11:37:25

ფირნიშები

8 მაისიდან ახალ მისამართზე www.Reginfo.ge

8 მაისიდან ახალ მისამართზე www.Reginfo.ge2017 წლის 8 მაისიდან საინფორმაციო ცენტრების ქსელი მუშაობას ახალ მისამართზე განაახლებს. www.Reginfo.ge–ზე კახეთის ახალი ამბების გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებსა და კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც გაეცნობით. მკითხველს განტვირთვის შესაძლებლობასაც მივცემთ ტექნოლოგიებზე, ხელოვნებაზე, გართობასა და მოგზაურობაზე მომზადებული მასალებით.

ვრცლად

 

პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებს

პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებსახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი, რომელიც სალოცავს აშენებდა, პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მას ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

ვრცლად

 

ქიზიყელი გოგოს ღია წერილი ქიზიყელ პრემიერს

ქიზიყელი გოგოს ღია წერილი ქიზიყელ პრემიერსბატონო პრემიერო (გიორგი), ჩვენებური კაცი ხართ, ქიზიყელი და დიდი გამარჯობა! მეც აქაური რიგითი ახალგაზრდა ვარ. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, თქვენს სოფელში ოქროს გზებისა და სასახლეების აშენებით ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაამებლობას ვერ დაგიწყებთ და მხოლოდ ქიზიყურად, სიმართლეს მოგწერთ. აქ ყველაზე მეტ ბავშვს და ახალგაზრდას აღდგომას ვხედავ, ისიც სასაფლაოზე. მშობლებს, დედაქალაქში წაყვანილი შვილები და შვილიშვილები, აღდგომას, მიცვალებულთა მოსახსენიებელად თუ ჩამოჰყავთ. სხვა რა დარჩენიათ? სევდა აერთიანებს აქ სოფლებს.

ვრცლად

 

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - ეკლესიაში განხეთქილების შემომტანები ცოდვას ვერ ჩამოიბანენ

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - ეკლესიაში განხეთქილების შემომტანები ცოდვას ვერ ჩამოიბანენსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე საუბრობს. პატრიარქის თქმით, „ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ“. ილია მეორე კიდევ ერთ დიდი ცოდვად ქვეყნის მტრობას და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობას ასახელებს. პატრიარქი სასოწარკვეთას და თვითმკვლელობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს. ილია მეორე მრევლს სინანულისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის“.

ვრცლად

 

„მეკუთვნის და ავიღე“ – ნახევარ მილიონამდე ლარი სააღდგომო პრემიებში

„მეკუთვნის და ავიღე“ – ნახევარ მილიონამდე ლარი სააღდგომო პრემიებშიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კახეთის გამგეობებსა და საკრებულოებში 440 582 ლარი პრემიებში დაიხარჯა. მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი თანხა, 88 ათასი ლარი გურჯაანში გაიცა. „მეკუთვნის და ავიღე“, – აცხადებს გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე. რა დამსახურებისთვის წაიხალისა თავი გურჯაანის გამგებელმა, ამ კითხვაზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც გამოვარკვიეთ, გივი გერგიძეს კორპორატიულ ნომერზე 599 75 04 14 კახეთის საინფორმაციო ცენტრის და მისი რეპორტიორების ტელეფონებიდან შემავალი ზარები დაბლოკილი აქვს. სხვა ნომრიდან დარეკვის შემდეგ კი განაცხადა, რომ „არ უნდა შევაწუხოთ“.

ვრცლად

 

ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ სოფელ მანავში 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა

ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ სოფელ მანავში 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირასაქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისა და ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის მამა - ნუგზარ ბადაშვილი სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული, მისი ხელფასი კი ყოველწლიურად ორმაგდება. ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წლის განმავლობაში საგარეჯოს სოფელ მანავში 227 467 მ2 სასოფლო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

ვრცლად

 

ისტორიაში პირველად ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორი გამოჩნდა

ისტორიაში პირველად ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორი გამოჩნდაისტორიაში პირველად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნიამორი გამოჩნდა. ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტომახემ გადაიღო. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რადგან რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. აქამდე საქართველოში ნიამორი მხოლოდ თუშეთსა და ხევსურეთში იყო დაფიქსირებული და სხვა დაცულ ტერიტორიებზე არასოდეს უნახავთ.

ვრცლად

 

ახალი ღვინის ფესტივალი 13 მაისს გაიმართება

ახალი ღვინის ფესტივალი 13 მაისს გაიმართებაახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობა ღვინის დიდი კომპანიების გარდა, ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს შეუძლია. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 13 აპრილს სრულდება. ახალი ღვინის ფესტივალი 2017 თბილისში, მთაწმინდის პარკში, 13 მაისს გაიმართება და მასში წარმოდგენილი იქნება 2016 წლის მოსავლის ახალი ღვინოები. ოჯახური მარნებისთვის ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.

ვრცლად

 

შატილის გზა შესაძლოა 16 აპრილამდე გაიხსნას, თუშეთის გზა ისევ მაისის ბოლოს

შატილის გზა შესაძლოა 16 აპრილამდე გაიხსნას, თუშეთის გზა ისევ მაისის ბოლოსშატილთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წელს შესაძლოა დაგეგმილზე ბევრად ადრე, 16 აპრილამდე, სააღდგომოდ გაიხსნას. როგორც „მთის ამბებს“ შპს „საგზაო 19“–ის წარმომადგენელმა ზურა არაბულმა განუცხადა, ტექნიკას დათვიჯვრის უღელტეხილამდე 3 კილომეტრიღა დარჩა გასაწმენდი.

ვრცლად

 

ვინ არის ყველაზე მდიდარი გამგებელი საქართველოში

ვინ არის ყველაზე მდიდარი გამგებელი საქართველოშიმუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მეტ შემოსავალს გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული იღებს. 2016 წელს მის მიერ გამგებლის თანამდებობაზე მიღებული შრომის ანაზღაურება მხოლოდ 33 062 ლარი იყო, თუმცა ბიზნესიდან შემოსავალმა 900 000 ლარი შეადგინა. გოჩა ჯამარაული დღემდე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კაპიტალის 60 %-ის მფლობელია.

ვრცლად

 

სასჯელაღსრულების სამინისტრო „ვლადიმერ ბედუკაძის სააგენტოს“ „თბილისი 24“–ს აფინანსებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო „ვლადიმერ ბედუკაძის სააგენტოს“ „თბილისი 24“–ს აფინანსებსმედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი ანგარიში „მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2016“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ.

ვრცლად

 

თუშეთში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება - მგზავრობა უფასოა

თუშეთში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება - მგზავრობა უფასოათუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, ავიარეისები ომალოს მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 9 საათზეა. მგზავრობა უფასოა.

ვრცლად

 

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე14 ძროხა დურმიშხან გოჩიტაშვილს მოპარეს, 3 ბოჩოლა მზია მარტაშვილს, 1 ძროხა და 2 ინდაური დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, 2 ძროხა თამაზ პავლიაშვილს, 7 ცხენი ოთარ ოთარაშვილს, თითო–თითო ცხენი გიგა შაშიაშვილსა და ბესო გვიმლაძეს, 2 ცხენი ზაური თაღორაშვილს, 24 ღორი თენგიზ ასაბაშვილს, 200 ლიტრი არაყი ლევან დინგაშვილს - ქურდობის ყველა ეს ფაქტი ყვარლის ორ სოფელში მოხდა. პოლიციას არცერთი საქმე არ აქვს გამოძიებული.

ვრცლად

 

ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა [R]

ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა [R]ფინკა ბანკმა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნები 28 მარტს, 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

ვრცლად

 

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მოქალაქეებს ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

ვრცლად

 

რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო „ცელქობა“

რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო „ცელქობა“ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა, ვიდრე თანამდებობიდან გადადგებოდა, კორპორატიულ ტელეფონზე შემთხვევით გაიაქტიურა ულიმიტო ინტერნეტი, რაც შემდეგ უწყვეტ რეჟიმში დარჩა ჩართული. მომსახურების საფასურმა საბოლოოდ 4 000 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა შპს „მაგთიკომს“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაურიცხეს იმის მიუხედავად, რომ თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ინტერნეტით მომსახურება ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

ვრცლად

 

ალავერდელი მიტროპოლიტი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს

ალავერდელი მიტროპოლირი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვსალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მთავრობას მიმართავს და საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს. „ალავერდის მონასტერი დაფუძნდა ალაზნის ჭალის გაუვალ ტყეებში. დღეს, ეს გარემო იქ აღარ არის. 60-იანი წლების ფოტო არსებობს, ჯერ კიდევ ჭალის დიდი ფრაგმენტები იყო შემორჩენილი, იქ დღეს სახნავებია მთლიანად. გაიძირკვა ტყე, ჭალა შემცირდა და ამან უარყოფითი პროცესები გააჩინა. ჭალის ტყე განძია, მას დაცვა სჭირდება, ოღონდ, ჩვენ ამისთვის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი არ გვყოფნის. უნდა დავიწყოთ მსჯელობა საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნაზე“, – ამ ინიციატივით მიტროპოლიტი გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გამოვიდა.

ვრცლად

 

ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში ფესტივალზე მიიწვიეს, მაგრამ გამგეობა მხარდაჭერაზე უარს ამბობს

ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში ფესტივალზე მიიწვიეს, მაგრამ გამგეობა მხარდაჭერაზე უარს ამბობსანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.

ვრცლად

 

ახმეტის გამგეობის კორუფციული გარიგება „ცრუ ინვესტორის“ გამოყენებით

ახმეტის გამგეობის კორუფციული გარიგება „ცრუ ინვესტორის“ გამოყენებითახმეტის გამგეობამ სოფელ ახშნის ველებში მდებარე 6.5 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლიანი იჯარით გასცა - 10 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების, თხილის გაშენებისა და 10 პირის დასაქმების პირობით. სინამდვილეში ამ მიწის ნაკვეთს გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი და გამგეობასთან არსებული მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მზია ბექაური ფლობს და მარცვლეულის მოსაყვანად იყენებს.     

ვრცლად

 

კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში კახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ავტომანქანებით მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 992 932 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, სამსახურებრივი ავტომანქანებისთვის საწვავის შესაძენად დახარჯულია 1 506 929 ლარი, ხოლო ავტომანქანების შეკეთებისთვის - 486 003 ლარი.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 120

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
16:00-18:00
Clear skyfrom south-southeast7°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2018 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31