12:20:23

ფირნიშები
Share |

მზადება პრემიერ–მინისტრის დასახვედრად და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში [Video]

მზადება პრემიერ–მინისტრის დასახვედრად და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში [Video]წნორში პრემიერ – მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა – ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა. ჟურნალისტის არაერთი მოთხოვნის შემდეგ, ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათში თამაზ მათეშვილს სიმთვრალე – სიფხიზლეზე შემოწმება ჩაუტარდა. ის ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი ავტომობილს მართავს. ამ დროისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, პოლიციამ შეადგინა თუ არა თამაზ მათეშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს 6 თვის ვადით.

პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


დღეს, დილით, თამაზ მათეშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას“, - აცხადებს თამაზ მათეშვილი.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


გელა მთივლიშვილის თქმით, ვიდეომასალაში, რომელიც მან პოლიციას გადასცა, გამოკვეთილია არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი, არამედ ხულიგნობაც. ჟურნალისტი თამაზ მათეშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„ყბებში ჩარტყმით ტკივილს არ განვიცდი, არც უცენზურო სიტყვებით გინება მიკვირს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შემაჩვიეს. ეს ჩინოვნიკი, რომელმაც გუშინ შეურაცხყოფა მომაყენა, როგორც გამოვარკვიე, 2012 წლამდეც წნორის გამგებელი იყო, მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არაერთ სიველურეში ამხელდნენ. მოვიდა თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, დაპორტირდა და გამგებლად მუშაობა გააგრძელა. თანამდებობიდან საჯარო მოსამსახურისთვის უღირსი საქციელის გამო რომ გაეთავისუფლებინათ და არა პირადი განცხადების საფუძველზე წასულიყო, მე მაინც საქმის სწრაფად გამოძიებას ვითხოვ. მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით. ვნახოთ, ამ საქმესაც თუ შემოდებენ თაროზე ისევე როგორც, თითქმის 10 წელია თაროზეა შემოდებული ჩემი მიმართულებით სროლის, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარის აფეთქების, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე აღძრული საქმეები“, – აღნიშნავს საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი გელა მთივლიშვილი.

რაც შეეხება წნორში, თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რომლის გადაღებასაც ზემოაღნიშნული ინციდენტი მოჰყვა, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ქალაქ წნორში ცენტრალური ქუჩა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გამოა გადათხრილი. დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზიმო“ აწარმოებს და პროექტის ღირებულება 11,238,124.36 ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის 1–ელ ივლისს უნდა დასრულებულიყო. ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად გიამბობთ.



ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 25
26 27 28 29 30