15:57:50

Share |

როგორ გავაშენოთ ჟოლოს, კომშის ან სხვა კულტურების ბაღები სახელმწიფო დაფინანსებით

როგორ გავაშენოთ ჟოლოს, კომშის ან სხვა კულტურის ბაღები სახელმწიფო დაფინანსებითგარგარი, კივი, ზეთისხილი, ხურმა, ბროწეული, ნუში, თხილი, უკვე ჟოლო, მაყვალი და კომშიც, სახელმწიფო დაინტერესებულ პირებს რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. ფინანსური დახმარება ნერგების შესაძენად საერთო ღირებულების 70%–ის, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად 50%–ის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მინიმუმ 1 ჰექტარი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უნდა გქონდეთ. დაფინანსების მოპოვება განაცხადის წარდგენიდან მაქსიმუმ 7 დღეშია შესაძლებელი.

აგროპროექტს „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენებაა მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. პროგრამის მენეჯერი ლევან დოლიძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელების შედეგად იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივმა პროდუქციამ უნდა ჩაანაცვლოს, ასევე უნდა გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდეს გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდეს სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.


რომელ რეგიონში რა კულტურების გაშენებაა შესაძლებელი

პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლოვანი კულტურების სახეობები, რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში:

მაგალითად, კახეთში რეკომენდებულია ვაშლის, გარგარის, კივის, ატმის, კომშის, ქლიავის, ბალის, ტყემალის, ზეთისხილის, ხურმის, ბროწეულის, კაკალის, ნუშის, თხილის,  მსხლის, ალუბლის, ჟოლოს, მაყვლის გაშენება.

შიდა ქართლში: გარგარი, ნუში, შინდი, კაკალი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

ქვემო ქართლში: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი,  ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში.

მცხეთა – მთიანეთში: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

სამცხე – ჯავახეთში: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

იმერეთში: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი.

რაჭა ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, კომში.

სამეგრელო - ზემო სვანეთში:  კაკალი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, მსხალი, ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი.

გურიაში: მაყვალი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, კაკალი.

აჭარაში: კაკალი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის გარდა.


რას და რამდენით აფინანსებს სახელმწიფო

ბაღების გაშენების მიზნით სახელმწიფო დაინტერესებულ პირებს ფულად დახმარებას ორი მიმართულებით სთავაზობს: მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.

დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70 %. პროგრამის მენეჯერი ლევან დოლიძე ამბობს, რომ ფულადი დახმარება გაიცემა როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც. ამავე დროს, განსაზღვრულია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობაც. ნერგების იმპორტის შემთხვევაში 1 ნერგზე დადგენილი დაფინანსების მაქსიმალური თანხობრივი ლიმიტი 20%-ით იზრდება.


ნერგების შეძენის გარდა, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (დღგ - ს ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰექტარზე. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად საჭირო დაფინანსების მისაღებად, აუცილებელია, მიწის ნაკვეთს გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრში ჰქონდეს წყლის წყარო, ეს შეიძლება იყოს მდინარე, ტბა, სარწყავი არხი, ჭაბურღილი და ა.შ.

„დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ნებაყოფლობითია“, – აღნიშნავს ლევან დოლიძე.

ერთ ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა შეუზღუდავი რაოდენობით, თუმცა ჯამურად მიღებული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ხოლო ჯამურად გაშენებული ბაღის ფართობი 20 ჰექტარს.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევენ, რაც გულისხმობს ტრენინგებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიები; მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM; ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები.


როგორ მივიღოთ პროგრამაში მონაწილეობა

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე; საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს. ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი და უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან. იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს და იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის გაშენება იგეგმება, უნდა იყოს დამუშავებული არანაკლებ 40 სანტიმეტრზე და არ უნდა ედოს ყადაღა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართოთ ლაბორატორიას ნიადაგის სინჯების ასაღებად და ანალიზის ჩასატარებლად. (ლაბორატორიების  ჩამონათვალი: 1. ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“. მისამართი: ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქ.N9 ტელ: 790-65-11-15, ელ. ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ;  2. მულტიტესტი – კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია. მისამართი: თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13 ტელ: 214 48 48; ელ. ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ;  3. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი. მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N240 ტელ: 591 67 68 58 ; 577 11 20 64  ელ. ფოსტა:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; ლაბორატორიის თანამშრომელი იღებს სინჯებს ადგილზე და ახდენს მათ ლაბორატორიულ ანალიზს (ჩასატარებელი აუცილებელი ანალიზების სია)

წარადგენთ მიმართვას (სადაც მითითებულია ბაღში გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალი) და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (მიმართვის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ადგენს ლაბორატორიული ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობას და გასცემს ცნობას.

ამის შემდეგ მიმართავთ თქვენი მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს მიწის ნაკვეთის დამუშავების დასადასტურებლად (მიმართვის ფორმის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)

საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს მიწის ნაკვეთზე, შეამოწმებს მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესაბამისობას კრიტერიუმებთან დადგენილი მეთოდოლოგიის დაცვით. კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გასცემს ცნობას მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ;

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის სტანდარტული ფორმა.

წარმადგინეთ შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია პროექტების მართვის სააგენტოში (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა)

სააგენტო განაცხადს განიხილავს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.

განაცხადის და წარდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში განაცხადი დამტკიცდება.

განაცხადის დამტკიცების შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ასევე წვეთოვანი საირიგაციო სისტემის შეძენა/მონტაჟი უნდა განხორციელდეს შერჩეული კვალიფიციური კომპანიებისაგან.


ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
20:00-00:00
Clear skyNNW3°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30