12:27:16

ფირნიშები
Share |

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის [R]

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვისთიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდებადა მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში.

რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება - თემაზე თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი,ვეფხვია ლომინაშვილი გვესაუბრება.

  • რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა აგროსექტორში ჩართული პირების დატრენინგება და რამდენი ხანიარაც თიბისი ბანკი ამ მიმართულებით ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას?

თიბისი ბანკი ლიდერი ბანკია აგროდაკრედიტების ბაზარზე. ჩვენს მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ როგორც მსხვილი ფერმერები, ასევე წვრილ საოჯახო მეურნეობით დაკავებული პირები. მეურნეობების წარმატებისათვის საჭიროა მისი არა მხოლოდ ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, არამედ მეურნეობობის რესურსების სწორი და რაციონალური განკარგვა. არ აქვს მნიშვნელობა საქმე გვაქვს მსხვილ ფერმერულ თუ წვრილ საოჯახო მეურნეობასთან. დღეს ფერმერები ამ მხრივ ინფრომაციის სიმწირესაც განიცდიან. სწორედ ამან გვიბიძგა, დაგვეწყო ტრენინგების სერია აგროსექტორში ჩართული პირებისთვის, რომლის მეშვეობითაც უზრუნველვყოფდით მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას აგრომენეჯმენტის საკითხებზე. ტრენინგები დავიწყეთ გასული წლის დასაწყისიდან და ის დღემდე მიმდინარეობს.

  • რა თემებს მოიცავს ტრენინგები, ვინ უძღვება მათ და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება?

ტრენინგების პირველ ნაწილი მოიცავს აგრომეურნეობის ფინანსური დაგეგმვისა და მართვის საბაზისო საკითხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ შეფასებას - წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების სწორად განსაზღვრას და მეურნეობის მოგება-ზარალს, სესხის აღების მიზანშეწონილობას, მისი მოცულობის და ეფექტის სწორად განსაზღვრას.

ტრენინგებს უძღვებიან მოწვეული ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე მეურნეობების მართვაში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ტრენინგები ტარდება ფაქტობრივად საქართველოს ყველა რეგიონში და მასზე დასწრება შეუძლია თიბისი ბანკის იმ კლიენტებს, რომლებიც აგროსაქმიანობით არიან დაკავებული. ტრენინგებისრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.

  • რამდენად დიდია ტრენინგების მიმართ ინტერესი სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების მხრიდან?

ინტერესი საკმაოდ დიდია. ძალიან ხშირია, როდესაც ტრენინგზე მონაწილე ფერმერების სურვილით, პრაქტიკული გაანგრიშებები კეთდება კონკრეტულად მათი მეურნეობების მაგალითებზე. ეს კი ბუნებრივია, ფერმერების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს. თითოეულ ტრენინგს დაახლოებით 30 დაინტერესებული პირი ესწრება. დღესდღეობით უკვე 1000-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში და გაიღრმავა ცოდნა თავისი საქმიანობის მიმართულებით.

  • როგორ ხდება რეგისტრაცია და როგორ შეუძლია მოსახლეობას შეიტყოს კონკრეტული ტრენინგისა და მისი განრიგის შესახებ?

ტრენინგების შესახებ ინფორმაცის მიღება, ასევე ტრენინგზე ჩაწერა კლიენტებს თიბისი ბანკის ფილიალებში შეუძლიათ.

  • როგორც ცნობილია, თიბისი ბანკი აგროსექტორის განვითარების ხელშესაწყობად ტრენინგების გარდასხვა პროექტებსაც ახორციელებს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა პროექტებზეა საუბარი?

გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ ბაზარზე გამოვიტანეთ ახალი უნიკალური პროდუქტი აგროსაინვესტიციო სესხი, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ხორციელდება და ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტიპის მრავალწლოვანი ბაღების, პლანტაციების გაშენებას. ამ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული პროექტის განხილვის დროს ძირითად ფინანსურ გათვლებს ჩვენ ვაკეთებთ არა მიმდინარე, არამედ სამომავლოდ, გაშენებული ბაღებიდან მისაღებ შემოსავლებზე. ეს კი დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით და სესხის ძირითადი თანხების გადახდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც მის მიერ გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში.

პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მოცულობამ უკვე 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. დაფინანსებულია თხილის, კაკლის, ვაშლის, კივის და მოცვის ბაღების გაშენება.

  • როგორია თქვენი სამომავლო გეგმები აგროსექტორის განვითარების ხელშესაწყობად? გეგმავს თუ არა თიბისი ბანკი ახალი პროექტების განხორციელებას ამ მიმართულებით?

ჩვენ ვართ მუდმივად ახლის ძიების პროცესში. ისევე როგორც შარშან, წელსაც ვგეგმავთ ბაზარზე გამოვიტანოთ ახალი, ინოვაციური პროდუქტები, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ამ ეტაპზე, კონკრეტული პროექტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა აგროსექტორში ჩართულ პირებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28