20:34:36

ყოფილი დეპუტატის ნოდარ მოდებაძის მკვლელობის საქმეზე 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იძებნება


ყოფილი დეპუტატის ნოდარ მოდებაძის მკვლელობის საქმეზე 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იძებნებასაქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, 66 წლის ნოდარ მოდებაძის მკვლელობის საქმეზე, სოფელ კისისხევში მცხოვრები 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იძებნება, რომელიც აკურაში მწყემსად მუშაობდა. როგორც მოკლულის ნათესავებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ნოდარ მოდებაძემ ნახა, რომ მის ნაკვეთში მწყემსს საქონელი ჰყავდა შეყვანილი. შელაპარაკების შემდეგ, მწყემსმა, სახელად ავთო, ნოდარ მოდებაძის კუთვნილი ავტომობილიდან სანადირო თოფი ამოიღო და ესროლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის ამ დრომდე ვერ დააკავა.

ვრცლად

 

ვისგან მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობები


ვისგან მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობები

2016 წლის ივლისში პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ყველაზე მსხვილი შემოწირულობა - 120 ათასი ლარი შპს „ალფამ“ გადარიცხა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით არჩეული კასპის ყოფილ მაჟორიტარს კობა კურდღელაშვილს ეკუთვნის. მმართველი პარტიის შემომწირველ ფიზიკურ პირებს შორის კი ყველაზე მეტი თანხა ახლადწარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ჩარიცხეს.

ვრცლად

 

ორი ირაკლი, გელა, გურამი, დავითი, რომანი და არცერთი ქალი – „ოცნების“ კანდიდატები კახეთში


ორი ირაკლი, გელა, გურამი, დავითი, რომანი და არცერთი ქალი – „ოცნების“ კანდიდატები კახეთში„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილია, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ირაკლი შიოლაშვილი, ახმეტაში გელა სამხარაული, ლაგოდეხში გურამ მაჭარაშვილი, გურჯაანში დავით სონღულაშვილი, საგარეჯოში კი რომან მუჩიაშვილი.

ვრცლად

 

„სოციალისტური საქართველოს“ ჩაშლილი ყრილობა და დაპირისპირება თელავში [Video]


„სოციალისტური საქართველოს“ ჩაშლილი ყრილობა და დაპირისპირება თელავში [Video]

„მე ვაპროტესტებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ აქ. არ არის დღეს, 21–ე საუკუნეში საბჭოთა კავშირის დრო. რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მკვლელია, თქვენ ხართ ყველანი მონები“, – ამ მიმართვის შემდეგ დაარტყა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კახეთის რეგიონის ყოფილ კორესპონდენტს რომან ქევხიშვილს „სოციალისტური საქართველოს“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა თემურ ფიფიამ, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას კვერცხები ესროლა. თელავში „სოციალისტური საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ვერ შედგა.

ვრცლად

 

კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტი პანკისის ხეობაში


კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტი პანკისის ხეობაში

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით პანკისის ხეობაში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია პანკისში კანონის უზენაესობის ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების და ადვოკატირების საშუალებით. პროექტის ფარგლებში პანკისის სათემო რადიო (Radio WAY – FM 101.1), რომელიც სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ცოტა ხნის წინ დააფუძნა, მოამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას „ჩემი უფლებები“. ასევე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისში უფასო იურიდიული დახმარების სერვისი შეიქმნება.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მაკრახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა


„ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მაკრახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გორის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატად მსოფლიოსა და ევროპის 2-2 გზის ჩემპიონი ძიუდოში თენგიზ ხუბულური წარადგინა, ქარელში - ასევე ძიუდოსტი გიორგი თოთლაძე, ხაშურში - ვალერი გელაშვილი, კასპში - ირაკლი მეზურნიშვილი, ხოლო ქალაქ გორში - იოსებ მაკრახიძე.

ვრცლად

 

ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა [რეკლამა]


ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა [რეკლამა]„ორბი თვინ თაუერი“ - ორბი ჯგუფის ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს. ამ პროექტმა პანამაში „2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტის“-ტიტული მიიღო და კოპანია „ორბი ჯგუფს“ „ოსკარიც“ გადაეცა უძრავი ქონების სფეროში.

ვრცლად

 

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ავტორს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება


ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ავტორს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში მცხოვრებმა 23 წლის ვახტანგ ხანგოშვილმა, რომელიც ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ბრალდებით არის დაკავებული, დანაშაული აღიარა. მას ბრალი უკვე წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად

 

აფეთქებაზე მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის პანკისელი ახალგაზრდა დააკავეს


თბილისში აფეთქებაზე მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის პანკისელი ახალგაზრდა დააკავეს

„ხვალ, 12:30 საათზე, თბილისში ფეიერვერკი“, - ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი რომელმაც აფეთქების ფოტო ამ ტექსტით გამოაქვეყნა, დაკავებულია. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, სოფელ დუისში მცხოვრები 23 წლის ვ. ხ. დაახლოებით 2 საათის წინ, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფეისბუქში მუქარის შემცველი ტექსტისა და ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამოძიებას კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ ახალი სახეები 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ


„ქართული ოცნების“ ახალი სახეები 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სავარაუდო კანდიდატი კახეთის ყოფილი გუბერნატორის ბიძინა სონღულაშვილის შვილი დავით სონღულაშვილი იქნება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ დავით სონღულაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. კერძოდ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2012 წლის 11 სექტემბერს მან „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 7 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა განახორციელა.

ვრცლად

 

რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები [Photos]


რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები [Photos]

დამწვარ და დიდი რაოდენობით გადაყრილ მატყლს თუშეთში ბევრგან ნახავთ, მათ შორის საავტომობილო გზის პირას. თუშური ჯიშის ცხვრის მატყლს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და წლების წინ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული იყო, მეცხვარეები ყოველწლიურად ტონობით ყრიან, რადგან რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ერთი კილოგრამი მატყლის გასაყიდი ფასი 50 თეთრია.

ვრცლად

 

ანტისანიტარია მარნეულის ბაზარში - „რეგისტრირებული არ არის და ვერ შევამოწმებთ“


ანტისანიტარია მარნეულის ბაზარში - „რეგისტრირებული არ არის და ვერ შევამოწმებთ“

მარნეულის ერთადერთ აგრარულ ბაზარში, სადაც 100-მდე ადამიანი ყოველდღიურად სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ყიდის, მყიდველიც და გამყიდველიც ბაზრის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და ანტისანიტარიაზე ჩივის. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზარი რეგისტრირებული არ არის და შესაბამისად, არც მისი შემოწმება ევალებათ, მომხმრებელმა კი თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და განსაზღვროს, სად ურჩევია საკვების შეძენა: მოუწყობელ ბაზარში, სადაც პროდუქტის შენახვისთვის სათანადო პირობები არ არის, თუ მარკეტში, სადაც სურსათი ყველა წესის დაცვით ინახება.

ვრცლად

 

ბოჭორნა – ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში [Photos - Video]


ბოჭორნა – ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში [Photos - Video]

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე – ეს სოფელი ბოჭორნაა, თუშეთში, გომეწრის ხეობაში. ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა. სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა და მასშტაბური აღიარებაც მოუტანა.

ვრცლად

 

ზურაბ ზვიადაური და მისი გარემოცვა - ნასამართლევი ნათესავები თანამდებობებზე


ზურაბ ზვიადაური და მისი გარემოცვა - ნასამართლევი ნათესავები თანამდებობებზე

პარლამენტის წევრი ზურაბ ზვიადაური, 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების შემდეგ, იმდროინდელმა სახელისუფლებო ელიტამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად შერაცხა, რის შემდეგაც იგი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა: ზედიზედ ტარდებოდა პომპეზური საზეიმო ღონისძიებები; ზვიადაურმა ხელისუფლებისა და ცალკეული ბიზნესმენებისგან ჯილდოს სახით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო; ახმეტაში გაიხსნა მისი სახელობის სპორტსკოლა; ქუჩას, რომელზეც მისი სახლი მდებარეობს, ზვიადაურის სახელი ეწოდა.

ვრცლად

 

სად არიან დასაქმებული მინისტრების ოჯახის წევრები


სად არიან დასაქმებული მინისტრების ოჯახის წევრებისაქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის, 3 სახელმწიფო მინისტრისა და 16 მინისტრისაგან შედგება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოიკვლია, თუ რა საქმიანობას ეწევიან ქართველი მინისტრების ოჯახის წევრები და რამდენს შეადგენს მათი ფინანსური შემოსავლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე მაია ცინაძე უმუშევარია. ოჯახის სხვა წევრებიდან კი მხოლოდ მისი უფროსი ქალიშვილი ანა კვირიკაშვილია დასაქმებული, - იგი სარეკლამო სტუდია მეტროგრაფის გრაფიკული დიზაინერია და 2015 წელს ხელფასის სახით 8400 ლარი აქვს მიღებული.

ვრცლად

 

ნუგზარ იდოიძის ვიდეობლოგი – მთის კანონი თუშეთს არ ეხება [Video]


ნუგზარ იდოიძის ვიდეობლოგი – მთის კანონი თუშეთს არ ეხება„მთის ახალი კანონი თუშეთს არ ეხება იმიტომ, რომ ამ კანონში ვერ მოხვდნენ მწყემსები, რომლებმაც შეინახეს ეს მთები. თუშეთში არც სკოლაა, შესაბამისად შეღავათებს ვერც მასწავლებლები მიიღებენ. სხვა სამსახურებს რაც შეეხება, კანონმა მათ გვერდი აუარა. საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი გამოიწვევს ამ მთების რაიმე აღორძინებას, თუშეთში ხალხის ამოსვლას და დამკვიდრებას, ამ კანონის მეშვეობით ასეთი რამე ჩვენთვის წარმოუდგენელია“, – ამბობს ეთნოგრაფი, თუშეთის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნუგზარ იდოიძე.

ვრცლად

 

ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით გაიზარდა, წლიური ხარჯი 50 მილიონით


ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით გაიზარდა, წლიური ხარჯი 50 მილიონით

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა, – ანგარიში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

ვრცლად

 

„ჟღალი გენერლის“ აღსასრული


„ჟღალი გენერლის“ აღსასრული

ბირკიანში, გლოვობენ კაცს, რომელმაც პანკისის ხეობის ეს პატარა სოფელი მთელ მსოფლიოს გააცნო. ქისტური ტრადიციის თანახმად, სამძიმრის მისაღებად, ბათირაშვილების მამისა და ძმის ოჯახების ჭიშკარი გაიღო, რითაც დადასტურდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ომის მინისტრი“, „ჟღალი გენერალი“, 30 წლის თარხან ბათირაშვილი, ერაყში შეტაკების დროს დაიღუპა.

ვრცლად

 

ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი – თუშეთის პრობლემებზე [Video]


ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი – თუშეთის პრობლემებზე [Video]

„თუშეთს ძირითადად სამი პრობლემა აქვს. პირველი ინფორმაციული ვაკუუმია. აი, ამ ხეობაზე 18 სოფელი არის საჩაღმო, ხუთი სოფელი და ნასოფლარები, 6 კიდევ არის წოვათა, წოვა თუშების. ამ ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ სამ სოფელში შეიძლება დაკავშირება ტელეფონით. 14 წლის წინ, გამოჩნდა ერთი ენთუზიასტი კაცი - ლევან შანქიშვილი, რომელიც დასახლდა წოვათას ერთ-ერთ სოფელში, სათიბროანში და იქ, მაღლა, 2 კილომეტრზე მწვერვალზე უნდა ავიდეს, რომ ოჯახს დაუკავშირდეს.

ვრცლად

 

მაზლები „ნაციონალების“ პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ, რძალი სამსახურიდან გაათავისუფლეს


მაზლები „ნაციონალების“ პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ, რძალი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაგული ჭარბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისი მაზლები ზურაბ და მამუკა ჭარბაძეები თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ. გათავისუფლებამდე, წინა დღეს, მაგული ჭარბაძე თელავის მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილმა დაიბარა და სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. უთხრეს, რომ მისი სამსახური და მაზლების პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 119

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31