20:28:15

Share |

გადაცემა თემაზე - ბავშვების იძულებით გათხოვება – საგანგაშო სტატისტიკა [ინფოგრაფიკა – Video]

2011–2014 წლებში საქართველოში მე–9 კლასამდე სწავლა 4599–მა გოგონამ შეწყვიტა [ინფოგრაფიკა]კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ოფიციალური მონაცემებით, 2011–2014 წლებში საქართველოში მე–9 კლასამდე სწავლა 4599–მა გოგონამ შეწყვიტა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკშიც ათხოვებენ. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა იძულებით გათხოვების გამო გოგონებმა თავი მოიკლეს. დანაშაულებრივი ტრადიცია იყო საინფორმაციო ცენტრების ქსელის გადაცემის თემა.

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალასა და ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ჩატარებული ვიდეოგამოკითხვა ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში შვილის გათხოვების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი საქმროს ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა. გამოკითხული რესპოდენტები ადასტურებენ, რომ გოგონებს 13–14 წლის ასაკშიც ათხოვებენ და საქმროს მშობლებს გოგონას ოჯახში 10–15 ათასი ლარის ძვირფასეულობა მიაქვთ.

გადაცემაში მოუსმენთ ყარაჯალას სკოლის დირექტორს ელზა აშიროვას, რომელიც იძულებით გათხოვების გამო არასრულწლოვანი გოგონების თვითმკვლელობის ფაქტებზე საუბრობს. ასევე, ექიმ – გინეკოლოგ ნანა მღებრიშვილს, რომელიც განმარტავს, რა რისკ – ფაქტორებთან არის დაკავშირებული ადრეულ ასაკში გათხოვება და ორსულობა.

სტუდიაში სტუმრად არიან ანა არგანაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი;

ბაქირ იუნუსოვი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის საჯარო სკოლის პედაგოგი.

სტუდიაში ქუთაისიდან სკაიპით ჩაერთო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გადაცემების მომზადება IREX–ის მხარდაჭერით დაიწყო.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

 

 

 

 

ამ თემაზე:

15 წლის გოგონა – მანქანაში მაუპატიურებდა ყოველ ღამით, ჩემი ცოლი რომ გახდე, აუცილებელიაო

გოგონათა გასხვისება ცხოველების სანაცვლოდ – 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს

13–16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ [Video]

 

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2014 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31