21:28:25

ფირნიშები

მთავრობა ბრაკონიერობაზე სანქციებს ამკაცრებს

მთავრობა ბრაკონიერობაზე სანქციებს ამკაცრებსრეინჯერების, ტყის მცველებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით, მთავრობა ბრაკონიერობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამრღვევების მიმართ სასამართლო ხშირ შემთხვევებში ძალიან ლმობიერია და მათ დანაშაულის ჩადენის იარაღსაც კი უბრუნებენ.

ვრცლად

 

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზითახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა. ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ.

ვრცლად

 

საკრებულოს წევრ ბიზნესმენს გამგეობამ მკურნალობა 500 ლარით დაუფინანსა

საკრებულოს წევრ ბიზნესმენს გამგეობამ მკურნალობა 500 ლარით დაუფინანსათელავის საკრებულოს წევრ დავით თუშიშვილს, რომელიც რამდენიმე კერძო საწარმოს დირექტორი და მეწილეა, 2015 წლის მარტში გამგეობამ მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაურიცხა, მაშინ როდესაც, 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თუშიშვილი მიუთითებს, რომ პირადად მას დანაზოგის სახით ჰქონდა ნაღდი ფული 25 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს - 16 000 აშშ დოლარი.

ვრცლად

 

ქართველი სამხედრო მფრინავი ერთი თვეა კონგოშია დატყვევებული

ქართველი სამხედრო მფრინავი ერთი თვეა კონგოშია დატყვევებული41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ერთი თვეა რაც კონგოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა.

ვრცლად

 

„უხილავი ხარჯები“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში

„უხილავი ხარჯები“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიკახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და აღმასრულებელი ორგანოების - გამგეობა (მერია) შენახვისათვის ბიუჯეტიდან გაწეულმა „უხილავმა“ ხარჯებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში 3 421 136 ლარი შეადგინა. აქედან, 1 506 929 ლარი თანამდებობის პირების სამსახურებრივი მანქანებისთვის საწვავის შესაძენად, ხოლო 486 003 ლარი იმავე ავტომობილების რემონტისთვის დაიხარჯა.

ვრცლად

 

შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება

შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება„30 წელია ცხვარში ვარ და ასეთი რთული ზამთარი, ასეთი ყინვა არ მახსოვს. თერმომეტრი არ მაქვს და ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი გრადუსია, მაგრამ არნახული ყინვებია. ამ სიცივის გამო გადაიწვა ყველაფერი. ალაგ-ალაგ მხოლოდ ცოტა ურო ბალახია. შიმშილითა და სიცივით იხოცება ცხვარი: ჩვენც 40-მდე ბატკანი და 30-მდე ცხვარი მოგვიკვდა. ყიზლარის გზებზე წასვლისას მთელი თვე ვიყავით ხოლმე გზაში, უღელტეხილებზე გადაგვყავდა ცხვარი, მაგრამ ორი-სამი სუსტი თუ მოკვდებოდა გზაში, მეტი არა. ასეთი მასობრივი დახოცვა არ მახსოვს“, – ამბობს მეცხვარე ივანე შამშალაიძე.

ვრცლად

 

თუშეთში ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება

თუშეთში ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდებათუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრებ 66 წლის გელა სისაურსა და კვავლოში მცხოვრებ 41 წლის კარლო ქუჯაიძეს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. კარლო ქუჯაიძეს ათ დღეზე მეტია ხელის და ფეხის თითები აქვს მოყინული, გელა სისაურს კი რამდენიმე დღეა მუხლების ღრმა დაჟეჟილობა და ნაფლეთოვანი ჭრილობები აქვს. თუშეთის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, პაციენტები სტაციონარში გადაყვანას საჭიროებენ.

ვრცლად

 

ივლიანე წულაია - მევახშე პარლამენტარი, რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებული

ივლიანე წულაია - მევახშე პარლამენტარი, რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებულისაქართველოს პარლამენტის წევრი და დიდუბის მაჟორიტარი ივლიანე (ილია) წულაია სამევახშეო საქმიანობას ახორციელებს. 2007 წლიდან მას სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე სესხის სახით გაცემული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.

ვრცლად

 

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის [R]

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვისთიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდებადა მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში.

ვრცლად

 

პარლამენტის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია მევახშეობას და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა

პარლამენტის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია მევახშეობას და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევასაქართველოს პარლამენტის წევრი და კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად კერძო მევახშეობასაც ახორციელებს. 2016 წლის თებერვალში მან სესხის სახით გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22 724 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის 1 იანვარს ორი წლის ვადით გაასესხა 270 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, იგი არის ორი კომერციული საწარმოს დირექტორიც, რაც კანონით აკრძალულია და შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.

ვრცლად

 

ტრამპმა ტახტი დაიკავა: ჩემი ყოფნა ამერიკაში

ტრამპმა ტახტი დაიკავა: ჩემი ყოფნა ამერიკაშიიანვრის შუა რიცხვებში შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, რათა დედაჩემისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, რომელიც 60 წლის გახდა. ეს სასიამოვნო იყო, ცოტა ხნით გავატარე სამშობლოში კარგი დრო, თუმცა ყველაზე დიდი ამერიკული ახალი ამბავი არა ჩემი შტატებში დაბრუნება, არამედ იმ ერთი კაცის პრეზიდენტად გახდომა იყო.

ვრცლად

 

დავით საგანელიძის ხელფასმა 2016 წელს 404 250 ლარი შეადგინა

დავით საგანელიძის ხელფასმა 2016 წელს 404 250 ლარი შეადგინა სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წელს შრომის ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში 33 687,5 ლარს შეადგენს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია მან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ მიუთითა.

ვრცლად

 

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშეკახეთში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას. ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ, სკოლამდელი ასაკის 30–ზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ ვერც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბავშვები. არადა, ორივე სოფელში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულადაც კი ვერ საუბრობენ.

ვრცლად

 

ხანუმ ჯეირანოვას საქმე სტრასბურგის სასამართლოში

ხანუმ ჯეირანოვას საქმე სტრასბურგის სასამართლოში30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს, გარდაცვლილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს. ჯეირანოვებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. ცენტრის იურისტის თამარ ავალიანის განცხადებით, მესამე წელია გარდაცვლილის ოჯახი იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც თვითკვლელობამდე ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და ცემეს. პროკურატურას ამ დრომდე არცერთი პირი არ დაუკავებია. საქმეში დაზარალებულადაც არავინ არის ცნობილი.

ვრცლად

 

2017 წლის ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

2017 წლის ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნებათუშეთის ოცამდე სოფელს, მათ შორის: დართლოს, დიკლოს, შენაქოს, ომალოს, ზემო ომალოს, ბოჭორნას, ხახაბოს, დანოს, დოჭუს, ბეღელას, ჟველურთას, ვერხოვანს და კოკლათას 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება.

ვრცლად

 

მევახშეობა – გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითადი წყარო

მევახშეობა – გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითადი წყაროსაქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, რომელიც გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან არის არჩეული, 2016 წელს გაასესხა 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 122 000 ლარზე მეტი მიიღო. მანვე 2016 წლის 6 ივლისს შეიძინა 400 000 ლარად ღირებული ბინა ქალაქ თბილისში და 120 000 ლარად ღირებული აგარაკი დაბა კოჯორში.

ვრცლად

 

„წყვილს შორის სქესობრივი აქტი თუ არ მოხდა, გოგოს საქალწულე აპკს ხელით ურღვევენ“

„წყვილს შორის სქესობრივი აქტი თუ არ მოხდა, გოგოს საქალწულე აპკს ხელით ურღვევენ“„ბოშა გოგოებს 13-14 წლისებს ათხოვებენ. გოგოს არც კი ეკითხებიან რა უნდა, ძალით ათხოვებენ. ზოგჯერ შეიძლება უფროს მამაკაცზეც გაათხოვონ, ზოგჯერ პირიქითაც ხდება, რომ ბიჭი შეიძლება იყოს 13 წლის და გოგო უფრო დიდი, 15 წლის. ამ 13 წლის ბავშვს ხომ არ შეუძლია ხშირად, რომ გოგოსთან დაწვესქორწილის პირველ ღამეს თუ არ მოხდა სქესობრივი აქტი წყვილს შორის, გოგო მიჰყავთ წინასწარ ამ საქმისთვის შერჩეულ ქალთან, რომელიც საქალწულე აპკს ხელით არღვევს. ეს დღემდე ხდება ბოშათა თემში“ – ამბობს ვენერა მარტყოფლიშვილი, კახეთის ბოშათა გაერთიანების ხელმძღვანელი.

ვრცლად

 

კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმა

კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმაკახეთის ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ ერთ თვეში - 2016 წლის ნოემბერში, - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა. მასვე 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში იჯარის უფლებით გადაეცა 134 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი.

ვრცლად

 

„მტაცებელთა თავდასხმის პრობლემა არის და ის არ იცდის“ - სამინისტრო

„მტაცებელთა თავდასხმის პრობლემა არის და ის არ იცდის“ - სამინისტროგარემოს დაცვის სამინისტრო ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც უნდა გამარტივდეს იმ მტაცებელ ცხოველთა ამოღება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს ანდა მის ქონებას. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აზრთა სხვადასხვაობის და მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა.

ვრცლად

 

დანამატების გაცემის კორუფციული სქემა რეგიონული განვითარების სამინისტროში

დანამატების გაცემის კორუფციული სქემა რეგიონული განვითარების სამინისტროშისაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის დანამატების გაცემა ხელოვნურად გაზრდილი საშტატო რიცხოვნობის გამო წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე ხდებოდა. 2015 წელს ასეთი სქემის გამოყენებით თითქმის 1 750 000 ლარის ოდენობით დანამატები იქნა გაცემული.

ვრცლად

 

გვერდი 2 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 25.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest9°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest8°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast17°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east18°C2.0m/s
0.9mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Light rain showersfrom east-northeast19°C2.0m/s
0.5mm
კვირა 28.05.17 10:00-16:00
Rainfrom northwest18°C0.5m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31