23:48:43

ფირნიშები

აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]

აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ბაღების გაშენება სურს, თიბისი ბანკი საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებს, შეუძლიათ თანხის ნაწილი თიბისი ბანკისგან გამარტივებული პირობებით ისესხონ. სახელმწიფო პროგრამის „ბაღების კომპონენტი“ მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს.

ვრცლად

 

თუშეთში დართლო – ჩიღოს გზის მშენებლობის ტენდერში რუსულმა კომპანიამ გაიმარჯვა

მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფლების დართლოსა და ჩიღოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრეც რუსული კომპანია „ვლადნეფტპროდუქტია“. საწარმოს ადგილსამყოფელია ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია) ქალაქი ვლადიკავკაზი, სტავროპოლის ქ. 6ა.

ვრცლად

 

ოჯახური ძალადობა - „რვა წელია გათხოვილი ვარ და ქმარი თითქმის ყოველდღე მცემს“

ოჯახური ძალადობა - „რვა წელია გათხოვილი ვარ და ქმარი  თითქმის ყოველ დღე მცემს“რატომ ითმენენ ქალები ძალადობას? „თვალში მუშტი ისეთი ძალით დამარტყა, სისხლი  ჩამექცა. მას მერე მხედველობა დამაკლდა. მთელი ზაფხული გრძელმკლავიანი კაბა მეცვა, ხელებზე არსებული სილურჯეები რომ დამემალა. როცა ჩემი ქმარი სახეში მირტყამს, ვცდილობ ხელები ავიფარო - ხელებზე დარტყმა ნაკლებად მტკივნეულია. მთელი სხეული დალურჯებული მაქვს. 8 წელია გათხოვილი ვარ და ჩემი ქმარი თითქმის ყოველდღე მცემს. ეს ამბავი მეზობლებმაც იციან. როცა ჩემს სახეზე ჩალურჯებულ ადგილს ხედავენ, აღარაფერს მეკითხებიან, ამ მდგომარეობას ჩემს მსგავსად ისინიც შეეჩვივნენ“,- ამბობს ზარიფა (სახელი პირობითია).

ვრცლად

 

შრომითი მიგრაცია - როცა მარტო დარჩენილი ქალი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხდება

შრომითი მიგრაცია - როცა მარტო დარჩენილი ქალი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხდება„ჩვენს სოფელში მცხოვრებ ხალხს მომავალი არ აქვს  - აქ სამუშაოს შოვნა შეუძლებელია. ლუკმა პურის ფული რომ იშოვონ, იძულებულები არიან  საზღვარგარეთ წავიდნენ. ჩვენი სოფლიდან კაცები სამუშაოდ ძირითადად რუსეთში და თურქეთში მიდიან. ჩემი შვილები უკვე 10 წელია რუსეთში ცხოვრობენ. აქ მხოლოდ რძლები და შვილიშვილები მყვანან. მინდა რომ შვილები საქართველოში დაბრუნდნენ, მაგრამ აქ რომ ჩამოვიდნენ, რა გააკეთონ? შვილები ჰყავთ სარჩენი. წელიწადში ერთხელ ჩამოდიან ხოლმე.  მეშინია, რომ რუსეთში  სამუდამოდ  დარჩებიან,“ -  ამბობს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები სუმბულ მამმადოვა.

ვრცლად

 

ყიზილაჯლო - ბრძოლა მარნეულისთვის გრძელდება

ყიზილაჯლო - ბრძოლა მარნეულისთვის გრძელდებაჩემი ძმა 19 წლისაა. ის არც პოლიტიკით არის დაინტერესებული და არც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს იცნობს. ვიღაცამ ის პროვოკაციაზე წამოაგო, მაგრამ ვინ, არ ვიცით“, - ამბობს  დიანა ზ. ის მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული 6 ახალგაზრდიდან ერთ-ერთის დაა.

ვრცლად

 

ერთი თვეა შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ერთი თვეა შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილიპირიქითა ხევსურეთში შატილი ერთადერთი სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდებოდა. ერთი თვეა შატილიც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მცირე ჰესი, რომელიც შატილს ელექტროენერგიით ამარაგებდა, მწყობრიდან გამოვიდა და დაზუსტებით არის არის ცნობილი, როდის შეძლებს ხელისუფლება მის აღდგენას. სოფელში ამ დროისთვის 13 ოჯახია დარჩენილი. შატილში პროგრამის „ასწავლე საქართველოში“ ფარგლებში ჩასული რამდენიმე მასწავლებელიც ცხოვრობს, რომლებიც გათბობის გარეშე არიან დარჩენილები. შატილში უკვე თოვს. რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ხევსურეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაც ჩაიკეტება.

ვრცლად

 

103 წლის სოფიო ჩოხელი გუდამაყრიდან [Photos - Video]

103 წლის სოფიო ჩოხელი გუდამაყრიდან [Photos - Video]15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. სოფიო ჩოხელი 103 წლის არის. გუდამაყარში, სოფელ ჩოხში, ნახევრადდანგრეულ, სიცოცხლისათვის სახიფათო სახლში მარტო ცხოვრობს. 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფიო ჩოხელის საცხოვრებელი სახლის შეკეთება გადაწყვიტა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარიც გამოყო, მაგრამ საბოლოოდ არ დაეხმარნენ, რადგან 100 წელს გადაცილებულმა მოხუცმა გამგეობაში პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები ვერ წარადგინა.

ვრცლად

 

ახმეტის გამგებელი კახეთის გუბერნატორის საჯარო დაპირების დისკრედიტაციას ახდენს

ახმეტის გამგებელი კახეთის გუბერნატორის საჯარო დაპირების დისკრედიტაციას ახდენს

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის დაპირების მიუხედავად, რომ არც გუბერნატორის და არც მუნიციპალიტეტების მხრიდან მედიასთან დაპირისპირებას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილი აღარ ექნებოდა, ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური ტრადიციას არ ღალატობს და დღემდე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ყველა განცხადების იგნორირებას აგრძელებს. ჩვენი ინფორმაციით, გამგებელს ამით საკუთარი კორუფციული ქმედებების დამალვა სურს.

ვრცლად

 

რომელი უბნები წააგო „ქართულმა ოცნებამ“ კახეთში

რომელი უბნები წააგო „ქართულმა ოცნებამ“ კახეთში2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კახეთის რეგიონში კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი ამჯერდაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო ქალაქ თელავის უბნებზე, ყვარლის ბევრ სოფელში, საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოს თემში, ლაგოდეხის სოფელ კაბალში. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ საარჩევნო უბნებზე არჩევნები ვერ მოიგო.

ვრცლად

 

თუშეთის გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა, 5 და 10 წლის ბავშვები დაიღუპნენ

თუშეთის გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა, 5 და 10 წლის ბავშვები დაიღუპნენთუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

ვრცლად

 

ირაკლი სესიაშვილის ნაადრევი ზეიმი და ყველაზე დაბალი შედეგი – მეორე ტური კახეთის ხუთ ოლქში

ირაკლი სესიაშვილის ნაადრევი ზეიმი და ყველაზე დაბალი შედეგი – მეორე ტური კახეთის ხუთ ოლქშიროგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი პროგნოზირებდა არჩევნების წინა დღეს, კახეთში ერთადერთი ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა, სიღნაღი – დედოფლისწყაროა. საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხი – ყვარლის, თელავი – ყვარლის და ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) თელავი – ყვარლის ოლქში ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ 5%–ით უსწრებს. არადა, სესიაშვილმა გუშინ ღამითვე იზეიმა გამარჯვება, ვიდრე ოფიციალური შედეგები გახდებოდა ცნობილი და აცხადებდა, რომ კონკურენტთან შედარებით 4,5-ჯერ მეტი ხმა მიიღო.

ვრცლად

 

„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატებისგან 20 დღეში 1,2 მილიონამდე ლარი მიიღო

 „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატებისგან 20 დღეში 1,2 მილიონამდე ლარი მიიღოპარტიაქართულმა ოცნებამ მხოლოდ 1-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში 4 960 050 ლარის ოდენობით შემოწირულობა მიიღო. აქედან, ამავე პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებისაგან უშუალოდ გადარიცხული თანხა იყო 1 183 000 ლარი, რაც შემოწირულობათა სრული ოდენობის თითქმის 1/4-ს შეადგენს და ყველა სხვა პარტიის მთლიან შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.

ვრცლად

 

კახეთის ხუთ ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

კახეთის ხუთ ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელიკახეთის ხუთ ოლქში, კერძოდ, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. სხვადასხვა მონაცემებით, ლაგოდეხში „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ბურჯანაძე – დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ; საგარეჯოში ხმები „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის იყოფა. ერთადერთი ოლქი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება შესაძლოა პირველივე ტურში მოიპოვოს, სიღნაღი – დედოფლისწყაროა.

ვრცლად

 

რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი [Video]

რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი [Video]ბიზნესმენ მერაბ ფერაძის ორგანიზებით ლაგოდეხის რაიონში მისივე კომპანიების თანამშრომლებმა უკვე მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. ამჯერად საპროტესტო აქცია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც აკრძალვები და შეზღუდვები დაუწესდა მერაბ ფერაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“. ბიზნესმენის განცხადებით, ის ხელისუფლებას ორ–სამ დღეს აძლევს რეაგირებისათვის, რომ არ შეწყდეს სამედიცინო ცენტრის და სხვა საწარმოების ფუნქციონირება. მერაბ ფერაძე საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს. ის ლაგოდეხი – ყვარელის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატია.

ვრცლად

 

ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი პირდაპირ ეთერში ცემეს [Video]

ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი პირდაპირ ეთერში ცემეს [Video]„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში ცემეს. უცნობი პირები რადიოს ოფისში იმ დროს შევარდნენ, როცა მაჟორიტარობის კანდიდატების მონაწილეობით წინასაარჩევნო დებატები მიმდინარეობდა. შეჭრილთაგან ერთ–ერთი თავს ლაშა დვალიშვილს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რადიო „ჰერეთის“ წამყვანის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, უცნობმა მამაკაცმა ლაშა დვალიშვილს ჯერ წიხლი ჩაარტყა, შემდეგ კი სახეში დაარტყა.

ვრცლად

 

თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი – გიორგი სეთურიძე

თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი – გიორგი სეთურიძეპანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. მთავრობა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალ, 15 კილომეტრიან მონაკვეთს ამატებს, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, გიორგი სეთურიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცლად

 

4 წელი ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან – საქმე გამოუძიებელია

4 წელი ათი თვის  ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან – საქმე გამოუძიებელიაწელი გავიდა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან. ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების მიუხედავად, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი და გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდებოდა, გოგონას მკვლელობის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

ვრცლად

 

უკანონოდ ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები უკან დაბრუნებულ თანხას „ქართულ ოცნებას“ წირავენ

უკანონოდ ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები უკან დაბრუნებულ თანხას „ქართულ ოცნებას“ წირავენთელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, 2016 წლის 1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარის შემოწირულობა ჩარიცხა. მანამდე ბიზნესმენს უკან დაუბრუნდა, წინა ხელისუფლების დროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების იძულებით გადახდილი 98 ათასი აშშ დოლარის ნახევარი. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უკანონოდ ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების მიერ „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობების გადარიცხვა ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა.

ვრცლად

 

მემუქრებოდნენ, საქართველო არ არის თქვენი ადგილი, აქ სტუმრები ხართო – ვახტანგ ფარეულიძე [Audio]

მემუქრებოდნენ, საქართველო არ არის თქვენი ადგილი, აქ სტუმრები ხართო – ვახტანგ ფარეულიძე [Audio]„პირდაპირ მემუქრებოდნენ, საქართველო არ არის თქვენი ადგილი, აქ თქვენ ვერ გექნებათ ბიზნესი და უნდა იცოდეთ, რომ აქ სტუმრები ხართ და თავმდაბლად უნდა იყოთო. მოლოდინში ვართ, რომ ეს აუცილებლად განმეორედება, ალბათ უფრო აქტიურად და აგრესიულად. შეიძლება, ეს დაძაბულობა და არეულობა წინასაარჩევნოდ იქნას გამოყენებული. რესტორნისთვის დაცვასაც დავიქირავებთ“, – ასე იხსენებს 27 სექტემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ნაციონალისტური მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს ამავე ქუჩაზე მდებარე თურქული რესტორნის „ნასიმის“ მეპატრონე ვახტანგ ფარეულიძე.

ვრცლად

 

კახეთის გუბერნატორი პირობას დებს, რომ რეგიონულ მედიასთან კონფრონტაცია შეწყდება [Video]

კახეთის ახალი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. გუბერნატორთან შეხვედრაზე ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უმრავლესობის მხრიდან რეგიონული მედიისადმი მტრულ დამოკიდებულებაზე, კომუნიკაციის და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ვრცლად

 

გვერდი 6 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31