20:34:49

უარი ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატის წარსადგენად დარბაზის გამოყოფაზე


უარი ნაციონალურ მოძრაობას მაჟორიტარობის კანდიდატის წარსადგენად დარბაზის გამოყოფაზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარსადგენად კულტურის ცენტრის დარბაზის მიქირავებაზე უარი უთხრეს. კულტურის ცენტრმა ზუსტად იმ დროისთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზის დაქირავებას ითხოვდა, საკუთარი თანამშრომლების საკონცერტო ღონისძიება ჩანიშნა. კონცერტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დარბაზის გამოყოფასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის წერილი მიიღეს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გუბერნატორის დავალებით იქნა მიღებული.

ვრცლად

 

პანკისის გზაზე – პოლონელი ჟურნალისტის თვალით დანახული პანკისის ხეობა


პანკისის გზაზე – პოლონელი ჟურნალისტის თვალით დანახული პანკისის ხეობა

ბოლო წლების განმავლობაში პანკისის ხეობა ძალადობრივი ექსტრემიზმით გახდა ცნობილი. თუმცა, ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება არა მხოლოდ არასასურველია, არამედ საზიანოცაა. „რატომ რაიმე სასარგებლოს გასაკეთებლად არ მოხვალ?“ - მითხრა ძველმა ნაცნობმა, აშკარა დაცინვით, როდესაც პანკისის ხეობის ყველაზე დიდ სოფელში, დუისში ფეხით დავდიოდი.

ვრცლად

 

ინტერვიუ თარხან ბათირაშვილის მამასთან – აიძულეს აქედან წასულიყო [Video]


ინტერვიუ თარხან ბათირაშვილის მამასთან – აიძულეს აქედან წასულიყო [Video]

ვინ შეატყობინა ოჯახის წევრებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ? რამ შეუწყო ხელი პანკისიდან სირიაში თარხან ბათირაშვილის წასვლას და რა ინფორმაცია აქვს თემურ ბათირაშვილს მის შვილთან ერთად გარდაცვლილი სხვა პანკისელების შესახებ, – პანკისის სათემო რადიო WAY-ის რეპორტიორი შორენა ხანგოშვილი თარხან ბათირაშვილის მამას თემურ ბათირაშვილს ესაუბრა.

ვრცლად

 

ოჯახის წევრებმა თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურეს [Video]


ოჯახის წევრებმა თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურეს

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნათესავები დღეს, დილიდან, სამძიმარს სოფელ ბირკიანში, ბათირაშვილის უფროსი ძმის თენგიზ ბათირაშვილის სახლში იღებენ. ბათირაშვილის ოჯახის წევრებს "ჟღალი გენერლის" გარდაცვალების შესახებ გუშინ, გვიან ღამით, სირიიდან "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა შეატყობინა, რომელიც წარმოშობით ასევე პანკისელია.

ვრცლად

 

ვის და როგორ შეუძლია მიწის პრივატიზების ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა


ვის და როგორ შეუძლია მიწის პრივატიზების ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა

საქართველოს მთავრობამ ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მცხოვრებ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ მიუღიათ. დადგენილება სრული მოცულობით 2016 წლის 13 აგვისტოდან ამოქმედდება.

ვრცლად

 

პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ


პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ადასტურებენ სააგენტოების „როიტერის“ და „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ. როგორც პანკისის სათემო რადიოს ბათირაშვილის ახლო ნათესავებმა განუცხადეს, სირიიდან მათ ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ თარხან ბათირაშვილი ერაყში ბრძოლის დროს მოკლეს. ბათირაშვილის ოჯახში სამძიმარს ჯერ არ იღებენ.

ვრცლად

 

სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელი 70 თეთრი იქნება, საფერავი 80–85


სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელი 70 თეთრი იქნება, საფერავი 80–85

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2016-ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება კვლავ განხორციელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 45 თეთრით განისაზღვრა, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე კი 2 ლარით. მინისტრის ინფორმაციით, 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს და ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. გასული წლის მსგავსად, სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა.

ვრცლად

 

ზურაბ ზვიადაური „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ


ზურაბ ზვიადაური „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. პარტიის ხელმღვანელები საჯაროდ აცხადებენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა თითქმის დასრულებულია და მათი ვინაობა უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება. დაზუსტებული ინფორმაციით, ახმეტის საარჩევნო ოლქში გელა სამხარაულის კანდიდატურაა შერჩეული, რომელიც ამჟამად თელავის მაჟორიტარია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ვრცლად

 

რა ინფორმაციას მალავს შსს გურჯაანის პოლიციის უფროსის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე


რა ინფორმაციას მალავს შსს გურჯაანის პოლიციის უფროსის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანის პოლიციის უფროსის გიორგი კრაწაშვილის დაკავებას და შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებისგან კი გამოარკვია, რომ 4 ივლისს, ღამით, შსს გენინსპექციის წარმომადგენლებმა კრაწაშვილი ქრთამის აღებისათვის დააკავეს და მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. რამდენიმე დღეა გიორგი კრაწაშვილი გურჯაანის პოლიციაში არ გამოჩენილა.

ვრცლად

 

ახალი განათლება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წნორის ოფისში [R]


ახალი განათლება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წნორის ოფისში

სულ ცოტაც და საგამოცდო მარათონი დაიწყება. მოლოდინში არიან აბიტურიენტები, მათი მშობლები. თუმცა, არამხოლოდ ისინი. მოლოდინში არიან უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც ახალი კონტიგენტით შეივსება. კონკურენცია მაღალია, როგორც აბიტურიენტებს, ასევე - სასწავლო დაწესებულებათა შორისაც, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უმთავრესია, რამდენად მომზადებულები დახვდებიან უმაღლესი სასწავლებლები ახლადჩარიცხულ სტუდენტებს.

ვრცლად

 

ყოფილი საბჭოეთიდან განდევნილები „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობას რუსულ აქცენტს სძენენ


ყოფილი საბჭოეთიდან განდევნილები „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობას რუსულ აქცენტს სძენენ

2012 წელს თარხან ბათირაშვილმა სამშობლოდან, ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დაიწყო მოგზაურობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტამბოლის აეროპორტში მომხდარ თავდასხმამდე კვალავს გზას. „მან მითხრა: „მამა ცხოვრებაში საკუთარი გზა უნდა ვიპოვო. ამ ქვეყანას მე არ ვჭირდები“, - უთხრა ბათირაშვილის 73 წლის მამამ „როიტერს“, როდესაც შვილის მიერ ეთნიკური ჩეჩნებით დასახლებული სოფლის დატოვება და თურქეთში, შემდეგ კი სირიაში გამგზავრება გაიხსენა.

ვრცლად

 

სიღნაღის გამგებელი ახალგაზრდებს „ცოდნის კაფეს“ მოწყობაში ხელს უშლის


სიღნაღის გამგებელი ახალგაზრდებს „ცოდნის კაფეს“ მოწყობაში ხელს უშლის

ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო ინიციატივა“ ერთი თვის წინ, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსება მოიპოვა. პროექტი „ცოდნის კაფე“ სიღნაღის რაიონში, კერძოდ კი წნორში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. ასეთი ცენტრი სიღნაღის რაიონში არ არის. პროექტის განსახორციელებლად „სამოქალაქო ინიციატივას“ ფართი სჭირდება. მუნიციპალიტეტს ბევრი გამოუყენებელი შენობა აქვს, მაგრამ სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი ახალგაზრდებს ფართს არ აძლევს.

ვრცლად

 

ვინ არიან „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები


ვინ არიან „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად , პარტიამ „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო “, 2016 წლის ივნისში „ კახური ტრადიციული მეღვინეობისგან “ შემოწირულობის სახით 120 000 ლარი მიიღო , ხოლო ფიზიკური პირის გიორგი ჯაბიძისაგან - 55 000 ლარი.

ვრცლად

 

ყურანით სასამართლოში?


ყურანით სასამართლოში?

10 წლის წინ გიორგი ლობჟანიძემ წმინდა ყურანის ქართულად თარგმნისათვის ორი მნიშვნელოვანი პრემია მიიღო: საქართველოში ლიტერატურული პრემია „საბა“ და ირანში სახელმწიფო პრემია „წლის წიგნი“ - ყურანისტიკაში უცხოეთში გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისათვის, თუმცა ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა რუსულენოვანმა ირანულმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ თეირანში წმინდა ყურანის 24-ე გამოფენაზე წარდგენილი იქნება ყურანის პირველი ქართული თარგმანი, რომლის ავტორი ფერეიდნელი იმამ ყული ბათავანია.

ვრცლად

 

ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში [Video]


ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში

კახეთში ერთი კილოგრამი ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი 20 თეთრიდან იწყება, თუმცა ფერმერებს მისი რეალიზაცია მაინც ძალიან უჭირთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, პრობლემა გასულ წელთან შედარებით ატმის თითქმის გაორმაგებულმა მოსავალმა და დარიალის ხეობაში ღვარცოფის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ჩაკეტვამ გამოიწვია. 2015 წელს ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი კახეთში 60 თეთრიდან იწყებოდა და 3 ლარს აღწევდა.

ვრცლად

 

ორი მსხვერპლი ორი წლის წინ ჩაბარებული ყურძნის ფულის მიუღებლობის გამო [Video]


ორი მსხვერპლი ორი წლის წინ ჩაბარებული ყურძნის ფულის მიუღებლობის გამო

საკითხი, რომლითაც დღეს პრემიერ - მინისტრი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სასწრაფო რეაგირება დაავალა, საგარეჯოს სოფლებში მცხოვრები მევენახეებისთვის, 2014 წელს ჩაბარებული ყურძნის ფულის გადაუხდელობას ეხება. დაზარალებული მევენახეების თქმით, ორი წლის განმავლობაში დაგროვილი ვალების გადახდის მიზნით რამდენიმე მათგანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი გაეყიდა, ორი მევენახე კი ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტიდან „ისლამურ სახელმწიფოში“


სირიაში პანკისის მკვიდრი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიიდან მოსული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰამასა და რაქას პროვინციების საზღვარზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების ინტენსიური დაბომბვის დროს, საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა. ბორჩაშვილი დუმასტურიდან იყო, პანკისის ხეობის ეს სოფელი ახმეტიდან 24 კილომეტრში მდებარეობს და ზემო ხალაწნის თემში შედის. აქ ძირითადად ეთნიკური ოსები და ქისტები ცხოვრობენ.

ვრცლად

 

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა


სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა

სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა. მარგოშვილი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ომარ მარგოშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. მას პანკისში ორი ოჯახი ჰყავს. ომარ მარგოშვილს ერთ ცოლთან 7, მეორესთან კი 3 შვილი დარჩა.

ვრცლად

 

სირიაში პანკისის მკვიდრი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა


სირიაში პანკისის მკვიდრი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა, - ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ასლანბეგ ბორჩაშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. საქართველოდან წასვლამდე ასლანბეგ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობდა.

ვრცლად

 

თუშეთის გზა ამ დროისთვის გაწმენდილია, ომალოში სასტუმროები სავსეა


თუშეთის გზა ამ დროისთვის გაწმენდილია, ომალოში სასტუმროები სავსეა

თუშეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 25 ივნისს, ფესტივალით „მზე მოე“ გაიხსნება. ზემო და ქვემო ომალოში საოჯახო სასტუმროები სავსეა. მეპატრონეების თქმით, ცუდი გზის გამო ამ დრომდე ვიზიტორები არ ჰყავდათ და წელს ეს ტურისტების პირველი ნაკადია. თუშეთის გზა ამ დროისთვის გაწმენდილია, თუმცა გზაზე ორი რთული მონაკვეთი მაინც რჩება.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 119

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31