22:54:04

ფირნიშები
Share |

დავით საგანელიძის ხელფასმა 2016 წელს 404 250 ლარი შეადგინა

დავით საგანელიძის ხელფასმა 2016 წელს 404 250 ლარი შეადგინა სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წელს შრომის ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში 33 687,5 ლარს შეადგენს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია მან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ მიუთითა.

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 2012 წლის შემდეგ, მას საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის პოზიცია ეკავა.

„საპარტნიორო ფონდში“ დავით საგანელიძის დანიშვნის შემდეგ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ფონდის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 28 000 ლარი იყო. დავით საგანელიძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ხელფასის ოდენობა თვეში 21 000 ლარს შეადგენს, რასაც აკლდება საშემოსავლო გადასახადის 20 %. მანვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუს დროს პირობა დადო, რომ თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი ექნებოდა, აუცილებლად შეიმცირებდა.

პირველი ქონებრივი დეკლარაცია, რომელშიც სრული კალენდარული წლის მონაცემებია შეტანილი, დავით საგანელიძემ 2017 წლის 31 იანვარს წარადგინა, თუმცა დეკლარაციის გრაფა, სადაც წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული შემოსავალი უნდა იყოს მითითებული, შევსებული არ არის.

იმავე დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს დავით საგანელიძეს არც სამეწარმეო და არც სხვა საქმიანობიდან (იგი არის შპს „პულსის“ 100 % წილის მფლობელი) შემოსავალი არ მიუღია, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით 80 850 ლარის ოდენობით გასავალი ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ საშემოსავლო გადასახადის ოდენობა მთლიანი შემოსავლის 20 %-ს შეადგენს, გამოდის, რომ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 404 250 ლარი, რაც თვეში საშუალოდ 33 687,5 ლარია და საქართველოს მასშტაბით საბიუჯეტო სექტორში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 336 000 ლარი იყო, ანუ თვეში 28 000 ლარი.

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 (თვეში საშუალოდ 6670 ლარი), პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შრომის ანაზღაურება 2016 წელს სულ 51 370 ლარი იყო, ანუ თვეში საშუალოდ 4 280 ლარი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დავით საგანელიძის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება იტალიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, თურქმენეთის, სომხეთის პრეზიდენტებისა და სხვა არაერთი სახელმწიფოს მეთაურის ხელფასს.

დეკლარაციაში ასახული ინფორმაციით, დავით საგანელიძემ 2016 წელს თავის ძმას გია საგანელიძეს სარგებლის გარეშე და განუსაზღვრელი ვადით ასესხა 350 000 აშშ დოლარი და 465 000 ლარი. გია საგანელიძე რამდენიმე კერძო კომპანიის დირექტორი და მეწილეა  - შპს „ჯი-ეიჩ-ეფ“, შპს „ტრანსკავკასიური კლუბი საქართველო“, შპს „მარველ-ჯორჯია“, შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრი“, სს „ჯი-ეიჩ-ეფ“, შპს „უწერა 2007“ და შპს „ვეტპრეპარატი“.

შპს „ვეტპრეპარატის“ ერთ-ერთი მეწილეა თავად დავით საგანელიძეც (კაპიტალის 25 %), რაც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის. ამავე საწარმოს პარტნიორია ასევე ყოფილი პარლამენტარი გოგი თოფაძე (კაპიტალის 50 %), ხოლო საწარმოს დირექტორი - ასევე პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ტყემალაძის შვილი - გიორგი ტყემალაძე, რომელსაც 2014 წლიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაც უკავია. 

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს შეიქმნა მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს.  ფონდი მართავს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორის“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს და წილებს. ფონდის მთავარი ამოცანას, საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა წარმოადგენს.


გამოყენებულია სააგენტო iPress-ის ფოტო


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28