15:45:05

ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა [R]

ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა [R]ფინკა ბანკმა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნები 28 მარტს, 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

ვრცლად

 

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მოქალაქეებს ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

ვრცლად

 

რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო „ცელქობა“

რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო „ცელქობა“ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა, ვიდრე თანამდებობიდან გადადგებოდა, კორპორატიულ ტელეფონზე შემთხვევით გაიაქტიურა ულიმიტო ინტერნეტი, რაც შემდეგ უწყვეტ რეჟიმში დარჩა ჩართული. მომსახურების საფასურმა საბოლოოდ 4 000 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა შპს „მაგთიკომს“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაურიცხეს იმის მიუხედავად, რომ თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ინტერნეტით მომსახურება ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

ვრცლად

 

ალავერდელი მიტროპოლიტი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს

ალავერდელი მიტროპოლირი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვსალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მთავრობას მიმართავს და საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს. „ალავერდის მონასტერი დაფუძნდა ალაზნის ჭალის გაუვალ ტყეებში. დღეს, ეს გარემო იქ აღარ არის. 60-იანი წლების ფოტო არსებობს, ჯერ კიდევ ჭალის დიდი ფრაგმენტები იყო შემორჩენილი, იქ დღეს სახნავებია მთლიანად. გაიძირკვა ტყე, ჭალა შემცირდა და ამან უარყოფითი პროცესები გააჩინა. ჭალის ტყე განძია, მას დაცვა სჭირდება, ოღონდ, ჩვენ ამისთვის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი არ გვყოფნის. უნდა დავიწყოთ მსჯელობა საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნაზე“, – ამ ინიციატივით მიტროპოლიტი გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გამოვიდა.

ვრცლად

 

ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში ფესტივალზე მიიწვიეს, მაგრამ გამგეობა მხარდაჭერაზე უარს ამბობს

ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში ფესტივალზე მიიწვიეს, მაგრამ გამგეობა მხარდაჭერაზე უარს ამბობსანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.

ვრცლად

 

ახმეტის გამგეობის კორუფციული გარიგება „ცრუ ინვესტორის“ გამოყენებით

ახმეტის გამგეობის კორუფციული გარიგება „ცრუ ინვესტორის“ გამოყენებითახმეტის გამგეობამ სოფელ ახშნის ველებში მდებარე 6.5 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლიანი იჯარით გასცა - 10 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების, თხილის გაშენებისა და 10 პირის დასაქმების პირობით. სინამდვილეში ამ მიწის ნაკვეთს გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი და გამგეობასთან არსებული მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მზია ბექაური ფლობს და მარცვლეულის მოსაყვანად იყენებს.     

ვრცლად

 

კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში კახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ავტომანქანებით მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 992 932 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, სამსახურებრივი ავტომანქანებისთვის საწვავის შესაძენად დახარჯულია 1 506 929 ლარი, ხოლო ავტომანქანების შეკეთებისთვის - 486 003 ლარი.

ვრცლად

 

მთავრობა ბრაკონიერობაზე სანქციებს ამკაცრებს

მთავრობა ბრაკონიერობაზე სანქციებს ამკაცრებსრეინჯერების, ტყის მცველებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით, მთავრობა ბრაკონიერობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამრღვევების მიმართ სასამართლო ხშირ შემთხვევებში ძალიან ლმობიერია და მათ დანაშაულის ჩადენის იარაღსაც კი უბრუნებენ.

ვრცლად

 

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზითახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა. ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ.

ვრცლად

 

საკრებულოს წევრ ბიზნესმენს გამგეობამ მკურნალობა 500 ლარით დაუფინანსა

საკრებულოს წევრ ბიზნესმენს გამგეობამ მკურნალობა 500 ლარით დაუფინანსათელავის საკრებულოს წევრ დავით თუშიშვილს, რომელიც რამდენიმე კერძო საწარმოს დირექტორი და მეწილეა, 2015 წლის მარტში გამგეობამ მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაურიცხა, მაშინ როდესაც, 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თუშიშვილი მიუთითებს, რომ პირადად მას დანაზოგის სახით ჰქონდა ნაღდი ფული 25 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს - 16 000 აშშ დოლარი.

ვრცლად

 

ქართველი სამხედრო მფრინავი ერთი თვეა კონგოშია დატყვევებული

ქართველი სამხედრო მფრინავი ერთი თვეა კონგოშია დატყვევებული41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ერთი თვეა რაც კონგოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა.

ვრცლად

 

„უხილავი ხარჯები“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში

„უხილავი ხარჯები“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიკახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და აღმასრულებელი ორგანოების - გამგეობა (მერია) შენახვისათვის ბიუჯეტიდან გაწეულმა „უხილავმა“ ხარჯებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში 3 421 136 ლარი შეადგინა. აქედან, 1 506 929 ლარი თანამდებობის პირების სამსახურებრივი მანქანებისთვის საწვავის შესაძენად, ხოლო 486 003 ლარი იმავე ავტომობილების რემონტისთვის დაიხარჯა.

ვრცლად

 

შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება

შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება„30 წელია ცხვარში ვარ და ასეთი რთული ზამთარი, ასეთი ყინვა არ მახსოვს. თერმომეტრი არ მაქვს და ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი გრადუსია, მაგრამ არნახული ყინვებია. ამ სიცივის გამო გადაიწვა ყველაფერი. ალაგ-ალაგ მხოლოდ ცოტა ურო ბალახია. შიმშილითა და სიცივით იხოცება ცხვარი: ჩვენც 40-მდე ბატკანი და 30-მდე ცხვარი მოგვიკვდა. ყიზლარის გზებზე წასვლისას მთელი თვე ვიყავით ხოლმე გზაში, უღელტეხილებზე გადაგვყავდა ცხვარი, მაგრამ ორი-სამი სუსტი თუ მოკვდებოდა გზაში, მეტი არა. ასეთი მასობრივი დახოცვა არ მახსოვს“, – ამბობს მეცხვარე ივანე შამშალაიძე.

ვრცლად

 

თუშეთში ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება

თუშეთში ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდებათუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრებ 66 წლის გელა სისაურსა და კვავლოში მცხოვრებ 41 წლის კარლო ქუჯაიძეს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. კარლო ქუჯაიძეს ათ დღეზე მეტია ხელის და ფეხის თითები აქვს მოყინული, გელა სისაურს კი რამდენიმე დღეა მუხლების ღრმა დაჟეჟილობა და ნაფლეთოვანი ჭრილობები აქვს. თუშეთის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, პაციენტები სტაციონარში გადაყვანას საჭიროებენ.

ვრცლად

 

ივლიანე წულაია - მევახშე პარლამენტარი, რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებული

ივლიანე წულაია - მევახშე პარლამენტარი, რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებულისაქართველოს პარლამენტის წევრი და დიდუბის მაჟორიტარი ივლიანე (ილია) წულაია სამევახშეო საქმიანობას ახორციელებს. 2007 წლიდან მას სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე სესხის სახით გაცემული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.

ვრცლად

 

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის [R]

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვისთიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდებადა მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში.

ვრცლად

 

პარლამენტის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია მევახშეობას და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა

პარლამენტის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია მევახშეობას და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევასაქართველოს პარლამენტის წევრი და კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად კერძო მევახშეობასაც ახორციელებს. 2016 წლის თებერვალში მან სესხის სახით გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22 724 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის 1 იანვარს ორი წლის ვადით გაასესხა 270 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, იგი არის ორი კომერციული საწარმოს დირექტორიც, რაც კანონით აკრძალულია და შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.

ვრცლად

 

ტრამპმა ტახტი დაიკავა: ჩემი ყოფნა ამერიკაში

ტრამპმა ტახტი დაიკავა: ჩემი ყოფნა ამერიკაშიიანვრის შუა რიცხვებში შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, რათა დედაჩემისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, რომელიც 60 წლის გახდა. ეს სასიამოვნო იყო, ცოტა ხნით გავატარე სამშობლოში კარგი დრო, თუმცა ყველაზე დიდი ამერიკული ახალი ამბავი არა ჩემი შტატებში დაბრუნება, არამედ იმ ერთი კაცის პრეზიდენტად გახდომა იყო.

ვრცლად

 

დავით საგანელიძის ხელფასმა 2016 წელს 404 250 ლარი შეადგინა

დავით საგანელიძის ხელფასმა 2016 წელს 404 250 ლარი შეადგინა სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წელს შრომის ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში 33 687,5 ლარს შეადგენს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია მან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ მიუთითა.

ვრცლად

 

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშეკახეთში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას. ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ, სკოლამდელი ასაკის 30–ზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ ვერც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბავშვები. არადა, ორივე სოფელში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულადაც კი ვერ საუბრობენ.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 119

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
20:00-00:00
Clear skyNNW3°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31