავრობო სექტორის ინტერესის ობიექტი. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე კვლევის მონაცემებში არ შედის მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯები. ამ საკითხზე კვლევის მასალებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ორგანოების შენახვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა საერთო ჯამში 3 421 136 ლარი შეადგინა.

გაწეული ხარჯების ოდენობა ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ახმეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სულ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 309 428 ლარი.

მათ შორის: კომუნალურ გადასახადებზე - 71 214 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 13 607 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 144 019 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 45 026 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 28 187 ლარი; შეშის შეძენაზე - 7 375 ლარი.

გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 365 643 ლარი. აქედან: კომუნალურ გადასახადებზე - 84 277 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 25 364 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 129 218 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 104 623 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 22 161 ლარი, ხოლო შეშის შეძენაზე თანხა არ დახარჯულა.

დედოფლისწყაროს გამგეობამ და საკრებულომ აღნიშნულ პერიოდში სულ ბიუჯეტიდან 322 213 ლარი დახარჯეს. მათ შორის: კომუნალურ გადასახადებზე - 102 795 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 22 704 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 125 774 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 50 500 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 20 440 ლარი; შეშის შეძენა - 0.

თელავის (თემის) გამგეობისა და საკრებულოს მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 282 644 ლარი. მათ შორის: კომუნალურ გადასახადებზე - 122 858 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 24 511 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 48 498 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 47 090 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 33 087 ლარი; შეშის შეძენაზე - 6 600 ლარი.

ქალაქი თელავის მერიამ და საკრებულომ საერთო ჯამში ბიუჯეტიდან 263 817 ლარი დახარჯეს. მათ შორის: კომუნალურ გადასახადებზე - 77 727 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 12 304 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 135 334 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 35 853 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 15 173 ლარი (შეშის შეძენაზე თანხა არ დახარჯულა).

ლაგოდეხის გამგეობისა და საკრებულოს მიერ ამავე პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 520 958 ლარი. აქედან: კომუნალურ გადასახადებზე - 77 847 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 40 377 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 290 101 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 76 887 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 27 046 ლარი; შეშის შეძენაზე - 8700 ლარი.

საგარეჯოს გამგეობამ და საკრებულომ საკუთარი აპარატის შენახვაზე აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტიდან 384 836 ლარი დახარჯეს. მათ შორის: კომუნალურ გადასახადებზე - 92 501 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 43 945 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 195 975 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 21 348 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 22 427 ლარი; შეშის შეძენა - 8 640 ლარი.

სიღნაღის გამგეობისა და საკრებულოს მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სულ ბიუჯეტიდან დაიხარჯა 489 099 ლარი. აქედან: კომუნალურ გადასახადებზე - 234 410 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 15 021ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 166 490 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 54 077 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 17 913 ლარი; შეშის შეძენაზე - 1 188 ლარი.

ყვარლის გამგეობამ და საკრებულომ აღნიშნულ პერიოდში სულ ბიუჯეტიდან 482 498 ლარი დახარჯეს. მათ შორის: კომუნალურ გადასახადებზე - 94 662 ლარი; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებაზე - 34 678 ლარი; საწვავ-საცხებ მასალებზე - 271 001 ლარი; სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე - 50 599 ლარი; საკანცელარიო ნივთების შეძენაზე - 25 909 ლარი; შეშის შეძენა - 5 649 ლარი.

კვლევის შედეგად იკვეთება რამდენიმე მიმართულებით საბიუჯეტო სახსრების არაადეკვატურად დიდი ოდენობით ხარჯვის ტენდენცია, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორუფციულ მიზნებთან და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მაგალითად:

- საწვავის შესაძენად გაწეული ხარჯები, სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებით, შეუსაბამოდ მაღალია ლაგოდეხის (290 001 ლარი) და ყვარლის (271 001 ლარი) მუნიციპალიტეტებში.

- გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი ტრანსპორტის შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე დახარჯულია 104 623 ლარი, მაშინ როდესაც საგარეჯოში იმავე მიზნებისათვის საკმარისი აღმოჩნდა 21 348 ლარი, ხოლო ქალაქ თელავში - 35 853 ლარი.

- კორპორატიული სატელეფონო მომსახურების შესყიდვაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გადახდილი აქვს 43 945 ლარი, ლაგოდეხისას - 40 377 ლარი, ყვარლისას კი 34 678 ლარი, მაშინ როდესაც ანალოგიური მიზნებისათვის ქალაქ თელავის თვითმმართველობის ორგანოებმა დახარჯეს 12 304 ლარი, ახმეტის - 13 607 ლარი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 15 021ლარი.

- სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებმა კომუნალური გადასახდელებისათვის გასწიეს 234 410 ლარის ოდენობით ხარჯი, რაც სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ ხარჯებს ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ და მეტჯერ აღემატება.

გელა შაშიაშვილი | საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28