08:07:23

ფირნიშები

„რუსთავი 2“-ის „მთავარი“ მოსამართლის ოჯახის არადეკლარირებული საწარმოები

„რუსთავი 2“-ის „მთავარი“ მოსამართლის ოჯახის არადეკლარირებული საწარმოებითბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებული გახმაურებული საქმის განმხილველ კოლეგიას თავმჯდომარეობდა, 28 ოქტომბერს კი უვადოდ იქნა დანიშნული მოსამართლედ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს, - იგი ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს ინფორმაციას მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის შესახებ. კანონის თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილად და კეთილსინდისიერად შევსება მოსამართლის უვადოდ დანიშვნისას მისი შეფასების ერთ-ერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმად მიიჩნევა.

ვრცლად

 

დართლო-ჩიღოს გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა ხელახლა დაიწყო

დართლო-ჩიღოს გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა ხელახლა დაიწყოსახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველმა საბჭომ, თუშეთში, დართლო-ჩიღოს საავტომობილო გზის მშენებლობის გამო გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ საჩივარი და კანონთან შეუსაბამობის მოტივით გააუქმა ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულ ტენდერში ხელახლა დაიწყო გამარჯვებულის „შერჩევა/შეფასების“ ეტაპი.

ვრცლად

 

ყვარელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა

ყვარელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა

საქართველოში, კერძოდ, ყვარლის რაიონის ეთნიკური ხუნძებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ გოგონების შემთხვევაში წინადაცვეთის პროცედურა სახლში ტარდება. კანს მაკრატლით ჭრიან და ჭრილობას ხანდახან სუფთა სპირტით წმენდენ. რესპოდენტების განმარტებით, წინადაცვეთის შემდეგ ქალები ნაკლებად ტემპერამენტიანები არიან და სექსუალური ლტოლვა არ აქვთ.

ვრცლად

 

როგორ გავაშენოთ ჟოლოს, კომშის ან სხვა კულტურების ბაღები სახელმწიფო დაფინანსებით

როგორ გავაშენოთ ჟოლოს, კომშის ან სხვა კულტურის ბაღები სახელმწიფო დაფინანსებითგარგარი, კივი, ზეთისხილი, ხურმა, ბროწეული, ნუში, თხილი, უკვე ჟოლო, მაყვალი და კომშიც, სახელმწიფო დაინტერესებულ პირებს რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. ფინანსური დახმარება ნერგების შესაძენად საერთო ღირებულების 70%–ის, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად 50%–ის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მინიმუმ 1 ჰექტარი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უნდა გქონდეთ. დაფინანსების მოპოვება განაცხადის წარდგენიდან მაქსიმუმ 7 დღეშია შესაძლებელი.

ვრცლად

 

რაში იღებს კახეთის საოლქო პროკურორი პრეზიდენტსა და პრემიერზე ბევრად მაღალ გასამრჯელოს

კახეთის საოლქო პროკურორი პრეზიდენტსა და პრემიერზე ბევრად მაღალ გასამრჯელოს იღებსკახეთის საოლქო პროკურორის ვაჟა ფანოზიშვილის წლიური გასამრჯელო 100 000 ლარზე მეტია. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და უკლებლივ ყველა მინისტრის თანამდებობრივ სარგოს.  კახეთის საოლქო პროკურორად ვაჟა ფანოზიშვილის მუშაობის პერიოდში, რეგიონში ათეულობით მძიმე დანაშაული მოხდა, მათ შორის არაერთი გახმაურებული საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ვრცლად

 

ქალაქ თელავის ვიცე-მერის ოჯახის არადეკლარირებული ბიზნესი

ქალაქ თელავის ვიცე-მერის ოჯახის არადეკლარირებული ბიზნესიქალაქ თელავის მერის პირველი მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს. ვიცე მერი ქონებრივი მდგომარეობის არცერთ დეკლარაციაში არ უთითებს მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობას და ამ საქმიანობიდან წლიურად მიღებულ შემოსავალს.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა  დანაშაულად ითვლება.

ვრცლად

 

საარჩევნო კაბინაში შემოხაზული 41 და მარკირებული ამომრჩევლები - რეპორტაჟი მარნეულიდან

საარჩევნო კაბინაში შემოხაზული 41  და მარკირებული ამომრჩევლები - რეპორტაჟი მარნეულიდანსაპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მარნეულში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის და ინციდენტების ფონზე წარიმართა. მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, აკმამედ იმამკულიევი დაუპირისპირდნენ. საარჩევნო უბნებზეც კამათი და შეხლა-შემოხლა სწორედ ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ, „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტია მარცხის გამო არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს.

ვრცლად

 

კახეთში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხუთივე ოლქში გაიმარჯვეს

კახეთში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხუთივე ოლქში გაიმარჯვეს2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კახეთის რეგიონში ხუთ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით მაღალი იყო არჩევნების პირველ ტურში. მეორე ტურის შედეგების მიხედვით აქტივობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 23 საგარეჯო - 35,17 %; 24 გურჯაანი - 50,42 %; 26 ლაგოდეხი-ყვარელი - 44,50 %; 27 თელავი-ყვარელი - 50,28 %; 28 - ახმეტა-თელავი - 45,87 %.

ვრცლად

 

„ოცნების“ დირექტივა – დაუკეცავ ბიულეტენს ნდობით აღჭურვილ პირს აჩვენებთ

„ოცნების“ დირექტივა – დაუკეცავ ბიულეტენს ნდობით აღჭურვილ პირს აჩვენებთრამდენიმე დღის წინ, ახმეტის იმ სოფლების საბავშვო ბაღების თანამშრომლები, სადაც მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ან უმნიშვნელო უპირატესობით მოიგო, „ოცნების“ საარჩევნო შტაბებში დაიბარეს. საბავშვო ბაღების თანამშრომლებს „ოცნების“ შტაბებში 10 კაციანი სიების წარდგენა და კენჭისყრის დღეს, სიაში მოცემული ამომრჩევლების უბნებზე მიყვანა დაევალათ. დირექტივის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში მიყვანილმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის კაბინიდან ბიულეტენები დაუკეცავი უნდა გამოიტანონ და იქვე მყოფ ერთ–ერთ პირს უნდა დაანახონ, რომ ნამდვილად 41–ე ნომერი შემოხაზეს.

ვრცლად

 

მარნეული არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

მარნეული არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება მარნეულის რაიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის  მზადება ყველგან იგრძნობა: ქუჩებში ახალი სარეკლამო ბილბორდები დგას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ჩამოხეული პლაკატები კი ახლებითაა ჩანაცვლებული.

ვრცლად

 

რა გახდა „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში 59 წლის ქალის დასახიჩრებისა და გარდაცვალების მიზეზი? [Video]

რა გახდა „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში 59 წლის ქალის დასახიჩრებისა და გარდაცვალების მიზეზი? [Video]59 წლის ქეთევან ჩირიკაშვილი „ჯეოჰოსპიტალსის“გურჯაანის სამედიცინო ცენტრში 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ცხედარი სახლში გადაასვენეს, გარდაცვლილის შვილმა აღმოაჩინა, რომ დედამისს თავი გატეხილი ჰქონდა და 12 ნაკერი ედო. ექიმებს ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებისთვის მანამდე არაფერი უთქვამთ. ცხედარს სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილებზეც აღენიშნება. ოჯახის წევრებმა მომხდარის გასარკვევად პოლიციას მიმართეს.

ვრცლად

 

ჯოყოლო – დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია [Video - Photos]

ჯოყოლო – დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია [Video - Photos]პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ  მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ  მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

ვრცლად

 

სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება [Video]

სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება [Video]თოვლის საფარი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში 11 სანტიმეტრს არ აღემატება, მაგრამ მოსახლეობა სამი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აცხადებს, რომ რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ შახვეტილას გარდა ყველა დასახლებას აღუდგინეს, თუმცა ამ დრომდე შუქი არც სოფელ მაღაროში აქვთ. უშუქოდ დარჩენილი სოფლების ნაწილში, სადაც საჯარო სკოლებში გასათბობად ელექტროღუმელებს იყენებენ, მოსწავლეები გაკვეთილებს აცდენენ. უშუქობის გამო ზოგიერთ რაიონში, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება.

ვრცლად

 

ნაზი ბუჩუკური – სოფელ ჩალახევის ერთადერთი მცხოვრები [Photos - Video]

ნაზი ბუჩუკური – სოფელ ჩალახევის ერთადერთი მცხოვრები [Photos - Video]„ხისა და ქვის ხანაში ვართ ჩარჩენილი. უგზოობა, უშუქობა, უტელეფონობა 21-ე საუკუნეში. თუ არაგვი გაგიჟდა და გადაირია, სამი თქვე ვიკეტებით ხოლმე. როცა სადმე დარეკვა მინდა, სადღაც მთაზე უნდა ვიარო, მაღლა უნდა ვეძებო ადგილი რომ დავრეკო. ზამთარში თოვლია, ვერსად გახვალ. აქ სტუმარი იცი რა ღირს? მილიონი ღირს, რომ ადამიანი დაინახო და გამოელაპარაკო“, – ამბობს 62 წლის ნაზი ბუჩუკური, უკანაფშავის სოფელ ჩალახევის ერთადერთი მცხოვრები.

ვრცლად

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 1000 ლარად მიღებული ბინა 250 000 აშშ დოლარად გაყიდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 1000 ლარად მიღებული ბინა 250 000 აშშ დოლარად გაყიდასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ქალაქ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 110,50 მ2 საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას სახელმწიფოსგან 2010 წლის 25 აგვისტოს სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადაეცა, 2016 წლის 22 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 250 000 აშშ დოლარად გაასხვისა. კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საცხოვრებელი ბინა ექსკლუზიურად მისი თანამდებობრივი სტატუსის გამო გადაეცემა.

ვრცლად

 

პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს [Video]

პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ  მონაწილეობსახმეტა-თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის გელა სამხარაულის წინასაარჩევნო აგიტაციაში მისი დის ქმარი, პოლიციის პოლკოვნიკი ლევან შაშიაშვილიც მონაწილეობს. იგი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამ მოთხოვნის დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ვრცლად

 

ირაკლი შიოლაშვილის გამარჯვება წვეულებაზე სიღნაღის საოლქოს ხელმძღვანელებმაც იზეიმეს

ირაკლი შიოლაშვილის გამარჯვება წვეულებაზე სიღნაღის საოლქოს ხელმძღვანელებმაც იზეიმესსაპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი – დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი შიოლაშვილის გამარჯვება, სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებმაც იზეიმეს. საგანგებო წვეულება 16 ოქტომბერს, ნუკრიანში, ე.წ. რიტუალების სახლში გაიმართა და მას ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. წვეულების ორგანიზატორი ირაკლი შიოლაშვილი იყო და სუფრასაც თავად უძღვებოდა. სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიის მდივნის მამუკა კორაშვილის განცხადებით, წვეულებით არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება აღნიშნეს.

ვრცლად

 

35 სამხედრო დაშავდა, 1 დაიღუპა – რატომ ამობრუნდა ბოდბეში სამხედრო ავტომობილი

35 სამხედრო დაშავდა, 1 დაიღუპა – რატომ ამობრუნდა ბოდბეში სამხედრო ავტომობილი35 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა და 1 დაიღუპა სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაშავდა ერთი სამოქალაქო პირიც, რომელიც „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილს მართავდა. დაშავებულთაგან რვა სამხედრო მოსამსახურე კატასტროფის ცენტრის ბრიგადებმა თბილისში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ვრცლად

 

თელავის მერიის სამსახურის უფროსის „სადეკლარაციო“ კურიოზები და დამალული საწარმოები

თელავის მერიის სამსახურის უფროსის „სადეკლარაციო“ კურიოზები და დამალული საწარმოებიქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს. იგი ქონებრივი მდგომარეობის არცერთ დეკლარაციაში სწორად არ უთითებს დაკავებულ თანამდებობას და საჯარო სამსახურიდან წლიურად მიღებულ შემოსავალს. ასევე, მალავს ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის ფაქტებს.

ვრცლად

 

სპორტის მინისტრის მოადგილე თანამდებობისთვის შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა

სპორტის მინისტრის მოადგილე თანამდებობისთვის შეუთავსებელ საქმიანობას ეწევასაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნებს არღვევს, რადგან ის აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს და ერთდროულად 3 საწარმოს დირექტორის პოზიციასაც იკავებს. კანონის თანახმად, მინისტრის მოადგილეს უფლება არა აქვს შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. ამ მოთხოვნის დარღვევა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.

ვრცლად

 

გვერდი 5 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31