22:52:00

ფირნიშები
Share |

ხანუმ ჯეირანოვას საქმე სტრასბურგის სასამართლოში

ხანუმ ჯეირანოვას საქმე სტრასბურგის სასამართლოში30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს, გარდაცვლილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს. ჯეირანოვებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. ცენტრის იურისტის თამარ ავალიანის განცხადებით, მესამე წელია გარდაცვლილის ოჯახი იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც თვითკვლელობამდე ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და ცემეს. პროკურატურას ამ დრომდე არცერთი პირი არ დაუკავებია. საქმეში დაზარალებულადაც არავინ არის ცნობილი.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს.

გამოძიება ორი კვირის მერე განახლდა, მას შემდეგ, რაც ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.

გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ხანუმ ჯეირანოვას ცემისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის თვითმხილველები არიან მისი მცირეწლოვანი შვილებიც, რომელთა ჩვენებებიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა: „მე და ჩემი ძმა სკოლიდან მოვდიოდით. დავინახე რომ მაღაზიის წინ დედას ცემდნენ. ჩემი ძმა მივიდა. იქ დიდი ამბავი მომხდარაო. ძმამაც მითხრა, დედას ცემენო. აივაზი, აფკანი, ტელმანი, ნოვრუზი, ელჩინა იყვნენ და კიდევ ერთი ბიჭი, რომელსაც ვერ ვიცნობ. ფეხებით და ხელებით ურტყამდნენ. მერე თავში ჩაარტყეს და გონება დაკარგა“, – ამბობს ხანუმ ჯეირანოვას შვილი, 9 წლის გოგონა.

თვითმკვლელობიდან სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილის მეუღლემ და მშობლებმა არაერთხელ მიმართეს მთავარ პროკურორს, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ისინი დასახელებული ოთხი პირის დასჯას ითხოვდნენ.

2014 წლის 14 დეკემბერს, აჯი გასანოვი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებულ ერთ–ერთ პირს აფკან გუსეინოვს შეხვდა და განმარტებები მოსთხოვა. გუსეინოვმა ხანუმ ჯეირანოვა და მისი ქმარი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რის შემდეგაც აჯი გასანოვმა მას იარაღი ესროლა და ფეხში დაჭრა. მომხდარის შემდეგ გასანოვი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენა. გასანოვს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ აჯი გასანოვი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

„ქალი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა საჯაროდ კაცების ხროვამ და ქალი, რომელსაც ეს შეურაცხყოფა მიაყენეს ბავშვების თვალწინ, რომლებმაც მთელი ცხოვრება საკუთარ თვალებში უნდა ატარონ კაცების მიერ შეურაცხყოფილი დედის იმიჯი, რათქმაუნდა ეს საქმე გამოუძიებელი ვერ უნდა დარჩეს“, – ასე უპასუხა 2015 წლის ნოემბერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კითხვას, რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

„ის მტკიცებულებები რაც არსებობს არა საგამოძიებო ორგანოებში, არამედ სხვა ადგილებში, იმის მოპოვებაზეც მუშაობა დაწყებული მაქვს, რომ რაკი თავად ვერ პოლულობენ მტკიცებულებებს ზოგიერთი გამომძიებლები, ეგებ მე რომ მივუტან, მაშინ იპოვონ ეს მტკიცებულებები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„მესამე წელი დაიწყო, რაც კახეთის საოლქო პროკურატურა ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს იძიებს, თუმცა, გარდაცვლილის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს. საქმეს არაერთი თვითმხილველი ჰყავს და ეს ჯეირანოვას გარდაცვალების შესახებ მომზადებულ ტელესიუჟეტებშიც ნათლად ჩანს. ძალადობის თვითმხილველები მისი შვილებიც არიან. მაგრამ ის პირები, რომლებმაც ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, ცემეს და სოფელში ჩამოატარეს, დაუსჯელად დადიან სოფელში და გამოძიება მათით არ ინტერესდება. ჩვენ კახეთის საოლქო პროკურატურიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. გამოძიება ეროვნულ დონეზეა არაეფექტური. პროკურატურას არ უნდა, რომ ეს გამოიძიოს და შეგნებულად აჭიანურებს. როდესაც ვეკითხები, ვინ დაკითხა გამოძიებამ, პასუხს ვერ ვიღებ. ერთადერთი პასუხია, რომ გამოძიება გრძელდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაერთი საჩივარი მივწერე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. ვამზადებ საჩივარს, რომელსაც გარდაცვლილის მეუღლის და მამის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უახლოეს დღეებში წარვადგენ. მათ ინტერესებს მე დავიცავ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა თამარ ავალიანმა.


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30