06:18:30

Share |

„ეს ჩვენი საქმეა“ – რეაქციები ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაზე [Video]

„ეს ჩვენი საქმეა“ – რეაქციები ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაზე [Video]„ჩვენი საქმის ჩვენ ვიცით, მთავრობამ თავისი საქმე გააკეთოს“, - ასე შეხვდნენ ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეს მცხოვრებლები მთავრობის გადაწყვეტილებას, დასჯადი გახდეს ქალის გენიტალიების დასახიჩრება. ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში ამბობენ, რომ ე.წ. წინადაცვეთა ყველა გოგონასთვის სავალდებულოა და ტრადიციას, რომელსაც რელიგიური მრწამსით ხსნიან, აკრძალვის მიუხედავად მაინც გააგრძელებენ.

„თოთო გოგოები „პაპიროსს“ რომ ეწევით, თქვენთან არ არის სირცხვილი?! მოკლე „ტრუსიკით“ ქალაქში რომ დადიან ეგ არ არის სირცხვილი?!“

„რატომ უნდა აკრძალონ? ყველას თავისი წესი აქვს. სადაც ხარ ის ქუდი უნდა დაიხურო. ეს ახლანდელი კი არ არის, ძველისძველი მამა-პაპის მოგონილი საქმეა ეს და მთავრობამ უნდა დაშალოს? რაღა ამაზე მოდიან? რატომ არ გვეუბნებიან, გზა როგორი გაქვთ, რა გაკლიათ, რა გინდათ? იმათ ვინ კითხავთ, ჩემ შვილს მე რასაც მინდა იმას გავუკეთებ. იმან გაატარა 9 თვე მუცელში, იმან გააჩინა, იმან გაზარდა? რატომ უნდა აიკრძალოს, ვინ კითხავთ იმათ, რომ აიკრძალოს?“

„გავაკეთებთ „კანეშნა“, ეს ღმერთიდან მოსულია და უჯიშოდ ხომ არ დავტოვებთ? თუ არ მოვნათლე, წყალი თუ არ მიასხი და არ აბანავე ბავშვი, ის ხომ უჯიშოდ ითვლება. ყველას თავის წესი აქვს, ასეა საჭირო. ამით არავინ მომკვდარა“,- უთხრეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჩანტლისყურეს მცხოვრებლებმა.

მათგან განსხვავებით, ამგვარი პრაქტიკის არსებობას საერთოდ უარყოფს სოფლის იმამი ზაგირ ომაროვი. მისი თქმით, მსგავსი რამ მხოლოდ ადრე ხდებოდა. იმამი ტრადიციას რელიგიას უკავშირებს, თუმცა ისლამთან მის კავშირს ვერ გვიხსნის.

„აქ უჩემოდ არაფერს აკეთებენ. ეგ ადრე იყო. როგორც თქვენ გაიგეთ, მეც მაშინ გავიგე, რომ  ვითომ ყოფილა. ეგ ხომ ძალადობად არ ითვლება. ეგ მშობლების ნებაყოფლობით კეთდებოდა. ყურანს გაზეთივით ვკითხულობ და შინაარსი არ მესმის“,- გვეუბნება სოფელ ჩანტლისყურეს იმამი. 


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


ყვარლის სამ სოფელში, ჩანტლისყურეში, თივსა და სარუსოში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შესახებ საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან შეიტყო. სოფლებში ქალის გენიტალიების მოკვეთა ან ჩაჭრა სახლის პირობებში ხდება. ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ადგილობრივები იმით ხსნიან, რომ გოგონას არ გაუჩნდება სექსუალური ლტოლვა და ქმარს არ უღალატებს.

ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, ყვარლის რაიონის ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის არსებობა დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გოგონების გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.  

ჯანდაცვის სამინიტროს მთავარი სპეციალისტის, ვერა ბაზიარის განმარტებით, ქალთა გენიტალიების დასახიჩრებას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი გართულება, მათ შორის შოკი და სიკვდილიც კი.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ წელს 3 მილიონამდე ქალს უტარდება აღნიშნული მანიპულაცია. ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ძირითადად გავრცელებულია აფრიკის ქვეყნებში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და ეთიოპიაში. ეს სასტიკი პროცედურა ტარდება ქრისტიანულ ქვეყნებშიც და დამოკიდებულია ეთნიკური ჯგუფის წეს-ჩვეულებებზე. მსოფლიოს 30 ქვეყანაში 200 მილიონამდე დასახიჩრებული და უფლებაშელახული ქალი ცხოვრობს.


ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Document is empty in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Start tag expected, '<' not found in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31