15:40:27

ფირნიშები
Share |

„რესპუბლიკელების“ დისკრიმინაცია ახმეტაში – ხათუნა სამნიძე: „ამ პროცესებში ზვიადაური ერევა“

„რესპუბლიკელების“ დისკრიმინაცია ახმეტაში – ხათუნა სამნიძე: „ამ პროცესებში ზვიადაური ერევა“ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის წევრებს ავალდებულებენ პარტიის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობაზე უარს ეუბნებიან. ერთ–ერთმა წევრმა დავით სიმონიშვილმა პარტია უკვე დატოვა. პარტიის დანარჩენ წევრებს ნათია ქინქლაძეს, ნინო ბიჩინაშვილს და სხვებს კი უარი უთხრეს მუშაობის გაგრძელებაზე. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამ პროცესებში უხეშად ერევა მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

„არა მხოლოდ ახმეტის ფაქტები, არამედ რამდენიმე რაიონიდან მიღებული ინფორმაცია მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ადგილებზე, სადაც ცენტრიდან არ არის გამართული კომუნიკაცია, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი და ამ გადაწყვეტილებებში ერევიან არაუფლებამოსილი პირები ან სტრუქტურები.

- ვინ ერევიან, რომ დააკონკრეტოთ.

ეს ადამიანები როგორც არჩევნების დროს, ახლაც ერევიან თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშად. ახმეტის შემთხევაში ამ როცესებში ერევა მაჟორირატი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ამას არ მალავენ ადგილზე და ღიად საუბრობენ რესპუბლიკელები.

- კოალიციაში, პოლიტიკური საბჭოს ფორმატში არ აპირებთ ამ საკითხის გარკვევას?

არჩევნების დროს განვიხილავდით ამ საკითხს. ახლაც ვიმსჯელებთ კოალიციაში და დარწმუნებული ვარ ეს შედეგს გამოიღებს. სწორი კომუნიკაციის მეშვეობით და კოალიციაში თანამშრომლობით აუცილებლად გადაწყდება პოზიტიურად“.

დავით სიმონიშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრთა რიგებში 2012 წლიდან ირიცხებოდა, პარტია უკვე დატოვა.

– ბატონო დავით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ახმეტის მუნიციპალიტეტში კონკურსის შედეგად 51 ქულა მიიღეთ, მაგრამ დასაქმების სანაცვლოდ რესპუბლიკური პარტიის დატოვება მოგთხოვეს.

– მე უკვე აღარ ვარ რესპუბლიკური პარტიის წევრი. სხვა საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა“.

რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი ლევან ბორჩაევი კონკურსის ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც პანკისის ხეობაში, სოფელ ხალაწანში გამგებლის წარმომადგენლის ვაკანსიის დასაკავებლად ტესტირებაზე გამსვლელი ქულა (41) მიიღო და გასაუბრებაზეც გავიდა, ყველა დანარჩენი მონაწილე (მოქმედი რწმუნებულები და სპეციალისტები) გამოცდაზე ჩაიჭრა, მაგრამ ბორჩაევი სოფელში გამგებლის წარმომადგენლად არ დანიშნეს.

„როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაუქმდა რწმუნებულის თანამდებობები და დაინიშნენ გამგებლის წარმომადგენლები, ხოლო ყოფილი აპარატის ყველა თანამშრომელი, დაახლოებით 50 ადამიანი, გამგეობამ აიყვანა ხელშეკრულებით, ჩემს გარდა, მე გამათავისუფლეს სპეციალისტის პოზიციიდან. კონკურსი რომ გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე გამგებლის წარმომადგენლის ვაკანსიაზე. პანკისის ხეობაში არის 3 ადმინისტრაციული ერთეული და გამგებლის ვერცერთმა წარმომადგენელმა ტესტირება ვერ გადალახა. მე 41 ქულა მივიღე. პანკისის ხეობაში, სადაც კადრების ნაკლებობაა, მე კი უმაღლესი განათლებაც მაქვს და თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილებაც, სამსახურში არ მიმიღეს. პანკისის ხეობის სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში (დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო) კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადეს, ხოლო გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მუშაობას ისევ გამგებლის ძველი წარმომადგენლები აგრძელებენ“, – აღნიშნავს ლევან ბორჩაევი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტაში კონკურსში მონაწილეობდნენ, ტესტირება გაიარეს და დასაქმებას ითხოვდნენ რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრებიც ნათია ქინქლაძე (49 ქულა), ნინო ბიჩინაშვილი (48 ქულა), ანა კვირიკაშვილი (45 ქულა), ნათია ძეგლიგაშვილი (38 ქულა), მარი როსებიშვილი, მაგრამ საკონკურსო – საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, „მათ ვერ გადალახეს კონკურსის ბოლო, გასაუბრების ეტაპი“.

ნათია ქინქლაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წლიდან მუშაობდა. კონკურსში მან მონაწილეობა მიიღო გამგეობის საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. ნათია ქინქლაძემ კონკურსის პირველ ეტაპზე (ტესტირება) 49 ქულა მიიღო, გამსვლელი ქულა 30 იყო. გასაუბრებაზეც გავიდა, მაგრამ მას დასაქმებაზე უარი უთხრეს. ნიშანდობლივია, რომ გამგეობის აღნიშნულ განყოფილებაში სულ 4 ვაკანსია იყო გამოცხადებული. კონკურსის შემდეგ, სამ ადგილზე დანიშნეს განყოფილების ყოფილი თანამშრომლები. ნათია ქინქლაძე კი ნინო ოთიურიძით ჩაანაცვლეს. ოთიურიძე პროფესიით სტომატოლოგია და თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. გადამოწმებული ინფორმაციით, მას ტესტირება არ გაუვლია ახმეტის მუნიციპალიტეტის კონკურსის მონაწილეებთან ერთად.

ნათია ქინქლაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ზაქარია ქინქლაძის შვილია. ზაქარია ქინქლაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ზეწოლის შედეგად, 2013 წლის სექტემბერში, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენეს.

რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი ნინო ბიჩინაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, კონკურსის შემდეგ, დიანა მუსაშვილმა ჩაანაცვლა. მუსაშვილი ზურაბ ზვიადაურის ნათლიის შვილია. საყურადღებოა, რომ ტესტირებაზე ნინო ბიჩინაშვილმა უფრო მაღალი ქულა მიიღო (48), ვიდრე მუსაშვილმა. ამასთან, ბიჩინაშვილს ამ მიმართულებით გამოცდილება აქვს, მუსაშვილს კი არა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს ვერ დაუკავშირდა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სატელეფონო ზარებს არც „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა უპასუხა.

 

ამ თემაზე:

გადაცემა თემაზე - რესპუბლიკელების დევნა ახმეტაში [Video]

ზურაბ ზვიადაური – აქამდე ხომ მუშაობდა, თუ მინდოდა, მაშინ ვერ გავუშვებდი?

 

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
20:00-00:00
Cloudyfrom west-northwest22°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2015 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28