15:42:59

ფირნიშები

ადმინისტრაციული რესურსები წინასაარჩევნო კამპანიისთვის

nacionalebiადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მუნიციპალურ ბიუჯეტებში არაერთი ცვლილება შევიდა. ძირითადად, სოციალური პაკეტი და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხორციელებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ. ამასთან, ამომრჩევლების გულის მოსაგებად მთავრობამ პარლამენტში ამნისტიების გამოცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი შეიტანა.

ვრცლად

 

წართმეული სიღნაღი

siGnaGi-1მატილდა მირზოევა მესამე წელია საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უშედეგოდ ითხოვს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ყოფილი გამგებლის ზაზა ზედელაშვილის ხელმძღვანელობით, მირზოევების ოჯახს მიწის ფართი წაართვა და სახლის წინ მდებარე კაფე დაუნგრია. პოლიციელებმა კი, წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით, მატილდა მირზოევა დედამისთან, მარიასთან ერთად დააკავეს და დააჯარიმეს.

ვრცლად

 

წინასაარჩევნო ტერორის ქრონიკა

cinasaarchevnoადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რეგიონებში ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებმა იმატა. ძალოვანი სტრუქტურების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი პარტიების სასარგებლოდ მუშაობას არ შეწყვეტენ, სოციალური დახმარების მოხსნით, ოჯახის წევრების ან ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით, იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით და დაკავებით ემუქრებიან.

ვრცლად

 

რეპორტაჟი უმისამართო სოფლიდან

mtavariსოფელი ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. სოფელი 1989 წელს დაარსდა და იქ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ოფიციალურად ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე სოფელში შესვლას ადგილობრივებიც კი ვერ ახერხებენ. გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფელს ტოვებს. რამდენიმე ოჯახი დამეწყრილ ხულოს რაიონს უკვე დაუბრუნდა.

ვრცლად

 

კახეთში სტიქიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი

stiqiaკავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, 2010 წელს, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი. საფრთხე ემუქრება რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს. სპეციალისტები განსაკუთრებით საშიშ ვითარებას ილტოს ხეობაში ვარაუდობენ. მათი თქმით, აუცილებელია, მთლიანად რეგიონი იმყოფებოდეს მუდმივი გეომონიტორინგის ქვეშ და სასწრაფოდ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები.

ვრცლად

 

კახეთში სტიქია მძვინვარებს

stiqiaორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ილტომ ახმეტა - თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა წაიღო და ილტოს ხეობის 8 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა და ახმეტის მოსახლეობის 80 % სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ქვემო ალვანში დატბორილია ასამდე საცხოვრებელი სახლი. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. დაზიანდა გზები და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები. სოფელ ლალისყურში მეწყერი ჩამოწვა. კალაპოტიდან გადმოვარდა ალაზანი.

ვრცლად

 

ხელისუფლების წინასაარჩევნო შიზოფრენია და ტელეიმედის მარაზმი

qronika13 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ „მოდელირებული ქრონიკის“ ჩვენებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები იტყობინებიან, რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა და ტყეში გაიხიზნა.

ვრცლად

 

ქართველ ენათმეცნიერებს საინგილოში არ უშვებენ

sazgvari1იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს, რომელთა პროექტის მიზანიც ინგილოური დიალექტის კომპლექსური შესწავლაა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამუშაოდ არ უშვებენ. კახის რაიონში ქართველი მეცნიერების დასაშვებად კახის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნებართვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ითხოვს. არაერთი თხოვნის მიუხედავად ილჰამ ალიევის უწყება ნებართვას არ იძლევა.

ვრცლად

 

საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ

30012010სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2006 - 2007 წლებში რუსეთიდან საქართველოში 7004 მოქალაქეა დეპორტირებული. იურისტების შეფასებით, დეპორტაცია, ევროკონვენციის მუხლების უხეში დარღვევით განხორციელდა. ამის გამო, საქართველომ, დეპორტირებული ქართველების უფლებების დასაცავად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით,

ვრცლად

 

რეგიონული სატელევიზიო კოშმარები

24.01.09_ST12009 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე, თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშიასაუბარი. Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობაგაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამ ფონზე საქართველოსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სი-ენ-ენ“- ის გადაცემა „Connect The World“-ში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხიმაუწყებლობს. მისივე თქმით, არის პოლიტიკური თოქშოუები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა.

ვრცლად

 

რა კავშირი აქვს ლუკა რამაზაშვილის პატიმრობას თელავის ტელეკომპანიასთან

24.01.09_ST2კონსერვატორული პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ პარტიამრეწველებისკახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ლუკა რამაზაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ყაჩაღობაში, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში, გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში მსჯავრდებული რამაზაშვილი სასჯელს უკვე მეოთხე წელია იხდის. რამაზაშვილის საქმე წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. თელავის ტელეკომპანიათანამგზავრისდირექტორი ენრი კობახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი, კომპანიაყაზბეგისგენერალური დირექტორი გოგი თოფაძე ირწმუნებიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუკა რამაზაშვილი ციხეში დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ჩასვა.

ვრცლად

 

ოსების აბარგება უკვე მასობრივი გახდა

24.01.09_ST3მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ოსები საცხოვრებელს მასობრივად ტოვებენ. მათგან ზოგი ცხინვალში მიდის, ზოგი კი ვლადიკავკაზში. ამის მიზეზად კონფლიქტოლოგები და უფლებადამცველები, ეკონომიკურთან ერთად, ეთნიკურ ფაქტორსაც ასახელებენ.

ვრცლად

 

სახელმწიფო „ოქრუაშვილის მონების“ წინააღმდეგ

images

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიზეზით ასობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სასამართლოში უჩივის. მოპასუხეთა სრულ უმრავლესობას ჯარში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების თაობაზე სამინისტროსთან ხელშეკრულება, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს აქვს გაფორმებული. თავდაცვის სამინისტრო თითოეული ყოფილი სამხედრო

ვრცლად

 

გვერდი 120 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
20:00-00:00
Cloudyfrom west-northwest22°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31