10:06:59

Share |

ტრამპმა ტახტი დაიკავა: ჩემი ყოფნა ამერიკაში

ტრამპმა ტახტი დაიკავა: ჩემი ყოფნა ამერიკაშიიანვრის შუა რიცხვებში შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, რათა დედაჩემისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, რომელიც 60 წლის გახდა. ეს სასიამოვნო იყო, ცოტა ხნით გავატარე სამშობლოში კარგი დრო, თუმცა ყველაზე დიდი ამერიკული ახალი ამბავი არა ჩემი შტატებში დაბრუნება, არამედ იმ ერთი კაცის პრეზიდენტად გახდომა იყო.

დონალდ ტრამპი - უძრავი ქონების მაგნატი, სატელევიზიო რეალითი შოუების ავტორი და ჩემპიონი აეროზოლით გარუჯვაში, 2016 წლის 8 ნოემბერს პატიოსნად აირჩიეს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, 2017 წლის 20 იანვარი კი მისი ოფიციალური ინაუგურაციის თარიღი იყო.

ინაუგურაციამდე მრავალი დღის განმავლობაში ამერიკელი ხალხი ელოდა, თუ რა მოხდებოდა მას მერე, როცა ტრამპი კაპიტოლიუმის შენობის წინ ფიცის დასადებად დადგებოდა. იმ კედელს მართლა ააშენებდა? ექნებოდათ დაუსაქმებელ მუშათა კლასს სამუშაოები? იქნებოდა ამერიკა კვლავაც დიდებული?!

ჩემს პატარა ქალაქ მასკიგონში (მიჩიგანის შტატი) უმეტესწილად იმედები არსებობდა. ის ხალხიც კი, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს არ ეთანხმებოდნენ, მას კარგს უსურვებდნენ. „თუ კარგად მოიქცევა, ჩვენც კარგად მოვიქცევით“ - ეს სიტყვები მანტრასავით ისმოდა მასკიგონში.

ინაუგურაციის დღეს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტის რანგში თავის ოფიციალურ სიტყვას წარმოთქვამდა, სადილი მოვასწარი. მისი საუბარიც აქამდე ნათქვამი უამრავი პოლიტიკური გამოსვლის მსგავსი იყო: მეტი დაპირება, პრობლემების აღმოფხვრა და მათი გადაჭრის გზების მიღება ოთხწლიან მოღვაწეობაში. იმავე დღეს მოგვიანებით კი ენ არბორში გავემგზავრე - მთლიანად ქვეყნის შუა დასავლეთ ნაწილსა და განსაკუთრებით მიჩიგანის შტატში არსებულ ალბათ ყველაზე ლიბერალურ და დემოკრატიულ ქალაქში. ჩავედი ქალაქში და თავი ვიგრძენი, თითქოს მოვხვდი „მოსიარულე მკვდრების“ მიწაზე. ხალხი ტროტუარზე ზომბებივით დადიოდნენ, მათი სახეები მკვდრებივით გაყინული ჩანდა შინაგანადაც და გარეგნულადაც. ენ არბორელ ბევრ მეგობარს ვკითხე, არჩევნებს თვალს ადევნებდით? უამრავი პასუხი კი ასეთი იყო: „არა“, „მხოლოდ ცოტაოდენს“, ერთმა კი მიპასუხა: „ტელევიზორი ფანჯრიდან მოვისროლე!“

არცერთ ადამიანს არ ძალუძს, გააერთიანოს ამდენი ხალხით დასახლებული ქვეყანა, პრეზიდენტი ტრამპიც აშკარად არაა გამონაკლისი. ქვეყნის მთელი მასშტაბით უამრავ ხალხს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და გაგვიმართლა, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ნებადართულია მსგავსი დისკურსი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ტრამპის ფიციდან მეორე დღეს ქალთა მსოფლიო მარში იყო ორგანიზებული, რომელიც ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებდა და იცავდა კანონიერებას, დაცული იყოს ქალთა, ემიგრანტებისა და ლგბტ თემის უფლებები. ასეულ ათასობით დემონსტრანტმა ენ არბორის ქუჩაც კი გადაკეტა, რომლითაც ქალაქიდან უნდა გავსულიყავი.

ამერიკას ამჟამად საინტერესო დროება უდგას და მხოლოდ მომავალს შეუძლია განსაზღვროს, თუ რა შეიძლება მოხდეს. როგორც ყოველთვის, მომავალი გააგრძელებს სვლას იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური თავისუფლების ერთგულია.

კაილ ჯონსონი | „მშვიდობის კორპუსის მოხალისე

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
14:00-18:00
Clear skyfrom west-northwest9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky8°C3.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28