06:21:07

„გაბეშ“ - ებული არჩევნები საგარეჯოში

mtavariუეცრად გამქრალი საჩივრები, „ნათესაობით“ შემოხაზული „ბეშები“ და „მძიმე“ პირადობის მოწმობა - საგარეჯოს რაიონში კასკადურმა დარღვევებმა ადრინდელ არჩევნებთან შედარებით წყნარად ჩაიარა და  გაბეშებული არჩევნებიც დასრულდა.

ვრცლად

 

პლაკატების ომი

plakatebi-1საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. პლაკატების ჩამოხევას, დაფარვას და დაზიანებას კახეთში მასობრივი ხასიათი აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებით „ქრისტიან - დემოკრატები“ და „ნაციონალები“ აქტიურობენ, თუმცა რეგიონის მასშტაბით, არცერთი პარტიის წინააღმდეგ საარჩევნო კომისიებში საჩივარი შეტანილი არ არის.

ვრცლად

 

„მიშას ვირჩევთ, მიშას“

arcevnebi2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, სამ მუნიციპალიტეტში - კი შუალედური საპარლამენტო არჩევნებიც. რეგიონებში წინასაარჩებნო კამპანიას ძირითადად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს, არჩევნებში მონაწილე დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები არ აქტიურობენ.

ვრცლად

 

ქედელის მოსახლეობა იღუმენიას წინააღმდეგ

Teodora_makhviladzeსიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ქედელის დასახლებაში მცხოვრებნი ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდებიან. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია იღუმენია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებს აქტიურად ისაკუთრებს, იმ ოჯახებს კი ვინც მონასტრისთვის სახლ-კარის და საკარმიდამო ნაკვეთების ჩუქებაზე ან იაფად მიყიდვაზე უარი თქვეს, გაუსაძლის პირობებს უქმნის.

ვრცლად

 

ყველა ფაქტი გამოუძიებელია

AdalaT_Sardarovi2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნებისთვის კახეთის რეგიონის სხვადასხვა საარჩევნო უბანში ჟურნალისტებზე თავდასხმის ხუთი ფაქტი მოხდა. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ელისო ჩაფიძე, სიღნაღში ცემეს, presa.ge -ს ჟურნალისტს კონსტანტინე სტალინსკს ფიზიკურად საგარეჯოში, იორმუღანლოს საარჩევნო უბანში გაუსწორდნენ. ამავე უბანში ცემეს ოპერატორები მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ლაგოდეხში, კაბალის I საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადალათ სარდაროვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.

ვრცლად

 

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრმა ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა

1გურჯაანში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრმა, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანაშრომელმა თამაზ აბრამიშვილმა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს თამარ კვირიაშვილს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა.

ვრცლად

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანგარიში გამოაქვეყნა

nina_khatiskaci„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, დღევანდელი მდგომარეობით, ნაკლები დარღვევაა, თუმცა საერთო სურათი დადებითი შეფასების შესაძლებლობას მაინც არ იძლევა.

ვრცლად

 

მუნიციპალური ბიუჯეტების 25% ადმინისტრაციული ხარჯებია

signagi02საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, 2010 წლის ბიუჯეტებში, 2009 წელთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლების შენახვის ხარჯები გაზრდილია. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციის შენახვა ნომერ პირველი პრიორიტეტია. ლაგოდეხის 2010 წლის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის 1 644 000 ლარია გათვალისწინებული.

ვრცლად

 

ყველანი შვებულებაში!

gamgeobaახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის -16, დედოფლისწყაროს გამგეობის - 31, ყვარლის - 37, ლაგოდეხის - 40 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის - 50 თანამშრომელი შვებულებაში წინასაარჩევნოდ გავიდა. აქედან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მხოლოდ რამდენიმე იყრის, დანარჩენები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბებში მუშაობენ. სახელისუფლებო პარტიის რეგიონულ საარჩევნო შტაბს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 30 აპრილიდან, ასევე, შვებულებაშია.

ვრცლად

 

ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები გამოუძიებელია

aqcia1ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის რამდენ საქმეზეა გამოძიება დაწყებული, არ არსებობს. მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყება ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებს. კახეთში, ჟურნალისტებზე თავდასხმის ათზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტზე თავდასხმაში მსჯავრდებული, ხელისუფლებამ დასჯის ნაცვლად, დააწინაურა.

ვრცლად

 

რეგიონული მედიის პროტესტი - „მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!“

aqciaსაქართველოს რეგიონებში მომუშავე მედიასაშუალებები საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების დარღვევას აპროტესტებენ. „ინფორმაციის შეზღუდვის პირობებში ვერ ვახერხებთ ჟურნალისტური საქმიანობის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებას. მედიისთვის საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას წაართვას უფლება - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 მედიასაშუალება აწერს.

ვრცლად

 

დაუცველი საზღვრები

sazgvariსაქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი მკვლელობის შემდეგ ექსპერტებმა მთავრობა საქართველოს საზღვრების დაუცველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის განცხადებით, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი პრაქტიკულად არ კონტროლდება. საქართველო - დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე, თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რუსეთმა საზღვარი 3 კმ-ით გადმოწია და 24 კვ.კმ მიითვისა.

ვრცლად

 

საგანგებო მდგომარეობა კახეთში, 600 - მდე ოჯახი ევაკუირებულია

foto0გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ვრცლად

 

პოლიციელების მიერ მოქალაქეთა ცემის ფაქტებმა იმატა

nacemiეჭვმიტანილთა დაკავების პროცესში და დაკავებულთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების საკითხი საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ 5 - 6 წლის წინ იდგა. 2004 წლიდან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავების პროცესში მოქალაქეთა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები შემცირდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ ისევ სისტემური ხასიათი მიიღო. კახეთში პოლიციის მიერ ძალისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა.

ვრცლად

 

კანდიდატების დაშინება - არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სათქმელად

erovnuli_sabwoსაარჩევნო კოდექსით რეგისტრირებულ პარტიებს მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილამდე აქვთ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა, მათ ბევრ სოფელში კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეთ, იმ მიზეზით, რომ უკვე შეთანხმებული პირები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ოპოზიციური პარტიების ცნობით, მათ კანდიდატებზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით ხორციელდება.

ვრცლად

 

რატომ წაიღო წყალმა ქვეყანა

stiqia-glexi2 უკანასკნელ წლებში საქართველოსთვის სტიქია ერთ - ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. სპეციალისტების აზრით, ეს პრობლემა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, როგორიცაა: გლობალური დათბობა და ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საგრძნობი კლიმატის ცვლილება; დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოზე ზემოქმედების მზარდი მასშტაბები; სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი პრევენციული ღონისძიებები, რაც გამოწვეულია არა იმდენად საბიუჯეტო სახსრების უკმარისობით, რამდენადაც პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრით.

ვრცლად

 

მმართველი პარტია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ჩივიაშვილს წარადგენს

giorgi_chiviashvili2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში 26 პოლიტიკური პარტია გაატარა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, საქართველოს ოთხ საარჩევნო ოლქში, მათ შორის გურჯაანში, შუალედური საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს.

ვრცლად

 

სარეზერვო ფონდები თავის დანიშნულებას ვერ ასრულებენ

uzurtalaადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, მუნიციპალური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მიზანი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დაფინანსებაა. სარეზერვო ფონდი ძირითადად ფორსმაჟორული სიტუაციების სალიკვიდაციოდ უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა გამგებლები  სარეზერვო ფონდებიდან თანხებს გასართობი ღონისძიებებისთვის, პიარ აქციებისთვის და ისეთი სახის სამუშაოების დასაფინანსებლადაც გამოყოფენ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებში არ შედის.

ვრცლად

 

თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები უპრეცენდენტოდ გაიზარდა

nina_khatiskaciადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ცენტრალური ბიუჯეტიდან თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები უპრეცენდენტოდ გაიზარდა. საგრძნობლად გაიზარდა რეგიონების გუბერნატორების ადმინისტრაციების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობაც. მთავრობამ გააორმაგა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი თანხაც.

ვრცლად

 

ადმინისტრაციული რესურსები წინასაარჩევნო კამპანიისთვის

nacionalebiადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მუნიციპალურ ბიუჯეტებში არაერთი ცვლილება შევიდა. ძირითადად, სოციალური პაკეტი და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხორციელებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ. ამასთან, ამომრჩევლების გულის მოსაგებად მთავრობამ პარლამენტში ამნისტიების გამოცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი შეიტანა.

ვრცლად

 

გვერდი 119 / 120

ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
10:00-12:00
Clear skyfrom north18°C0.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.6m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Light rainfrom east21°C2.0m/s
0.6mm
ოთხშაბათი 03.05.17 12:00-18:00
Rainfrom north14°C1.4m/s
2.5mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Cloudyfrom northwest16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31