08:11:11

ფირნიშები

ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეებს ერთ წელიწადში პრემია 18-ჯერ მისცეს

ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეებს ერთ წელიწადში პრემია 18-ჯერ მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2015 წელს შრომის ანაზღაურების სახით 7,6 მილიონამდე ლარი გაიცა, საიდანაც ნახევარზე მეტს პრემიები და დანამატები შეადგენდა. მაგალითისათვის, 4 საჯარო მოხელეს წლის განმავლობაში პრემია მიეცა 18-ჯერ (!), ხოლო 42 მოსამსახურეზე გაცემული პრემიების ოდენობამ ჯამში მათი თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობას გადააჭარბა.

ვრცლად

 

წინასაარჩევნოდ კახეთში შვებულებაში 400–ზე მეტი მოხელე გავიდა

წინასაარჩევნოდ კახეთში შვებულებაში 400–ზე მეტი მოხელე გავიდაწინასაარჩევნო პერიოდში კახეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებში შვებულებით 400–ზე მეტმა მოხელემ ისარგებლა. შვებულებაში მოხელეთა გასვლა არ ხორციელდება გამგებლის მიერ წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით. საჯარო მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი აქტიურად არის ჩართული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო კაპანიაში.

ვრცლად

 

მზადება პრემიერ–მინისტრის დასახვედრად და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში [Video]

მზადება პრემიერ–მინისტრის დასახვედრად და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში [Video]წნორში პრემიერ – მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა – ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.

ვრცლად

 

რატომ გადასცა მთავრობამ მსახიობ ბესო ბერულაშვილს თბილისში ბინა 1 ლარად

რატომ გადასცა მთავრობამ მსახიობ ბესო ბერულაშვილს თბილისში ბინა 1 ლარადსაქართველოს მთავრობამ მსახიობსა და იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ქალაქ თბილისში, კანდელაკის ქუჩა №6-ში მდებარე ბინა №9, - 140,22 კვ.მ ფართობის, აგრეთვე მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადასცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ბესო ბერულაშვილი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და აქტიურად არის ჩაბმული საარჩევნო აგიტაციაში.

ვრცლად

 

პროკურატურამ გია ლორთქიფანიძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

პროკურატურამ გია ლორთქიფანიძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენასაქართველოს პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

ვრცლად

 

პეტიცია მთის სოფლებში ნარჩენების გატანის პრობლემის მოსაგვარებლად [Video]

პეტიცია მთის სოფლებში ნარჩენების გატანის პრობლემის მოსაგვარებლად [Video]არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ შესაბამის საკრებულოებში 3 პეტიცია წარადგინა. პეტიციების მიზანი მაღალმთიან დასახლებებში ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვაა.

ვრცლად

 

ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა


დასაქმების ხელშეწყობა პანკისში 200–მდე ახალგაზრდისა და ქალისთვის [Videos]საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში გარდაცვლილი 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე, აჯი გასანოვი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აჯი გასანოვის საქმე შეწყალების კომისიას არ განუხილავს და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა საქმის შესწავლის შემდეგ, თვითონ მიიღო. აჯი გასანოვი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა. ის მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებული პირების დასჯას კვლავ ითხოვს.

ვრცლად

 

კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა [Video]


კახეთის გუბერნატორად პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა. „მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას.

ვრცლად

 

კანონის რა მოთხოვნებს არღვევს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი


კანონის რა მოთხოვნებს არღვევს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრისაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთი კვირის წინ დაინიშნა, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნას არღვევს, ვინაიდან იგი ერთდოულად 4 საწარმოს დირექტორის პოზიციასაც იკავებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს დააფუძნოს საწარმო ანდა ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. ამ მოთხოვნის დარღვევა შესაძლოა გახდეს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ან პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით გადაყენების საფუძველი.

ვრცლად

 

ვაჟა ციგროშვილი - 60 000 ლარი „ქართულ ოცნების“ ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ


ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 2016 წლის 31 აგვისტოს პარტია „ქართულ ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარის შემოწირულება ჩარიცხა. იმავე დღეს მმართველი პარტიას 15 000 ლარი ჩაურიცხა მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგმთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 2008 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ვაჟა ციგროშვილისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 500 000 ლარის ღირებულების ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. პროკურატურის წარმომადგენელმა უახლოეს ხანში ამ ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებაც დააანონსა.

ვრცლად

 

დართლოსთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი


დართლოსთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი

გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“  მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვრცლად

 

ისკო დასენი – „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში 167 000 ლარის სანაცვლოდ


ისკო დასენი – „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში 167 000 ლარის სანაცვლოდ

2016 წლის 12 აგვისტოს შპს „მისო ლიდერკრედიტმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარის ოდენობის შეწირულება ჩაურიცხა. იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე საერთო ჯამში 47 000 ლარი გადარიცხა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა და ასევე მათმა ახლო ნათესავებმაც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ამ საწარმოს ხელმძღვანელი ისკო დასენი მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პროპორციულ სიაში ე.წ. „გამსვლელ ნომრად“ ჩასვა. ისკო დასენი ალექსანდრე ჭიკაიძის ბიზნესპარტნიორია.

ვრცლად

 

დასაქმების ხელშეწყობა პანკისში 200–მდე ახალგაზრდისა და ქალისთვის [Videos]


დასაქმების ხელშეწყობა პანკისში 200–მდე ახალგაზრდისა და ქალისთვის [Videos]

მანანა მარგოშვილი 39 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს, პანკისიდან გროზნოში წავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად, მაგრამ ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სწავლის დასრულება ვეღარ შეძლო. პანკისში დაბრუნდა, დაოჯახდა, ახლა მას სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. არსად უმუშავია. ოთხი თვის წინ, მანანამ შეიტყო, რომ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პანკისში სასწავლო ცენტრს ხსნიდა. მანანამ ერთდროულად ორ მიმართულებაზე ისწავლა. სწავლის დამთავრებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა, ორ თვეში კი მუშაობა დაიწყო.

ვრცლად

 

ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს [Video]


ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლები მდინარე ლოპოტაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ჰესი „ლოპოტა 1“ მდინარე ლოპოტას 90%-ის მილებში მოქცევას ითვალისწინებს, რის შედეგადაც მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება.

ვრცლად

 

რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი


რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორისსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია 2014-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში სრულყოფილად არ უთითებს ინფორმაციას მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება.

ვრცლად

 

აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან [R]


აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგანპირველად საქართველოშითიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგროსექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უპრეცედენტო პროდუქტს - აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

ვრცლად

 

ყაზბეგი – თუშეთის და ახმეტა – თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს


ყაზბეგი – თუშეთის და ახმეტა – თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს„უახლოეს დღეებში ალბათ გამოვლინდება კომპანია, რომელიც დაიწყებს ახმეტა – თიანეთის გზის მშენებლობას და ეს იქნება ახმეტისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის შანსი“; „თბილისიდან თუშეთამდე ევროპული სტანდარტების გზა აშენდება იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა“, - პრემიერ – მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ამ განცხადებების მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ჯერ არც ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაციის და არც სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობის პროექტები არ არსებობს.

ვრცლად

 

მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა


მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მხარდაჭერაზეც მეწარმეობის სააგენტომ უარი თქვა

თუშეთის სოფელ ომალოში ერთადერთი ჰოსტელის და სასათბურე მეურნეობის განვითარება; პირიქითის სოფელ ჭეშოში, სადაც მუდმივად არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროს შექმნა და ნასოფლარის გაცოცხლება; ნატურალური თაფლისა და ტრადიციული ტექნოლოგიით დამბალხაჭოს წარმოება უკანაფშავში; სოფელ უდაბნოში მუხის კასრებში სულგუნის დამზადება; დავით – გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, ეკომიგრანტების მიერ სვანური სამზარეულოს მოწყობა – ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მხარი არ დაუჭირა.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი კანონდარღვევებშია მხილებული


„ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი კანონდარღვევებშია მხილებული

„ქართული ოცნების“ მიერ ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად წარდგენილი კანდიდატი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არაერთ კანონდარღვევაშია მხილებული. ლურსმანაშვილის გამგებლობის პერიოდში, 1 694 800 ლარის სამშენებლო სამუშაოები დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშეა ანაზღაურებული,   ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია სატენდერო დოკუმენტაციის შეცვლილი, შეღავათიანი პირობებით და ა.შ.

ვრცლად

 

4 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან – „ჩვენი შვილები საძილე ტომრებში დახვრიტეს“ [Video]


4 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან – „ჩვენი შვილები საძილე ტომრებში დახვრიტეს“

„მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“, – კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 9 სექტემბერს გააკეთა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული.

ვრცლად

 

გვერდი 7 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31