06:20:29

ნინო ხაჟომიას ბლოგი – დიდი შეცდომაა, როცა მშობელი აყვანილ შვილს ტყუილში აცხოვრებს

ნინო ხაჟომიას ბლოგი – დიდი შეცდომაა, როცა მშობელი აყვანილ შვილს ტყუილში აცხოვრებს„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც ახლა 13 წლისაა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული.

ვრცლად

 

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 1 130 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 1 130 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინასაქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. მანვე 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ვრცლად

 

ახალი სასწავლო წლიდან შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გახდება - განათლების მინისტრი

ახალი სასწავლო წლიდან შუაფხოს საბაზო სკოლა საჯარო გახდება - განათლების მინისტრი2017 წლის სექტემბრიდან შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გახდება, იქ 12 კლასის დასრულება იქნება შესაძლებელი და ოჯახებს უკანაფშავიდან აყრა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ვრცლად

 

სოფელი რომ არ დაიცალოს – შუაფხოს სკოლის მე–9 კლასელების მიმართვა განათლების მინისტრს [Videos]

სოფელი რომ არ დაიცალოს – შუაფხოს სკოლის მე–9 კლასელების მიმართვა განათლების მინისტრს [Videos]„ვცხოვრობ სოფელ თხილიანაში და ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლაში. მყავს ერთი პატარა და, რომელიც ახლა მეოთხე კლასშია. ჩვენი სკოლა ცხრაკლასიანია და არ ვიცი, ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას სად გავაგრძელებ. თუ საშუალო სკოლა არ გაიხსნა, აქედან გადავდივარ არა მარტო მე, არამედ ჩემი სამი კლასელიც და ეს ხდება სოფლის დაცლის მიზეზი“, – ამბობს შუაფხოს სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე გიორგი ელიზბარაშვილი.

ვრცლად

 

დისკუსია პანკისში – არასამთავრობოების როლი და გამოწვევები ხეობაში [Video-Photos]

დისკუსია პანკისში – არასამთავრობოების როლი და გამოწვევები ხეობაში„დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“ – ამ თემაზე გაიმართა დღეს დისკუსია პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში პანკისში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. დისკუსია მედიისთვის დახურული იყო.

ვრცლად

 

პატრიარქის 2017 წლის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლესაქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია. პატრიარქის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყანაში ცდილობენ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ, მასმედია და სოციალური ქსელები კი მის პროპაგანდას უწყობენ ხელს. ეპისტოლეში პატრიარქი ყურადღებას ნათლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ნათლობა ადამიანის განღმრთობის დასაწყისია.

ვრცლად

 

ანსამბლი „პანკისი“ დაშლის პირას [Video]

ანსამბლი „პანკისი“ დაშლის პირას [Video]ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანსამბლი „პანკისი“ უკვე დატოვა ლეილა აჭიშვილმა. თითზე ჩამოსათვლელ ახალგაზრდებს კი, ვინც ხეობაში არსებული პრობლემების მიუხედავად ჯერ კიდევ ახერხებენ ღონისძიებებში მონაწილეობას, მინიმალურ მხარდაჭერაზეც უარს ეუბნებიან.

ვრცლად

 

კახეთის ვერცერთი მუნიციპალიტეტი უცხოეთში ვიზიტებით მიღწეულ შედეგებს ვერ ასახელებს

კახეთის ვერცერთი მუნიციპალიტეტი უცხოეთში ვიზიტებით მიღწეულ შედეგებს ვერ ასახელებსკახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებმა 2015-2016 წლებში საზღვარგარეთ 41 ვიზიტი განახორციელეს. ვიზიტების მიზანს უმეტეს შემთხვევაში საიუბილეო, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობა, უცხო ქვეყნების ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების „დამყარება და გაღრმავება“, ასევე სემინარებსა და ტრენინგებზე დასწრება წარმოადგენდა. ამ ვიზიტებით მიღწეულ შედეგებს ვერცერთი მუნიციპალიტეტი ვერ ასახელებს.

ვრცლად

 

„დინასტიური ნეპოტიზმი“ ახმეტის გამგეობაში - ცოლისძმა სიძის ადგილზე

„დინასტიური ნეპოტიზმი“ ახმეტის გამგეობაში - ცოლისძმა სიძის ადგილზე

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა თავისი მეგობარი და ცოლის ბიძაშვილი გიორგი ლაგაზაური, რომელიც მისი პირადი მძღოლი იყო, ჯერ გამგებლის თანაშემწედ გადაიყვანა, შემდეგ კი გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. მას შემდეგ, რაც გიორგი ლაგაზაურმა სამსახური დატოვა და ისრაელში წავიდა სამუშაოდ, გამგებელმა ამ თანამდებობაზე ლაგაზაურის ცოლისძმა - კახა კორაშვილი დანიშნა.

ვრცლად

 

იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან [Video]

იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

„იყო მუქარები, რომ „გაეთრიეთ პანკისიდან“, „თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია“ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძრის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის“, - აცხადებს იზა ბექაური, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი. 3 იანვარს, საღამოს, ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.

ვრცლად

 

სიღნაღის ყოფილ გამგებელს და მის მოადგილეებს ხელფასი თანამდებობის დატოვების შემდეგაც მისცეს

სიღნაღის ყოფილ გამგებელს და მის მოადგილეებს ხელფასი თანამდებობის დატოვების შემდეგაც მისცესსიღნაღის ყოფილ გამგებელს რამაზ პოპიაშვილს და მის მოადგილეებს, რომლებსაც უფლებამოსილება 2014 წლის ივლისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეუწყდათ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 300 ლარი ჩაურიცხეს. ამ თანხიდან 8 000 ლარი „შვებულების გამოუყენებლობის“ გამო გაიცა, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ვრცლად

 

ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდის

ახმეტის გამგებელი თავის მოადგილეს საბანკო სესხებს პრემია-დანამატებით უხდისახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 2015 წლის თებერვალში თავის მოადგილედ პარლამენტის მაშინდელი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსი დავით ფოცხვერიშვილი დანიშნა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დავით ფოცხვერიშვილმა ქ. ახმეტაში საცხოვრებელი სახლი და 0,5 ჰა-მდე ვენახი იყიდა, რისთვისაც 9390 ლარის ოდენობით 2-წლიანი საბანკო სესხი აიღო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გამგებელმა მას 11 700 ლარი გაუწერა.

ვრცლად

 

გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა

გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსადუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი), სოციალური სამსახურის მოხელეს და მის შვილს, - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსა.

ვრცლად

 

რატომ გაფართოვდა ონლაინ სესხების ბიზნესი [R]

რატომ გაფართოვდა ონლაინ სესხების ბიზნესი [R]ბოლო დროს დიდი მითქმა–მოთქმაა ატეხილი ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ირგვლივ. ბევრია უკმაყოფილო მომხმარებელიც, რომლებმაც სესხი დათქმულ დროს ვერ დაფარეს და გაზრდილი პროცენტებისა და ჯარიმების გადახდა უწევთ.

ვრცლად

 

რუსეთს დეპორტირებული ლია შიოშვილისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

რუსეთს დეპორტირებული ლია შიოშვილისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილი რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ლია შიოშვილის და მისი შვილების სასარგებლოდ 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივად გაძევებას, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი დამამცირებელი ფორმით მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს.

ვრცლად

 

ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა [Video – Photos]

ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვასიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა კლუბი, შენობის სახურავი, მნიშვნელოვნად დაზიანდა ნუკრიანის სახელოსნოების სამუშაო ოთახები. იმის მიუხედავად, რომ ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, ადგილზე თავდაპირველად მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანა მივიდა და მასაც არასაკმარისი წყალი აღმოაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 3 საათის განმავლობაში ცდილობდა მეხანძრეთა ათამდე ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელებიც, მაგრამ მეხანძრეები ეფექტურად ვერ რეაგირებდნენ.

ვრცლად

 

მერაბ ფერაძეს გამოძიება 76 მილიონ ლარს ედავება

მერაბ ფერაძეს გამოძიება 76 მილიონ ლარს ედავებასაფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე მეანაბრეების კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. დაზარალებულია 2 648 მეანაბრე, რომელთა კუთვნილი 76 მილიონი ლარის გაფლანგვასაც ედავება საგამოძიებო სამსახური მერაბ ფერაძეს.

ვრცლად

 

ბოლო პერიოდში 223 სოფელი იქცა ნასოფლარად

ბოლო პერიოდში 223 სოფელი იქცა ნასოფლარადმოსახლეობის 2014 წლის აღწერით, საქართველოში 223 სოფელია, სადაც მოსახლეობის გრაფაში - 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა აღწერის დროს, ანუ 2002 წელს, შეიძლება ვიღაც კიდევ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ახლა აღარავინ სახლობს. „ყველაზე მეტი, 75 ნასოფლარი რეგიონებიდან მცხეთა-მთიანეთშია, მუნიციპალიტეტებიდან - ახმეტასა და დუშეთში, შესაბამისად, 51 და 40 ნასოფლარით. ეს ძირითადად ხევსურეთისა და თუშეთის სოფლებია“, – წერს გამოცემა Mtisambebi.ge.

ვრცლად

 

ეკა ბესელიას ოჯახის წევრთა არადეკლარირებული ბიზნესი

ეკა ბესელიას ოჯახის წევრთა არადეკლარირებული ბიზნესისაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს. იგი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ უთითებს ინფორმაციას ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ფაქტებზე.

ვრცლად

 

სენები - სოფელი, სადაც გამართული წერა-კითხვის მცოდნე ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა

სენები - სოფელი, სადაც გამართული წერა-კითხვის მცოდნე ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა„იმდენიც  კი არ ვიცი, რომ საკუთარი სახელი დავწერო. ოთხი კლასი დავამთავრე. მეხუთე კლასიდან სკოლაში სწავლა რომ გამეგრძელებინა, მეზობელი სოფლის სკოლაში უნდა მევლო. ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. რაც ვისწავლე, ისიც აღარ მახსოვს. სოფლის მოსახლეობას რაიონის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის შეკეთების  მოთხოვნის მიზნით გამგეობაში ოფიციალური წერილის  შეტანა სურდა, მაგრამ სოფელში  გამართული წერა-კითხვის მცოდნე ერთი ადამიანიც კი ვერ მოიძებნა“, - ამბობს 26 წლის მურად ჯაბიევი. ის ბოლნისის  რაიონის სოფელ სენებში  ცხოვრობს.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 120

ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
10:00-12:00
Clear skyfrom north18°C0.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.6m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Light rainfrom east21°C2.0m/s
0.6mm
ოთხშაბათი 03.05.17 12:00-18:00
Rainfrom north14°C1.4m/s
2.5mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Cloudyfrom northwest16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31