07:15:18

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდის

ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდისახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 2015 წლის თებერვალში თავის მოადგილედ პარლამენტის მაშინდელი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსი დავით ფოცხვერიშვილი დანიშნა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დავით ფოცხვერიშვილმა ქ. ახმეტაში საცხოვრებელი სახლი და 0,5 ჰა-მდე ვენახი იყიდა, რისთვისაც 9390 ლარის ოდენობით 2-წლიანი საბანკო სესხი აიღო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გამგებელმა მას 11 700 ლარი გაუწერა.

დავით ფოცხვერიშვილი წლების განმავლობაში მესაქონლეობას (მეღორეობა, მეცხვარეობა) მისდევდა, პერიოდულად დასაქმებული იყო მუშად ხე-ტყის გადამამუშავებელ კერძო საამქროებში. საჯარო სექტორში მუშაობა მან პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ზვიადაურის წყალობით დაიწყო, რომელმაც 2013 წლის დასაწყისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად დანიშნა.

2015 წლის თებერვალში, ისევ ზვიადაურის რეკომენდაციით, დავით ფოცხვერიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც მისი ხელფასის ოდენობა 1300 ლარს შეადგენს. მალევე იგი მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედაც დაინიშნა და საჯარო მოხელეთა ავკარგიანობის უპირველესი შემფასებლის ფუნქცია დააკისრეს.

გამგებლის მოადგილედ დანიშვნიდან 2-3 თვეში დავით ფოცხვერიშვილმა ქ. ახმეტაში ორი უძრავი ნივთი შეიძინა: 2015 წლის 30 აპრილს მან 2000 აშშ დოლარად იყიდა 4916 მ2 მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახი (საკადასტრო კოდი - 50.04.39.185), დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი 4500 აშშ დოლარად შეიძინა ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 52 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 50.04.42.380).

მაშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან სატელეფონო საუბარში დავით ფოცხვერიშვილმა განაცხადა, რომ უძრავი ქონება ბანკიდან აღებული სესხით შეიძინა. მანვე აღნიშნა, რომ „მისთვის უცნობია, თუ რის გამო დაერიცხა პრემია და დანამატი. ამაზე პასუხი გამგებელმა უნდა გასცეს“.

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით ფოცხვერიშვილმა 2015 წელს „საქართველოს ბანკიდან“ ნამდვილად აიღო ორი სესხი - 26 იანვარს - 5 390 ლარი სახელფასო სესხი 2017 წლის 1 თებერვლამდე ვადით, ხოლო 27 აპრილს - 4 000 ლარი სამომხმარებლო სესხი 2016 წლის 3 დეკემბრამდე ვადით. ამრიგად, საერთო ჯამში საბანკო სესხის ოდენობამ 9 390 ლარი შეადგინა.


როგორც უკვე აღინიშნა, ახმეტის გამგებლის მოადგილის გასამრჯელო თვეში 1300 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით ფოცხვერიშვილს ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს დაახლოებით 30 000 ლარი.

გარდა ამისა, საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ახმეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დავით ფოცხვერიშვილს ხელფასთან ერთად დამატებით 9-ჯერ (!) დაერიცხა პრემია და დანამატი, რაც ჯამში 11 700 ლარს შეადგენს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 9 360 ლარია და, შესაბამისად, საბანკო სესხის დასაფარად საჭირო თანხის ოდენობას თითქმის 100 %-თ ემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში გამგეობის სხვა თანამდებობის პირებიდან უმეტესობას მხოლოდ 3-4 პრემია და დანამატი აქვთ მიღებული.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრემია საჯარო მოსამსახურის ფულად წახალისებას გულისხმობს და მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლით შეიძლება გაიცეს (სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულება, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულება), ხოლო დანამატი მოიცავს ზეგანაკვეთური, ანუ არასამუშაო საათებში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ, მიუხედავად კონკრეტული წერილობითი მოთხოვნისა, გამგეობამ თავის ოფიციალურ პასუხში ვერ მიუთითა ვერცერთი სამართლებრივი საფუძველი, თუ რის გამო განხორციელდა დავით ფოცხვერიშვილისთვის პრემიებისა და დანამატების გაცემა.


ამ თემაზე:

ინტელექტ - კლუბის მოაზროვნე ახმეტის გამგეობაში თანამდებობისთვის შეუფერებლად ცნეს

ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახმეტის გამგებელმა თავის მოადგილეს ვენახის ყიდვა ბიუჯეტიდან დაუფინანსა

ახმეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30