11:27:45

Share |

თელავის რეფერალური საავადმყოფო – ჩემი ოჯახის კლინიკა (R)

თელავის რეფერალური საავადმყოფო – ჩემი ოჯახის კლინიკა (R)მეოთხე თვეა თელავში რეფერალური საავადმყოფო ფუნქციონირებს. სამედიცინო ცენტრი უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები მუშაობენ. რეფერალური საავადმყოფოს მმართველი კომპანია „ჩემი ოჯახის  კლინიკა“ მოსახლეობას რეგულარულად სთავაზობს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს, გასინჯვებს და ფასდაკლებას გამოკვლევებზე.

ერთ – ერთი ასეთი აქცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 6 ივლისს ჩატარდა. პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოწვეული პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის, მეანგინეკოლოგის და სხვა სპეციალისტებისგან უფასო კონსულტაცია მიეღოთ.

„ჩემი ოჯახის კლინიკის“ დიაგნოსტიკური კლინიკის დირექტორის ქეთევან შარანგიას თქმით, აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა და იმ პათოლოგიების დროულად გამოვლენაა, რომელთა მართვაც შესაძლებელია.

ქეთევან შარანგია, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ დიაგნოსტიკური კლინიკის დირექტორი: „პაციენტებს უფასოდ გასინჯვა მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ, გამოკვლევებზე კი „თელავის რეფერალურმა საავადმყოფომ“ მათ 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზა. დაავადების შემთხვევების გამოვლენა მოხდა და პაციენტებს უკვე დაენიშნათ შესაბამისი მკურნალობა. რამდენიმე პაციენტი მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას. „თელავის რეფერალური საავადმყოფო“ ბოლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრია, სადაც რეგიონის მოსახლეობას პრაქტიკულად  ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია“.

ელენე მაისურაძე, თელავის მცხოვრები: „ასეთი აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი სპეციალობის ექიმი ჰყავთ ჩამოყვანილი. მაგალითად, ძალიან ძნელია პროფესიონალ ბავშვთა ტრავმატოლოგთან და ბავშვთა ორთოპედთან კონსულტაციის მიღება, რადგან ამ სპეციალობის ექიმები კახეთში ბევრ კლინიკას არ ჰყავს. აქამდე თბილისში გვიხდებოდა ხოლმე წასვლა. თელავის რეფერალურმა საავადმყოფომ კი ეს პრობლემა მოგვიხსნა“.

ნინო ციგროშვილი, თელავის მკვიდრი: „აქციის შესახებ დილით გავიგეთ, მეზობელმა ინტერნეტში ნახა განცხადება. შორსმხედველობა მაწუხებს, პროფესიით პედაგოგი ვარ და ჩემთვის მხედველობა ძალიან მნიშვნელოვანია. გამსინჯეს, დამინიშნეს მკურნალობა და სათვალე. ძალიან კმაყოფილი ვარ“.

გიგლა ჯაშიაშვილი, თელავის მკვიდრი: „ვენებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა, საშინელი ტკივილი მაწუხებს. უფასოდ გამსინჯეს და დანიშნულება მომცეს. ძალიან კარგად მოგვემსახურნენ. კარდიოლოგსაც გავესინჯე და რჩევებიც მივიღე. იმედი მაქვს, უკეთესად ვიქნები. ძალიან კარგია, რომ რეგიონში ასეთი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს“.

ფირანგიზა ორუჯოვი, სოფელ ყარაჯალას მცხოვრები: „რევმატიზმი მაქვს. მუდმივად მაწუხებს ტკივილი წელისა და ფეხების არეში. გაჭირვებული ხალხისთვის ასეთი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფულობის გამო ხშირად ექიმთან მისვლას ვაგვიანებთ, დაავადება კი უფრო მწვავდება“.

თელავის რეფერალურ საავადმყოფო 70 საწოლზეა გათვლილი. საავადმყოფო ქალბატონებს სამეანო გინეკოლოგიურ სრულ პაკეტს სთავაზობს.

საავადმყოფოს დირექტორის გელა ორველაშვილის განცხადებით, პაციენტებს ყოველ შაბათ - კვირას, თბილისის სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული ექიმები ემსახურებიან.

„თელავის რეფერალური საავადმყოფო აქ მოსულ პაციენტებს ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების საშუალებით ყველანაირ სამედიცინო სერვისს სთავაზობს, გარდა კარდიოქირურგიული ოპერაციებისა. კეთდება ნეიროქირურგიული, ონკოლოგიური, მამოლოგიური, ანგიოქირურგიული და ყველა სახის ქირურგიული, ლაპარასკოპიული, გინეკოლოგიური ოპერაციები. გვყვავს მოწვეული გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი, რომელიც ძალიან მაღალი დონის გინეკოლოგიურ ოპერაციებს აკეთებს. გვაქვს კარგად აღჭურვილი ლაბორატორია, ციფრული რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, ენდოსკოპია, დუოდენოსკოპია და კოლონოსკოპია, რეანიმაციული განყოფილება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბავშვთა რეანიმაციასაც“, -განაცხადა გელა ორველაშვილმა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ხელშეკრულება ყველა სადაზღვევო კომპანიასთან აქვს გაფორმებული.

თამარ მოდებაძე | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ფირნიშები

ვიდეო

„9 წელი კარი არ დამიკეტია. ეხლა ყველა კეტავს“ - გამოკითხვა ლაგოდეხში

ვიდეო

გზა პანკისიდან სირიამდე – ინტერვიუ ხასო ხანგოშვილთან

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 01.11.14
16:00-19:00
CloudyNNW12°C2.0m/s
0.1mm
19:00-01:00
Cloudyfrom west-northwest7°C1.7m/s
0.2mm
კვირა 02.11.14 13:00-19:00
Rain10°C2.6m/s
1.6mm
ორშაბათი 03.11.14 13:00-19:00
Fairfrom northwest6°C4.1m/s
0.2mm
სამშაბათი 04.11.14 10:00-16:00
Rain showersfrom south0°C1.0m/s
2.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31