04:25:28

ფირნიშები
Share |

ბიძინა ივანიშვილი - ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დავტოვებთ (Video)

ბიძინა ივანიშვილი - ლოპოტას ხეობაში მომხდარ  უბედურებას გამოუძიებელს არ დავტოვებთ„მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა და ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში გამართულ აქციაზე.

ივანიშვილმა სპეცოპერაციის დროს დაღუპული ქართველი სამხედროებიც გაიხსენა და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„ნახეთ ამ დღეებში ლოპოტის ხეობის სოფელ ლაფანყურში დატრიალებული ტრაგედია, იქ ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იქ დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილოეთ კავკასიელები. ეს არ არის ქართული ოცნება, ასეთი ქართული ოცნება არ შეიძლება იყოს. გლოვა და მწუხარება მოუტანა ამ უბედურებამ ქართველ და არამარტო ქართველ დედებს. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა სინამდვილეში და ამიტომ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ შეფასებას. ის, რაც ნამდვილად ვიცით არის, რომ მომხდარს შეეწირნენ ადამიანები, ახალგაზრდები. ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ამბის მსხვერპლის გარეშე დამთავრება. დანამდვილებით კიდევ ის ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან როცა გვიმტკიცებდა, რომ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ დივერსანტთა რაზმს ებრძოდა, მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან არ იყო შემოსული, მტკიცება დაგვიწყეს, რომ რაზმის არცერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო. ჟურნალისტების წყალობით გავიგეთ, რომ დაღუპულთათვის პანკისის ხეობის სოფლებში საფლავები გაითხარა, ოჯახები კი დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ. გავიგეთ ისიც, რომ ხელისუფლება ცხედრებს არ აძლევდა ოჯახებს, ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო სინანულიც არ გამოთქვეს, ტერორისტების ბედის გამო კი დღემდე მოთქვამენ.

ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია. შსს–მ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7–ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom southwest10°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30