23:51:28

ფირნიშები

სენები - სოფელი, სადაც გამართული წერა-კითხვის მცოდნე ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა

სენები - სოფელი, სადაც გამართული წერა-კითხვის მცოდნე ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა„იმდენიც  კი არ ვიცი, რომ საკუთარი სახელი დავწერო. ოთხი კლასი დავამთავრე. მეხუთე კლასიდან სკოლაში სწავლა რომ გამეგრძელებინა, მეზობელი სოფლის სკოლაში უნდა მევლო. ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. რაც ვისწავლე, ისიც აღარ მახსოვს. სოფლის მოსახლეობას რაიონის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის შეკეთების  მოთხოვნის მიზნით გამგეობაში ოფიციალური წერილის  შეტანა სურდა, მაგრამ სოფელში  გამართული წერა-კითხვის მცოდნე ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა“, - ამბობს 26 წლის მურად ჯაბიევი. ის ბოლნისის  რაიონის სოფელ სენებში  ცხოვრობს.

ვრცლად

 

თელავის საბავშვო ბაღებში საკვების შემცირებას პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა

თელავის საბავშვო ბაღებში საკვების შემცირებას პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა„მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით, რომ არვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ეს რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს თავის თანამდებობაზე“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომაზე, ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირებასთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ვრცლად

 

ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა

ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო 22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

ვრცლად

 

ქალთა გენიტალიების დასახიჩრება შესაძლოა 2–დან 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

ქალთა გენიტალიების დასახიჩრება შესაძლოა 2–დან 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოსსისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური თუ სხვა მოტივით ქალის გენიტალიების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთას, დასახიჩრებას, ქალის იძულებას, დარწმუნებას ან დაყოლიებას ჩაიტაროს ამგვარი პროცედურა, 2–დან 4 წლამდე პატიმრობით დასჯის. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერ – მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

ვრცლად

 

მთავარი თემა - ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია [Video]

მთავარი თემა - ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია [Video]გადაცემის თემაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. სტუდიაში გადაცემის სტუმარია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი მაია ავაზაშვილი. გადაცემაში სკაიპით მონაწილეობს პრემიერ – მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძე.

ვრცლად

 

„ეს ჩვენი საქმეა“ – რეაქციები ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაზე [Video]

„ეს ჩვენი საქმეა“ – რეაქციები ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაზე [Video]„ჩვენი საქმის ჩვენ ვიცით, მთავრობამ თავისი საქმე გააკეთოს“, - ასე შეხვდნენ ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეს მცხოვრებლები მთავრობის გადაწყვეტილებას, დასჯადი გახდეს ქალის გენიტალიების დასახიჩრება. ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში ამბობენ, რომ ე.წ. წინადაცვეთა ყველა გოგონასთვის სავალდებულოა და ტრადიციას, რომელსაც რელიგიური მრწამსით ხსნიან, აკრძალვის მიუხედავად მაინც გააგრძელებენ.

ვრცლად

 

გურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს

გურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 78,54 % მიიღო. საქართველოს პარლამენტში იგი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრია, გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“. მიმდინარე წლის ოქტომბერში დავით სონღულაშვილის  ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის შემოწირულობა შეიტანეს.  

ვრცლად

 

„გადავარჩინოთ თელავის მედიაკაფე“ [Video]

„გადავარჩინოთ თელავის მედიაკაფე“ [Video]თელავის მედიაკაფე პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი პეტიციის პასუხს ელოდება. ცენტრალურ ხელისუფლებას კაფეს დამფუძნებელმა და გაზეთ „კახეთის ხმის“ მთავარმა რედაქტორმა, მაია მამულაშვილმა მას შემდეგ  მიმართა, რაც ქალაქის თავისუფალი სივრცე დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. საიჯარო ხელშეკრულებას, რომელიც მაია მამულაშვილს ქალაქის მერიასთან ჰქონდა დადებული, ვადა 201 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

ვრცლად

 

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი თანამდებობისთვის აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი თანამდებობისთვის აკრძალულ საქმიანობას ეწეოდასასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც იმავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იყო, თანამდებობაზე მუშაობისას კანონის მოთხოვნას არღვევდა, რადგან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და კომერციული საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაც ეკავა. კანონის თანახმად, მინისტრის მოადგილეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას ან იყოს რომელიმე საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოს წევრი.

ვრცლად

 

ვინ იღებს ყველაზე მაღალ ხელფასს საქართველოში

ვინ იღებს ყველაზე მაღალ ხელფასს საქართველოშირომელი თანამდებობის პირები იღებენ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას საქართველოში? საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე განხორციელდა, გამოირკვა, რომ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე 4-ჯერ მეტ გასამრჯელოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი ცალკეული იურიდიული პირების ხელმძღვანელები იღებენ.

ვრცლად

 

შპს „ზიმომ“ წნორში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი ჩააგდო [Video]

შპს „ზიმომ“ წნორში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი ჩააგდო [Video]2015 წელს ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაანონსა, რომ წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაციაც არაერთხელ გაავრცელა, რომ 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯებოდა. სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. ნოემბერი თითქმის იწურება და ჯერ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ნახევარიც არ არის შესრულებული.

ვრცლად

 

თუშეთში აეროდრომის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატის ინტერესთა კონფლიქტი

თუშეთის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტრანსპროექტი“ გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა. მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი - შპს „ტრანსპროექტი“ მონაწილეობდა. 10 ნოემბერს გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ღირებულება 240 720 ლარს შეადგენს.

ვრცლად

 

რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატის ინტერესთა კონფლიქტი

რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატის ინტერესთა კონფლიქტისაქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 22 ნოემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე წარადგინა, რომელიც ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსია. ზურაბ ალავიძე საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის მოთხოვნას არღვევს, ვინაიდან საჯარო თანამდებობის პარალელურად კერძო სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის პოზიციასაც იკავებს.

ვრცლად

 

დართლო-ჩიღოს გზა რუსულმა კომპანიამ 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა გაჭრას

დართლო-ჩიღოს გზა რუსულმა კომპანიამ 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა გაჭრასახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, დართლო-ჩიღოს საავტომობილო გზის მშენებლობის გამო გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად საბოლოოდ საქართველოში რუსული კომპანია „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობა გამოცხადდა. ხელშეკრულება ახმეტის გამგებელსა და წარმომადგენლობის დირექტორს შორის 2016 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა. გზის მშენებლობა 2017 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ვრცლად

 

რომელ კანონს არღვევს ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი

რომელ კანონს არღვევს ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირიკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო თანამდებობის პირია, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს. იგი ქონებრივ დეკლარაციებში არ უთითებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარალელურად კერძო კომპანიის დირექტორის პოზიციაც უკავია, ასევე მალავს ოჯახის წევრთა ბიზნესში ჩართულობის ფაქტებს.

ვრცლად

 

3 მილიონამდე პრემია – დანამატები კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში

3 მილიონამდე პრემია – დანამატები კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში2015 – 2016 წლებში კახეთის გამგეობებში პრემია – დანამატების სახით 3 მილიონამდე ლარი გაიცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოკვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები ქალაქ თელავის მერიასა და ახმეტის გამგეობაში იღებენ.

ვრცლად

 

არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევსპანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

ვრცლად

 

პაატა ბატიაშვილის კლანი კახეთში – გუბერნატორის მოადგილედ ირაკლი შიოშვილი ინიშნება

სახალხო დამცველი – ყვარლის ავარულ სოფლებში გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდა

კახეთის გუბერნატორის მოადგილედ ირაკლი შიოშვილი ინიშნება. შიოშვილი „ბილაინის“ კახეთის რეგიონულ ოფისში მუშაობდა, ამჟამად კი ღვინისა და ტურიზმის ბიზნესშია ჩართული. იგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის ძმაა, ორივეს ერთად კი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) დირექტორის ყოფილი მოადგილე პაატა ბატიაშვილი ლობირებს, რომელიც ამჟამად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსია.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი – ყვარლის ავარულ სოფლებში გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდა

სახალხო დამცველი – ყვარლის ავარულ სოფლებში გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდაყვარლის რაიონში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ადგილობრივი მაცხოვრებლები გოგონების წინადაცვეთას „ნათლობას“ უწოდებენ. მათი ინფორმაციით, წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. სახალხო დამცველი ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან, ასევე პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.

ვრცლად

 

მეანაბრეები ბიზნესმენ მერაბ ფერაძის წინააღმდეგ – საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს

კახეთის საოლქო პროკურორი პრეზიდენტსა და პრემიერზე ბევრად მაღალ გასამრჯელოს იღებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა (ყოფილი ფინანსური პოლიცია) სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით დაიწყო გამოძიება შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისება – გაფლანგვასთან დაკავშირებით. ფინანსური პრობლემების გამო კომპანია 6000-მდე მოქალაქისგან 30 მილიონამდე დოლარის ოდენობით აღებულ თანხას ვეღარ აბრუნებს. დაყადაღებულია კომპანიის მოძრავი ქონება. მეანაბრეები კომპანიის ფაქტობრივ მეპატრონეს მერაბ ფერაძეს უჩივიან. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვრცლად

 

გვერდი 4 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31