12:28:08

ფირნიშები
Share |

მევახშეობა – გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითადი წყარო

მევახშეობა – გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითადი წყაროსაქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, რომელიც გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან არის არჩეული, 2016 წელს გაასესხა 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 122 000 ლარზე მეტი მიიღო. მანვე 2016 წლის 6 ივლისს შეიძინა 400 000 ლარად ღირებული ბინა ქალაქ თბილისში და 120 000 ლარად ღირებული აგარაკი დაბა კოჯორში.

დავით სონღულაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, გურჯაანის №24 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. პარლამენტში იგი ორი კომიტეტის წევრია - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დავით სონღულაშვილმა 2017 წლის 18 იანვარს შეავსო. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ იგი ბიზნესის სფეროში საქმიანობს და 8 კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს - შპს „ედრესი“ (59 %), შპს „ბელეზა“ (100 %), შპს „დრაი ქლინინგ ჯორჯია“ (16,67 %), შპს „რთველი 2002“ (34 %), შპს „გამსახურდიას 5“ (16 %), შპს „პროგრესი“ (50 %), შპს „ინტერგაზი“ (30 %) და შპს „თიეიჩ ჯორჯია“ (33 %). აქედან მოქმედია მხოლოდ ორი საწარმო - შპს „გამსახურდიას 5“ და შპს „ედრესი“. ამ საწარმოებიდან დავით სონღულაშვილის წლიურმა შემოსავალმა სულ 33 120 ლარი შეადგინა.

პარლამენტის წევრის მეუღლე ქეთევან მაღულარია შპს „ბეიბი ზუმის“ 100 % წილის მფლობელია. სამეწარმეო საქმიანობიდან მისი შემოსავალი 2016 წელს სულ რაღაც 1 780 ლარი იყო.

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითად წყაროს მევახშეობა წარმოადგენს - იგი უცხოურ ვალუტაში დაბალი პროცენტით სესხულობს სოლიდური ოდენობის თანხებს და შემდეგ მაღალი პროცენტით ახდენს ამ თანხების გასესხებას.

კერძოდ, 2015 წლის 17 დეკემბერს მან კერძო პირისაგან 7 წლის ვადით აიღო 200 000 აშშ დოლარის სესხი, ხოლო 2016 წლის 6 ივლისს ასევე კერძო პირისაგან 10 წლის ვადით ისესხა 678 200 ევრო. ამ სესხებზე პარლამენტის წევრის წლიურმა გასავალმა, შესაბამისად, 21 523 აშშ დოლარი და 33 681 ევრო შეადგინა.

ზუსტად იგივე პერიოდში, დავით სონღულაშვილმა, როგორც კრედიტორმა, გააფორმა 4 სესხის ხელშეკრულება - მან კერძო პირებზე სესხად გასცა 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო, ხოლო ამ სესხებიდან სარგებლის (პროცენტის) სახით წლის განმავლობაში მიიღო 42 276 აშშ დოლარი და თითქმის 80 000 ევრო. კერძოდ:

- 2015 წლის 18 დეკემბერს გაასესხა 145 000 აშშ დოლარი (2017 წლის 25 აგვისტომდე ვადით), საიდანაც მიიღო 30 376 აშშ დოლარის ოდენობით წლიური სარგებელი;

- 2016 წლის 2 თებერვალს - 56 300 აშშ დოლარი (2019 წლის 10 იანვრამდე ვადით), საიდანაც სარგებლის სახით მიიღო 11 900 აშშ დოლარი;

- 2016 წლის 8 ივნისს - 611 890 ევრო (2026 წლის 20 ივნისამდე ვადით), საიდანაც მიიღო 79 845 ევროს ოდენობის წლიური სარგებელი;

- 2016 წლის 25 ოქტომბერს - 30 000 ევრო სამი თვის ვადით (ამ სესხიდან რაიმე შემოსავალი დეკლარაციის შევსების მომენტისათვის მიღებული არ ჰქონდა).


აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 6 ივლისს დავით სონღულაშვილმა ერთდოულად ორი ძვირადღირებული უძრავი ნივთიც იყიდა - 400 000 ლარად შეიძინა ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის №14ა-ში მდებარე 336,3 მ2 საცხოვრებელი ბინა, ხოლო 120 000 ლარად - დაბა კოჯორში მდებარე აგარაკი, რომლის ფართობიც 227,3 მ2-ია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ 2016 წლის ოქტომბერში დავით სონღულაშვილის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა შეიტანეს - შპს „გამსახურდიას 5“-მა - 120 000 ლარი, ამავე კომპანიის დირექტორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა (დავით სონღულაშვილის მამიდაშვილი) და ერთ-ერთმა მეწილემ, დავით სონღულაშვილის ძმამ იოსებ სონღულაშვილმა - 60 000 – 60 000 ლარი. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა დავით სონღულაშვილის მამამ - ბიძინა სონღულაშვილმა, რომელიც 2000-2003 წლებში კახეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობდა.

საინტერესოა, რომ კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის დროს ფულის გასესხებით ბიძინა სონღულაშვილიც იყო დაკავებული. 2000-2003 წლებში წარდგენილ ყველა ქონებრივ დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, რომ 1993-1996 წლებიდან ზეპირი გარიგებით ჰქონდა გასესხებული 26 400 აშშ დოლარი, თუმცა ამის შედეგად მატერიალურ სარგებელს არ იღებდა.


გელა შაშიაშვილი | საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30 31