17:58:19

Share |

22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს22 წლის გოგონამ განცხადებით მიმართა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას. განმცხადებელი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს პატრულ –ინსპექტორს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გოგონა საჩივარში აღწერს, რომ გაუპატიურების შემდეგ პატრულ – ინსპექტორი მას აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, რომ სექსუალური ურთიერთობა ტელეფონით ჰქონდა გადაღებული და მასთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ფოტოებს მისი მეუღლე ნახავდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვის გამო არ ამჟღავნებს გოგონას და საქმესთან დაკავშირებული სხვა რესპოდენტების ვინაობას. ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებთ პატრულ – ინსპექტორის ვინაობასაც და შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდებით.

„2013 წლის სექტემბერში გავიცანი. რამდენიმე ადამიანი ვიყავით. მეგობარმა გამაცნო, ჩემი ნათესავიაო. იმ საღამოს დავლიეთ. ცუდი არაფერი მიფიქრია, ჩემი ახლობელიც იქ იყო. მოგვიანებით მარტო დავრჩით. ძალა იხმარა, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ შევძელი, გამაუპატიურა. ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, მაგრამ ვერ გავბედე. მეშინოდა ჩემს მეუღლეს არ გაეგო. შვილები მყავს და ოჯახის დანგრევა არ მინდოდა. მომდევნო დღეებში ისევ დამიკავშირდა. უკვე ვიცოდი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. ვუთხარი, რომ აღარ დაერეკა, თორემ ვუჩივლებდი. თუ მიჩივლებ, შენი ქმარი ყველაფერს გაიგებსო. ვითარების გასარკვევად ისევ შევხვდი. შეხვედრისთანავე სექსუალური კავშირის დამყარება მოინდომა. უარი ვუთხარი. დამემუქრა, ფოტოები მაქვს გადაღებული და თუ არ გინდა შენმა ქმარმა ნახოს, ჩემთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოო. რომ მიჩივლო, არავინ დაგიჯერებსო. რამდენჯერმე მითხრა, მანქანას ისე დაგაჯახებ და მოგკლავ, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. შემაშინა. ჩვენი ურთიერთობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩემმა მეუღლემ ტელეფონში მესიჯები არ ნახა. როცა მკითხა რა ხდებაო, ყველაფერი მოვუყევი. იმ ღამითვე სახლიდან წამოვედი. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მეუღლის ოჯახის წევრებმა დამიჭირეს და მშობლებთან წამიყვანეს. მეორე დღეს ბავშვები წამოვიყვანე და მას შემდეგ ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. პატრულზე შურისძიების მცდელობის გამო ჩემი მამამთილი რომ დააკავეს, განცხადებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას მივმართე, ყველაფერი დეტალურად აღვწერე. სამინისტროში განცხადების შეტანიდან ერთი თვის შემდეგ დამიბარეს, პროკურატურაშიც გამომკითხეს და მას შემდეგ არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, – აღნიშნავს გოგონა.

მისი მამამთილი პოლიციამ 2014 წლის 11 აპრილს დააკავა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა ერთ–ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც იმყოფებოდნენ რაიონული პოლიციის თანამშრომლები ლ. ა და მ. რ. მამაკაცმა დაიწყო გინება. მას თან ჰქონდა ხელის მსხვრევადი ყუმბარა – ე.წ. „გირჩი“, რომლის გამოსაკრავ რგოლზეც ხელი ეკიდა და ლ.ა–ს და მ.რ–ს აფეთქებით ემუქრებოდა. პოლიციის თანამშრომლებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დასახმარებლად პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

„ჩემს რძალს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აშინებდა და მასთან ურთიერთობას აიძულებდა. ჩემს ბიჭს ოჯახი თებერვალში დაენგრა. ცოლის ტელეფონში პოლიციის თანამშრომლის მესიჯები აღმოაჩინა. როგორც ჩემმა რძალმა გვითხრა, პატრული აშანტაჟებდა, ეუბნებოდა, ფოტოებს შენი ქმარი ნახავს, თუ ჩემთან არ იქნებიო. უთვალთვალებდა, როდის მოდიოდა ჩემთან, მაღაზიაში. ასე უთქვამს, ახალი გათხოვილი რომ იყავი თვალი მაშინ დაგადგიო. ოჯახი გამიუბედურა და მერე, კიდევ ჩვენს მაღაზიასთან მოდიოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულის მანქანით და ჩემი მეუღლის ან შვილის გამოწვევას ცდილობდა. ვეჩხუბე კიდეც, აქ რა ნამუსით მოდიხარ, აქ აღარ დაგინახო მეთქი. ჩემმა ქმარმაც ვეღარ მოითმინა და რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს კიდეც, ხელყუმბარა ჰქონდა და პოლიციის თანამშრომლებს აფეთქებით ემუქრებოდაო“, – აღნიშნავს დაკავებულის მეუღლე, გოგონას დედამთილი.  

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, წინასწარ გამოძიებაშიც და სასამართლო პროცესზეც საქმის განხილვის დროს, ბრალდებულმა (გოგონას მამამთილმა) ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოყვა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გააუპატიურა მისი რძალი, რის შემდეგაც აშანტაჟებდა და მასთან სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა, ამის გამო კი პატრულ ინსპექტორზე შურისძიება გადაწყვიტა.

არც წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოში, საქმის განხილვისას ბრალდებულის ამ განცხადებებით პროკურატურა არ დაინტერესდა. სასამართლომ მამაკაცს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეისწავლა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ – ინსპექტორის წინააღმდეგ გოგონას განცხადება და რა გადაწყვეტილება მიიღო? ამ კითხვით შსს–ს პრესსამსახურს მივმართეთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

დაზუსტებული ინფორმაციით, გოგონას განცხადების საფუძველზე მოკვლევა მიმდინარეობდა რაიონულ პროკურატურაშიც. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის მოტივით, გამოძიება შეწყდა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მთავარ პროკურატურასაც მივმართეთ, მაგრამ განმარტება ვერ მივიღეთ.

პატრულ ინსპექტორი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მას დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრაზე და კომენტარის გაკეთებაზეც უარი თქვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს აღნიშნულ პატრულ – ინსპექტორთან და საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს მოქმედ თანამშრომლებთან დაკავშირებით სხვა, მსგავსი საქმეების თაობაზეც მოაწოდეს ინფორმაცია. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამ საქმეებზე მუშაობს და გადამოწმებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

 

ფოტო

News image

2016 წლის National Geographic-ის მოგზაურობის ფოტოკონკურსში გამარჯვებულები [Photos]

ვიდეო

ინტერვიუ თარხან ბათირაშვილის მამასთან – აიძულეს აქედან წასულიყო

ვიდეო

ნუგზარ იდოიძის ვიდეობლოგი – მთის კანონი თუშეთს არ ეხება

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 26.07.16
22:00-01:00
Partly cloudyNNW19°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 27.07.16 13:00-19:00
Partly cloudyfrom east22°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 28.07.16 13:00-19:00
Rain showersfrom east-northeast19°C1.6m/s
3.3mm
პარასკევი 29.07.16 10:00-16:00
Fairfrom east18°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2014 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28 29 30 31