12:24:54

ფირნიშები
Share |

კახეთის ვერცერთი მუნიციპალიტეტი უცხოეთში ვიზიტებით მიღწეულ შედეგებს ვერ ასახელებს

კახეთის ვერცერთი მუნიციპალიტეტი უცხოეთში ვიზიტებით მიღწეულ შედეგებს ვერ ასახელებსკახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებმა 2015-2016 წლებში საზღვარგარეთ 41 ვიზიტი განახორციელეს. ვიზიტების მიზანს უმეტეს შემთხვევაში საიუბილეო, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობა, უცხო ქვეყნების ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების „დამყარება და გაღრმავება“, ასევე სემინარებსა და ტრენინგებზე დასწრება წარმოადგენდა. ამ ვიზიტებით მიღწეულ შედეგებს ვერცერთი მუნიციპალიტეტი ვერ ასახელებს.

2016 წლის 28 სექტემბერს საინფორმაციო ცენტრების ქსელმა კახეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულეობსა და გამგეობებს (ქ. თელავის მერიას), მიმართა განცხადებით და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების - გამგებლია/მერის, მისი მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, - საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ (სახელმწიფოს დასახელება, ვიზიტის მიზანი და მიღწეული შედეგები, ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა და სხვ.).

მიღებული ინფორმაციებიდან ირკვევა, რომ 2015-2016 წლებში თანამდებობის პირთა საზღვარგარეთულ ვიზიტებზე ყველაზე მეტი საბიუჯეტო თანხები ქალაქ თელავის, ახმეტისა და ყვარლის თვითმმართველობის ორგანოებმა დახარჯეს, ხოლო გურჯაანსა და საგარეჯოში ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა საერთოდ არ დახარჯულა. 

რაც შეეხება კონკრეტულად თანამდებობის პირებს, ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტიდან ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა (7 398 ლარი), ყვარლის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა (4706 ლარი) და ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ (4 374 ლარი) დახარჯეს. 

ამ საკითხზე მიღებული ინფორმაცია ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ახმეტა

როგორ აღინიშნა, საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით, ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური კახეთის რეგიონის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა შორის უპირობო „ლიდერია“ - 2015-2016 წლებში იგი მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, ისრაელში, ავსტრიაში, პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მარტო გამგებლის უცხოურ ვიზიტებზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა 7 398 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წერილში მითითებული არ არის, საინფორმაციო ცენტრების ქსელს გააჩნია უტყუარი ინფორმაცია, რომ ახმეტის გამგებელი იმავე პერიოდში იმყოფებოდა ასევე საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და შვედეთში, ხოლო საახალწლოდ მეუღლესთან ერთად საბერძნეთში დაისვენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტების კონკრეტული დანიშნულება და დაფინანსების წყაროები ჩვენთვის ცნობილი არ არის.

საზღვარგარეთულ ვოიაჟებს არც გამგებლის მოადგილეები დაკლებიან: მისი პირველი მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი მოლდოვასა და ლატვიაში იმყოფებოდა, ხოლო მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი - ლიტვაში (2-ჯერ) და ლატვიაში. ამ ვიზიტებისთვის კი ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 650 ლარი დაიხარჯა.

საზღვარგარეთ 2 ვიზიტი განახორციელეს საკრებულოს ხელმძღვანელებმა - საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი ლიტვაში (კლაიპედა) იმყოფებოდა, მისი მოადგილე თამაზ წითელაური - ლატვიაში (ლიგატნე). აღნიშნულ ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დაიხარჯა 2 052 ლარი.

ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, ახმეტის გამგეობისა და საკრებულოს უმაღლესი თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მოგზაურობა ადგილობრივ ბიუჯეტს 13 100 ლარი დაუჯდა.

გურჯაანი

მიღებული ინფორმაციის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტს თანამდებობის პირთა ვიზიტებზე საბიუჯეტო სახსრები არ დაუხარჯია. კერძოდ, არც გამგებელი გივი გერგიძე და არც მისი მოადგილეები 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით არ ყოფილან. 2015 წლის სექტემბერში პოლონეთში სემინარზე იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ყვირალაშვილი, თუმცა მისი ვიზიტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა.

დედოფლისწყარო

2015 წელს პოლონეთსა (ქ. მალბორკი) და შვეიცარიაში (ქ. ბერნი) იმყოფებოდნენ გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი. პოლონეთში ვიზიტისას მათთან ერთად იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილიც.

აღნიშნულ ვიზიტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 8 872 ლარი დაიხარჯა.

თელავი (თემი)

თელავის (თემის) გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი და მისი მოადგილე ზურაბ სვიმონიშვილი მივლინებით იმყოფებოდნენ პოლონეთში (მათ შორის, ერთხელ „ღვინის ფესტივალზე“), ბელორუსში („ალუბლების ფესტივალზე“) და სლოვაკეთში, რისთვისაც საერთო ჯამში ბიუჯეტიდან 7239 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით კი საზღვარგარეთ ვიზიტით მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა თელავის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი, რომელმაც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თვითმმართველობის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. ამ ვიზიტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 429 ლარი.

ქალაქი თელავი

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და მისმა მოადგილეებმა 2015-2016 წლებში საზღვარგარეთ 9 ვიზიტი განახორციელეს - ჩინეთში (2-ჯერ), გერმანიაში (3-ჯერ), შვეიცარიაში, პოლონეთში, ლატვიასა და ბელგიაში (თითოჯერ). ყველა ეს ვიზიტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს საერთო ჯამში 10 743 ლარი დაუჯდა. 

იმავე პერიოდში 4-ჯერ იმყოფებოდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე (პოლონეთსა და ბელორუსში 2-2-ჯერ), რომელმაც კულტურულ ღონისძიებებსა და „ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. მისი ვიზიტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 5830 ლარი.

საერთო ჯამში ქალაქ თელავის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საზღვარგარეთულ ვიზიტებში საერთო ჯამში 16 573 ლარი დაიხარჯა.

ლაგოდეხი

ლაგოდეხის გამგეობის თანამდებობის პირები უცხოეთში ვიზიტით 4-ჯერ იმყოფებოდნენ - გამგებელი კარლო ჯამბურია - გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია - პოლონეთსა და ლატვიაში, ხოლო გამგებლის მოადგილე იოსებ ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ სარალიძე - ლატვიაში. საერთო ჯამში ამ ვიზიტებზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 414 ლარი.

საგარეჯო

საგარეჯოს გამგებელი გიორგი გზირიშვილი საზღვარგარეთ მხოლოდ ერთხელ იყო სამსახურებრივი მივლინებით - 2015 წლის აგვისტოში მან შვეიცარიაში ჩატარებულ ბიზნეს-ფორუმში „მოლი კახეთი“ მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ხარჯები მთლიანად შვეიცარიის მთავრობამ დააფინანსა. რაც შეეხება საკრებულოს თანამდებობის პირებს, 2015-2016 წლებში ისინი უცხოეთში ვიზიტით არ ყოფილან.

სიღნაღი

სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა - პოლონეთში (საკრებულოს თავმჯდომარესთან გოჩა ტოკლიკიშვილთან ერთად) და შვეიცარიაში. ამ ვიზიტებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საერთო ჯამში დახარჯულია 3 619 ლარი.

ყვარელი

ყვარლის გამგებელი ილია მზექალაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში (ქ. ვარშავა), ბელორუსში (ქ. მინსკი), ხოლო ლიტვასა და ლატვიაში იგი თავის მოადგილეებთან - ქეთევან ზაუტაშვილთან და მალხაზ ხიზანიშვილთან ერთად იყო. გარდა ამისა, გამგებლის მოადგილე ქეთევან ზაუტაშვილი 2016 წლის მარტში ბელგიაშიც იმყოფებოდა. სულ თანამდებობის პირთა უცხოურ ვიზიტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულია 8 737 ლარი.

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი 2015 წლის აგვისტოში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ხოლო მისი მოადგილე ზურაბ ჩხეიძე - ლიტვასა და ლატვიაში. ამ ვიზიტებისთვის კი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3 802 ლარი.

სულ ყვარლის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საზღვარგარეთულ ვიზიტებში ჯამში 12 539 ლარი დაიხარჯა.


მსგავს თემაზე:

თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით [Video]

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31