10:05:06

Share |

შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება

შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება„30 წელია ცხვარში ვარ და ასეთი რთული ზამთარი, ასეთი ყინვა არ მახსოვს. თერმომეტრი არ მაქვს და ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი გრადუსია, მაგრამ არნახული ყინვებია. ამ სიცივის გამო გადაიწვა ყველაფერი. ალაგ-ალაგ მხოლოდ ცოტა ურო ბალახია. შიმშილითა და სიცივით იხოცება ცხვარი: ჩვენც 40-მდე ბატკანი და 30-მდე ცხვარი მოგვიკვდა. ყიზლარის გზებზე წასვლისას მთელი თვე ვიყავით ხოლმე გზაში, უღელტეხილებზე გადაგვყავდა ცხვარი, მაგრამ ორი-სამი სუსტი თუ მოკვდებოდა გზაში, მეტი არა. ასეთი მასობრივი დახოცვა არ მახსოვს“, – ამბობს მეცხვარე ივანე შამშალაიძე.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობა დაგვხვდა მურთაზაშვლების მეზობლად მდებარე ბიღოიძეების ბინაში.

„ის შემოსავალი, რაც წელს მეცხვარეებს უნდა ჰქონოდათ, აგერ ამ მანქანაზე ასვენია, - ხელს იშვერს დიდი სატვირთო მანქანისკენ ლევან შაბალაიძე. ის მძღოლია, მაგრამ დოლის დროს მეცხვარეების დასახმარებლად ჩადის ხოლმე ელდარში - „ხომ ხედავთ ძარა სავსეა დახოცილი ბატკნებით. დედა ცხვარს უჭმელობის გამო რძე არ აქვს და ამიტომ იხოცება ბატკანი. ძალიან უბედურ დღეშია ცხვარ-მეცხვარე“.

ფარეხში, მართლაც, ძალიან გამხდარი საქონელი დადის. ბატკნებიც და დედებიც ძლივს დალასლასებენ. მანქანის ძარაზე კი 100-მდე ბატკანი ყრია უსულოდ.

„ჩვენს ფერმაში 800 სული იყო მოსაგები და ამ დროისთვის ჯერ 200 ბატკანიც არ გვყავს. ბევრიც აღარ არის მოსაგები. გაგვყავს საქონელი საბალახოდ, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია საძოვარი, მშიერი ბრუნდება ცხვარი. გასულ წლებში ასეთი რამ არ მოხდარა, ყოველთვის იყო აქ ბალახი, წელს დაემთხვა ასეთი წელი და  მოუმზადებელი აღმოჩნდა მეცხვარე. არადა, ზამთარში ბატკანს რომ გაზრდის მწყემსი და შემოდგომით გაყიდის თოხლს, ეგ არის მისი შემოსავალი. კიდევ ყველი შეუძლია გაყიდოს, მაგრამ რძეც არ ექნება, რადგან ბატკანი რომ მოუკვდება, ცხვარი გაშრება. ისედაც ძალიან სეზონურია მეცხვარის შემოსავალი, ბანკის ვალები აქვს ყველას, ისესხებენ და შემოდგომით ისტუმრებენ. წელს კი ტყუილად იმუშავებენ, შემოსავალი არ ექნებათ“, - წუხს ლევან შაბალაიძე. 

რეპორტაჟი შირაქიდან იხილეთ Mtisambebi.ge–ზე

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28